პროგნოზი

არსახარბიელო პროგნოზული ფაქტორები

არაკეთილსაიმედო გამოსავლიანობასთან ( მოთავსება ინტენსიური თერაპიის ბლოკში, ან სიკვდილი) დაკავშირებული პროგნოზული ფაქტორები მოიცავს ხანშიშესულ ასაკს და თანმხლების დაავადების, მაგ. შაქრიანი დიაბეტი, ჰეპატიტი B და გულსისხლძარღვოვანი პათოლოგიების არსებობას.[11][24][25][75][76]

ლაქტატდეჰიდროგენაზას დონის მომატება, C-რეაქტიული ცილის მომატება და ნეიტროფილების მაღალი რაოდენობა საწყის ეტაპზე, ისევე როგორც CD4 და CD8 ლიმფოციტების დაბალი რაოდენობა ასევე დაკავშირებულია სიკვდილის რისკის დამოუკიდებელ ზრდასთან.[24][75][77]

ავადობა და სიკვდილობა

კლინიკური მდგომარეობის გაუარესება, რომელიც საჭიროებს ინტუბაციას და მექანიკური ვენტილაციას, ვითარდება სიმპტომების განვითარებიდან საშუალოდ 8 დღის შემდეგ.[1] სიკვდილის ყველაზე ხშირი გამომწვევია სეფსისი, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი და მულტიორგანული უკმარისობა.[49]

ფატალურ შემთხვევათა სიხშირე SARS 2003 წლის ეპიდაფთქების დროს 9.6% იყო და მერყეობდა 0%-დან 40%-მდე.[2] 65 წელზე ხნიერ პაციენტებში სიკვდილობა 50% აჭარბებს.[2]

ფილტვის ფუნქციის ნარჩენი დაქვეითება და მდგრადი რადიოლოგიური პათოლოგიები, ისევე, როგორც ფსიქოლოგიური გართულებები და კუნთებში სისუსტე, SARS გამოჯანმრთელებულებს ხშირად აღენიშნებათ, თუმცა ისინი დროთა განმავლობაში უმჯობესდებიან.[78]

ბავშვები(< 12 წელზე ასაკის)

ბავშვებში კლინიკური მიმდინარეობა უფრო სუსტი და ხანმოკლეა, ძალიან ჰგავს ბანალურ გაციებას.[38][79][80] აქედან გამომდინარე, პროგნოზი უფრო საიმედოა უფროსებთან შედარებით და როგორც აღნიშნულია, მცირეწლოვან ბავშვებში SARS კორონაროვირუსით გამოწვეული სიკვდილობა არ გამოვლენილა.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას