კვლევები

1-ად შესაკვეთი გამოკვლევები

FBC

ტესტი
შედეგი
ტესტი

ხშირია ლეიკოპენია, 98%-ში ლიმფოპენიით დაავადების ადრეულ სტადიაზე.[3] ლიმფოპენია ვითარდება CD4 და CD8 უჯრედების შემცირების გამო. თრომბოციტოპენია ვლინდება დისიმინირებული ინტრავასკულური კოაგულაციის შემთხვევაში.

შედეგი

ლეიკოპენია, ლიმფოპენია CD4 და CD8 უჯრედების დაქვეითებული შემცველობით, თრომბოციტოპენია

ამინოტრანსფერაზები

ტესტი
შედეგი
ტესტი

ასპარტატ ამინოტრანსფერაზას (AST) და ალანინ ამინოტრანსფერაზას (ALT) მსუბუქი მატება დაფიქსირდა მძიმე მწვავე რესპირაციული სინდრომის შემთხვევათა 23%-დან 50%-მდე ნაწილში, თუმცა ეს შედეგი ავლენს დაავადების დიაგნოსტიკის დაბალ სპეციფიკურობას.[19]

შედეგი

მომატებული AST და ALT

ლაქტატდეჰიდროგენაზის

ტესტი
შედეგი
ტესტი

ჩვეულებრივი, არასპეციფიური ლაბორატორული ანალიზია. მიუთითებს ღვიძლის დაზიანებაზე, ან სისხლში ერითროციტების ლიზისზე.

შედეგი

მოამტებულია

კრეატინკინაზის

ტესტი
შედეგი
ტესტი

ჩვეულებრივი, არასპეციფიური ლაბორატორული ანალიზია. კუნთის, ან მიოკარდიუმის დაზიანების მაჩვენებელია. აგრეთვე დაკავშირებულია მარცხენა პარკუჭის დისფუნქციასთან.[4]

შედეგი

მოამტებულია

სისხლის კულტურა

ტესტი
შედეგი
ტესტი

მძიმე ინფექციური დაავადების ნიშნების მქონე ყველა პაციენტს სასურველია, ჩაუტარდეს სისხლისა და შარდის ბაქტეროლოგიური ანალიზი, რათა გამოირიცხოს ქვედა სასუნთქი გზების ინფექციის სხვა მიზეზები, განსაკუთრებით SARS ეპიდემიოლოგიური ანამნეზის უქონლობისას.

შედეგი

უარყოფითია ბაქტერიული ინფექციის გამოსავლენად

ნახველის დათესვა

ტესტი
შედეგი
ტესტი

მძიმე ინფექციის ნიშნების მქონე ყველა პაციენტს სასურველია, ჩაუტარდეს სისხლის და ნახველის ბაქტერიოლოგიური ანალიზი, რათა გამოირიცხოს ქვედა სასუნთქი გზების ინფექცია, როგორიცაა საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია, განსაკუთრებით, თუ არ აღინიშნება SARS ტიპიური ეპიდემიოლოგიური ანამნეზი.

შედეგი

უარყოფითია Streptococcus pneumoniae– ის ან სხვა ინფექციურ ბაქტერიებზე

ნაზოფარინგული ვირუსოლოგიური ანალიზი

ტესტი
შედეგი
ტესტი

გრიპის ინფექციის გამოსარიცხად.

შედეგი

უარყოფითია გრიპის A და B ვირუსის გამოსავლენად

ანტისხეულების შეღებვა პირდაპირი იმუნოფლუორესცენციით

ტესტი
შედეგი
ტესტი

გრიპის ინფექციის გამოსარიცხად.

შედეგი

უარყოფითია გრიპის A და B ვირუსის გამოსავლენად

გულმკერდის რენტგენოგრაფია (რენტგენი)

ტესტი
შედეგი
ტესტი

შემთხვევათა 20-25%-ში გულმკერდის რენტგენოსკოპიით ნორმალური მონაცემები ვლინდება.[24][25]

გულმკერდის რენტგენოგრაფია ტარდება ფილტვის ქვედა წილების პერიფერიებზე ცალმხრივი, ან ორმხრივი ინფილტრატის გამოსავლენად. ინფილტრატები გამოვლინდება, როგორც კეროვანი, შერწყმული, ან დიფუზური კონსოლიდაციის უბნები, ან როგორც კეროვანი ჩრდილი.

კავიტაცია, ჰილუსური ლიმფადენოპათია და პლევრაში გამონაჟონი ხშირად არ ვლინდება.[26]

შუასაყრის ემფიზემა და პნევმოთორაქსი ხშირია დამხმარე ვენტილაციის დროს.[27][Figure caption and citation for the preceding image starts]: მძიმე მწვავე რესპირაციული სინდრომის შემთხვევაში გულმკერდის რენტგენოგრაფიით, ვლინდება მულტიფოკალური დაჩრდილვებიKetai L, et al. J Thorac Imaging. 2006;21:276-283; იბეჭდება ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@12194451

შედეგი

ცალმხრივი, ან ორმხრივი ინფილტრატები

პულსოქსიმეტრიით

ტესტი
შედეგი
ტესტი

ნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ რესპირატორული დისტრესი და ციანოზი.

შედეგი

დაბალი ჟანგბადით გაჯერება (SpO2 <90%)

უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (RT-PCR)

ტესტი
შედეგი
ტესტი

დიაგნოზის დასადასტურებლად საჭიროა, ჯაჭვური პოლიმერაზული რეაქციის მეთოდით(PCR), 2 სხვადასხვა ანატომიური ადგილიდან აღებული სინჯის დადებითი პასუხი, ან ერთი ადგილიდან სხვადასხვა დროს აღებული ანალიზის დადებითი პასუხი.[29][30]

სასურველია, ჩატარდეს სხვადასხვა ადგილებიდან აღებული სინჯების ანალიზი: ნაზოფარინგული, ოროფარინგული, და შრატის/პლაზმის სინჯების(პირველი კვირის განმავლობაში); ნაზოფარინგული, ოროფარინგული და განავლის სინჯების (პირველი კვირის შემდეგ).[41]

უპირატეს სინჯებად მიჩნეულია ნაზოფარინგული ასპირატი(ინფექციის პირველი კვირის განმავლობაში ხშირად უარყოფითია), ან ხახის ნაცხი ვირუსულ სატრანსპორტო ნიადაგში. სასურველია, გამოვიყენოთ პლასტმასის სახელურზე ჩამოცმული დაკრონის, ან ვისკოზის ბუნით, ვიდრე ხის, ან კალციუმის ალგინატის წკირებით აღებული ნაცხი. სინჯები უნდა გადავიტანოთ ცივად შეფუთული, 4°C(39.2°F) ტემპერატურაზე.

განავლის, ან მთლიანი სისხლის სინჯების გადატანა ეთილენდიამინტეტრაძმრის მჟავაში (EDTA) ასევე მისაღებია.

სისხლში SARS-CoV რნმ გამოკვლევის რაოდენობრივი მეთოდი რეალურ დროში, უკუტრანსკრიპციის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ტექნიკასთან ერთად გამოირჩევა დაავადების პირველ დღესვე 80%-იანი დიაგნოსტიკური სიზუსტით.[33]

შედეგი

დადებითი SARS-CoV-სპეციფიკურ რნმ-ზე

გასათვალისწინებელი კვლევები

არტერიული სისხლის აირები (ABG)

ტესტი
შედეგი
ტესტი

განისაზღვრება მაშინ, როდესაც პულსოქსიმეტრით გაზომილი SpO2 არის < 90%.

შედეგი

ჟანგბადის დაბალი პარციალური წნევა

კოაგულაციური სკრინინგი

ტესტი
შედეგი
ტესტი

ნაჩვენებია სპონტანური სისხლდენის მქონე პაციენტებში.

შედეგი

გახანგრძლივებული პროთრომბინის დრო, მომატეუბლი D-დიმერი

გულმკერდის მაღალრეზოლუციური კომპიუტერული ტომოგრაფია (HRCT)

ტესტი
შედეგი
ტესტი

HRCT მეშვეობით გულმკერდის ვიზუალიზაცია სასურველია, ჩატარდეს იმ შემთხვევაში, როცა გულმკერდის რენტგენოგრამა ნორმის ფარგლებშია, მაგრამ არსებობს მნიშვნელოვანი ეჭვი SARS არსებობაზე და ფილტვში დაჩრდილვის გამოვლენას ვცდილობთ.

პათოლოგია ვლინდება იმ პაციენტთა 67%-ში, რომელთაც გულმკერდის საწყისი რენტგენოგრაფიული მონაცემები ნორმის ფარგლებში ჰქონდათ.[28]

შედეგი

მქრქალი ჩრდილები წილთაშუა ტიხრის გასქელებით ± სუბპლევრალული შეხორცება

SARS-CoV სპეციფიური ანტისხეულების სეროლოგიური ანალიზი

ტესტი
შედეგი
ტესტი

გამოკვლევა იმუნოფლუროსცენტული ანტისხეულების(IFA), ან იმუნოფერმენტული ანალიზის(ELISA) მეშვეობით ტარდება.

გამოსადეგია ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობისა და რეტროსპექტული დიაგნოსტიკისთვის.

სისხლის სინჯები სასურველია, ავიღოთ დიაგნოზზე ეჭვის მიტანისთანავე და შემდგომში - საჭიროებისამებრ.

სეროკონვერსია ჩვეულებრივ, სიმპტომების გაჩენიდან 1-4 კვირის განმავლობაში(> 90% 28 დღის შემდეგ) ხდება, ხოლო ანტისხეულების რეაქცია (SARS-CoV ანტისხეულების 4 ჯერადი მატება) იშვიათად ვლინდება დაავადების პირველ კვირაში, ხშირად - მეორე კვირის ბოლოსთვის, მაგრამ უმთავრესად აღარ ვლინდება დაავადების 28-ე დღის შემდეგ.[30][34]

შედეგი

SARS-CoV ანტისხეულების 4-ჯერადი მატება

ვირუსული კულტურა

ტესტი
შედეგი
ტესტი

რუტინული გამოკვლევისათვის რეკომენდებული არ არის.[30]

RT-PCR-ს აქვს დაბალი მგრძნობელობა.

გავრცელების შესაძლო რისკის გამო, SARS-CoV ვირუსის კულტივირება სასურველია, ხდებოდეს მხოლოდ III (ან IV) დონის ბიოუსაფრთხოების მქონე ლაბორატორიაში.[34]

შედეგი

SARS-CoV-ის გამრავლება

ახალი ტესტები

ნაცხის სწრაფი იმუნური ანალიზი SARS-CoV გამოსავლენად

ტესტი
შედეგი
ტესტი

ნაცხის მარტივი იმუნოლოგიური ანალიზის მთავარი მახასიათებელი SARS-CoV ანტიგენის (ნუკლეოკაფსიდური პროტეინი) გამოვლენის უნარია ბიოლოგიური სითხეების სინჯების მოპოვებიდან 45-60 წუთში.[35]

შედეგი

ვლინდება SARS-CoV ანტიგენის არსებობა

მონოკლონური ანტისხეულები

ტესტი
შედეგი
ტესტი

ჰიბრიდომა ტექნოლოგიით გამოვლენილ იქნა SARS-CoV რეკომბინანტული ნუკლეოკაფსიდური პროტეინის საწინააღმდეგო ხუთი მონოკლონური ანტისხეული. პოტენციურად იდეალური კანდიდატები SARS-CoV ადრეული და მგრძნობიარე დიაგნოსტიკური კვლევის მეთოდის შემუშავებისთვის.[36]

შედეგი

ავლენს SARS-CoV-ის არსებობას მაღალი სპეციფიკურობით

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას