ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
რისკ-ფაქტორების არსებობა
ცხელება
ხველა
ჩვეულებრივი მოვლენაა დაავადების ადრეულ რესპირატორულ ფაზაში (სიმპტომების გამოვლინებიდან 2-7 დღეში). როგორც წესი, არაპროდუქტიულია.
მიალგია
გამოხატულია დაავადების პროდრომულ ფაზაში. პაციენტს აწუხებს კუნთების ტკივილი.
ქოშინი
გამოხატულია დაავადების უფრო მოგვიანო ფაზაში(8-12 დღე სიმპტომების გამოვლენიდან). ცვალებადობს მსუბუქიდან მძიმე ფორმამდე.
სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
შემცივნება, ან კანკალი
ძირითადად დაკავშირებულია ცხელებასთან.
საერთო სისუსტე
ვლინდება დაავადების პროდრომულ პერიოდში.
თავისტკივილი
ძირითადად გამოხატულია დაავადების პროდრომულ ფაზაში.
წყლიანი ფაღარათი
უვთარდება პაციენტთა 20%-25%-ს, ძირითადად დაავადების გვიანდელ ფაზაში(მეორე კვირას) ცხელების განმეორებით ტალღასთან ერთად ძირითადად წყლიანია სისხლის, ან ლორწოს მინარევით.[11]
ტაქიპნოე
სუნთქვის სიხშირე > 20/წუთში ვლინდება რესპირატორული დისტრესის დროს.
ტაქიკარდია
ძირითადად ვითარდება ცხელების და/ან სუნთქვითი უკმარისობის დროს.
ციანოზი
ჟანგბადის დაბალი სატურაცია ვლინდება სუნთქვის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებსაც სუნთქვის მწვავე უკმარისობის საშიშროება ემუქრებათ.
იშვიათი
გულისრევა და ღებინება
არასპეციფიკური სიმპტომია, რომელიც ვლინდება მრავალი ვირუსული ინფექციის დროს. აღრიცხული სიხშირე აღწევს 19.5%-ს.[1]
ყელის ტკივილი
შეიძლება, გამოვლინდეს დაავადების ადრეულ ფაზაში.
ნახველის გამოყოფა
შეიძლება, გამოვლინდეს, მაგრამ ხველა უმთავრესად არაპროდუქტიულია.
ტკივილ გულმკერდის არეში
თუ ვლინდება, უფრო დაავადების გვიანდელ ფაზაში.
პლევრიტი
თუ ვლინდება, უფრო დაავადების გვიანდელ ფაზაში.
ცხვირწყალი
ვლინდება ჩვილებსა და ბავშვებში, ვისაც დაავადების უფრო მსუბუქი ფორმა აღენიშნება თანმხლები რინორეით შემთხვევათა დაახლოებით 50%-ში.[38]
თავბრუსხვევა
არასპეციფიკური სიმპტომია, ვლინდება მრავალი ვირუსული ინფექციის დროს. აღრიცხული სიხშირე მერყეობს 4.2%-დან 43%-მდე.[1]
ართრალგია
ჩვეული სიმპტომია ბევრი ვირუსული ინფექციის დროს. აღრიცხული სიხშირე 10.4%-მდეა.[1]
მუცლის ტკივილი
აღრიცხული სიხშირე 3.5%-ია.[1]
გულყრები
მძიმე მწვავე ნევროლოგიური სინდრომია, რომელიც, როგორც ცნობილია, ეპილეფსიით დაავადეეებულ პაციენტებს უვითარდებათ. SARS-CoV რნმ გამოვლენილია თავზურგტვინის სითხეში.[39]
ბოდვა
შეიძლება გამოვლინდეს ხანშიშესულ პაციენტებში, რომელთაც ხშირად აღენიშნებათ ატიპიური სიმპტომები.[40]
ხიხინი
ვლინდება შემთხვევათა მესამედზე ნაკლებში. კლინიკურად ნაკლებად მძიმეა, ვიდრე მოსალოდნელია რადიოლოგიური გამოკვლევების მონაცემებით.[3]
კრეპიტაცია
აუსკულტაციით შეიძლება იყოს კრეპიტაცია.
ბრონქული სუნთქვა
აუსკულტაციით შეიძლება იყოს ბრონქული სუნთქვა.
რისკფაქტორები
ძლიერი
მოგზაურობა დასენიანებულ რეგიონში
ბოლოდროინდელი მოგზაურობის ისტორია საზღვარგარეთ ან SARS-ის ადგილობრივი გავრცელების რეგიონში ყოფნა, სიმპტომების დაწყებამდე 10 დღის განმავლობაში, იწვევს ეჭვს ინფექციაზე.[21]
ახლო კონტაქტი ინფიცირებულ პირებთან.
გადადების რისკი ძლიერდება ინფიცირებულ ინდივიდთან ახლო, ხანგრძლივი კონტაქტის არსებობისას.[22] ეპიდაფეთქების გაძლიერების მთავარი მიზეზი გახდა ინფექციის გადატანა ჰოსპიტალში და დასენიანებულთა მნიშვნელოვან ნაწილს მედპერსონალი წარმოადგენდა. სამედიცინო პერსონალი, განსაკუთრებით, ვინც SARS მქონე პაციენტთა რესპირატორულ სეკრეტს ეხება(მაგ. ინტუბაციის, სასუნთქი გზების სანაციის, ჟანგბადის ნიღბებით მანიპულირების, ან არაინვაზიური ვენტილაციის ჩატარების დროს), ინფიცირების მომატებული რისკით გამოირჩევიან. ამასთან, SARS მქონე პაციენტის უშუალო სიახლოვეს მყოფ ოჯახის წევრებს, მაგ. ვინც უშუალოდ უვლიან პაციენტს, SARS შეძენის მაღალი რისკი გააჩნიათ.[23]
ლაბორატორიული კვლევები SARS-CoV-ზე
SARS ინფექციის შემთხვევები აღრიცხულია SARS-CoV პრობლემებზე მომუშავე კვლევით ლაბორატორიებში[24] ბიოუსაფრთხოების მეთოდური რეკომენდაციების შემუშავება და სიფხიზლის ხანგრძლივი შენარჩუნება ამგვარი გადატანის რისკს მინიმუმამდე ამცირებს.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას