კრიტერიუმები

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მძიმე მწვავე რესპირაციული სინდრომის შემთხვევის განმარტება ეპიდემიის შემდგომ პერიოდში[29]

კლინიკური შემთხვევების დასადასტურებლად საჭიროა ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი:

  • ცხელება(≥ 38°C [100.4°F])

  • ქვედა სასუნთქი გზების დაავადების ერთი ან მეტი სიმპტომი: ხველა, სუნთქვის გაძნელება, ქოშინი

  • პნევმონიის, ან რესპირატორული დისტრეს სინდრომის დამადასტურებელი ფილტვის ინფილტრატების რადიოლოგიური მტკიცებულება

  • არც ერთი სხვა ალტერნატიული დიაგნოზით დაავადების ბოლომდე ახსნა არაა შესაძლებელი.

შემთხვევის ლაბორატორული დადასტურება:

  • SARS-CoV-ის დადებითი ლაბორატორიული მაჩვენებლები ქვემოთ ჩამოთვლილი დიაგნოსტიკური კრიტერიუმებიდან რომელიმეს ან ორივეს საფუძველზე:

    • პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია დადებითია სულ მცირე ორი სხვადასხვა კლინიკური სინჯის ანალიზით ან დაავადების მიმდინარეობის პერიოდში ორჯერ, ან მეტჯერ აღებული ერთი სინჯის გამოკვლევისას.

    • სეროკონვერსია მწვავე და გამოჯანმრთელების პერიოდებს შორის სისხლის შრატის და ვირუსის გამოყოფით

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) განაახლა მძიმე მწვავე რესპირაციული სინდრომის შემთხვევების შუალედური განმარტება[21]

კლინიკური კრიტერიუმი

  • ახლო წარსულში რესპირატორული ავადმყოფობა

    • ორი, ან მეტი ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი: ცხელება, შემცივნება, კანკალი, მიალგია, თავის ტკივილი, ფაღარათი, ყელის ტკივილი, ცხვირწყალი.

  • სუსტი ან ზომიერი რესპირატორული ავადმყოფობა

    • ცხელება (≥38°C [100,4°F]) და დამატებით ქვედა სასუნთქი გზების დაავადების ერთი ან მეტი სიმპტომი: ხველა, ქოშინი, სუნთქვის გაძნელება.

  • მძიმე რესპირატორული ავადმყოფობა

    • ზომიერი, ან მძიმე რესპირატორული ავადმყოფობა პლუს ფილტვის ინფილტრაციის რადიოლოგიური მტკიცებულებები, რაც შეესაბამება პნევმონიას, ან მძიმე მწვავე რესპირაციული სინდრომს.

ეპიდემიოლოგიური კრიტერიუმები

  • ანამნეზში საზღვარგარეთ, ან ქვეყანის იმ რეგიონში მოგზაზურობა, რომლებში დასაბუთებულად ან სავარაუდოდ მოხდა SARS გადადება, ახლანდელი მოგზაურობა სიმპტომების გამოვლინებიდან 10 დღის განმავლობაში; ან

  • დადასტურებული ან სავარაუდო SARS მქონე პირთან ახლო კონტაქტი.

ლაბორატორიული კრიტერიუმები

  • შრატში SARS-CoV ანტისხეულების გამოვლენა; ან

  • SARS-CoV უჯრედული კულტურის გამოცალკევება კლინიკურ პრეპარატში; ან

  • SARS-CoV რნმ გამოვლენა დადებითი უკუტრანსკრიპტაზის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (RT-PCR) მეშვეობით რეფერალურ ლაბორატორიაში შემდგომი დადასტურებით.

SARS-CoV სავარაუდო შემთხვევა

  • პაციენტს აღენიშნება მძიმე რესპირატორული ავადმყოფობისთვის დამახასიათებელი კლინიკური მონაცემები და SARS-CoV ზემოქმედების ეპიდემიოლოგიური კრიტერიუმი.

SARS-CoV დადასტურებული შემთხვევა

  • პაციენტს აქვს კლინიკურად მსგავსი რესპირატორული ავადმყოფობა(ადრეული, მსუბუქი, ზომიერი, ან მძიმე), რაც დასტურდება ლაბორატორიულად.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას