შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი

34 წლის მამაკაცი შემოვიდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში ცხელების, შემცივნების, თავის ტკივილის, მშრალი ხველის, მიალგიის, ქოშინის და დიარეის 3-დღიანი ანამნეზით. აღნიშნავს, რომ ახალხანს დაბრუნდა იმ რეგიონიდან, სადაც ბოლო პერიოდშიმ სიმპტომების გამოვლენამდე 5 დღით ადრე, დაფიქსირდა მძიმე მწვავე რესპირაციული სინდრომის შემთხვევების კლასტერი. სახეზეა ჰიპოქსია და გულმკერდის რენტგენოგრაფიულად გამოხატულია მულტიფოკალური ორმხრივი ინფილტრაცია. ლაბორატორულად ვლინდება ზომიერი ლეიკოპენია (კერძოდ, ლიმფოპენია) და თრომბოციტოპენია კრეატინ კინაზას, ლაქტატ დეჰიდროგენაზასა და ამინოტრანსფერაზას მაჩვენებლების მატებით. მოთავსდა ბაროკამერაში და მომდევნო 4 დღეში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მისი მდგომარეობა. მეხუთე დღეს კვლავ გამოიხატა ცხელება და დიარეა და გულმკერდის განმეორებით რენტგენოგრაფიით გამოვლინდა ახალი ინფილტაციური კერები. განვითარდა სუნთქვის უკმარისობა და დაირღვა ჰემოდინამიკა. პაციენტინ გადაყვანილ იქნა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც დაიწყო მექანიკური ვენტილაცია. კლინიკური გაუარესება გრძელდებოდა, განვითარდა მწვავე რეპირატორული დისტრე სინდრომი (ARDS) და ექვსი დღის შემდეგ პაციენტი გარდაიცვალა.

სხვა გამოვლინებები

ხანშიშესულ პაციენტებთან შეიძლება არ გამოვლინდეს ტიპიური ტემპერატურული რეაქცია, თუმცა აღენიშნებოდეთ სისუსტე, მადის დაკარგვა, ბოდვა, ან მოტეხილობა(დაცემის გამო).[4] ჩვილებსა და ბავშვებს 50% შემთხვევაში აღენიშნებათ უფრო მსუბუქი სიმპტომები და რინორეა.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას