კვლევები

1-ად შესაკვეთი გამოკვლევები

ტესტი
შედეგი
ტესტი

SBP-ის დროს ხშირია ლეიკოციტოზი, თუმცა ის შეიძლება არც იყოს გამოხატული. ანემიის გაძლიერება შეიძლება გასტროინტესტინური სისხლდენის ნიშანი იყოს.

შედეგი

ლეიკოციტოზი, ანემია

ტესტი
შედეგი
ტესტი

დეკომპენსირებული ციროზის მქონე პაციენტებში შეიძლება წარმოდგენილი იყოს ჰეპატორენალური სინდრომი.

შედეგი

შეიძლება მომატებული იყოს

ტესტი
შედეგი
ტესტი

SBP-ის დასადგენად ლაბორანტის მიერ ასცირუტი სითხის ისეთ სუბიექტურ აღწერილობას, როგორიცაა ‘მღვრიე’, ‘დანისლული’ ან ‘სისხლიანი’ გააჩნია 72%-98%-იანი სენსიტიურობის ხარისხი.[76][90]

კლინიკური შთაბეჭდილება, მათ შორის ასციტური სითხის შესახედაობა, არ შეიძლება იყოს დიაგნოზის გამორიცხვის საფუძველი.[76]



შედეგი

მღვრიე’, ‘დანისლული’, ‘სისხლიანი

ტესტი
შედეგი
ტესტი

ANC არის SBP-ის დიაგნოსტიკური ნიშანი. ჰემორაგიული ასციტის შემთხვევაში 1 ნეიტროფილი უნდა გამოაკლდეს ყოველ 250 ერითროციტზე.

მიუხედავად იმისა, რომ SBP-ის დიაგნოსტირებისთვის ANC >500 უჯრედი/მმ^3 ყველაზე სპეციფიკური ნიშანია, პაციენტებში, რომელთა ANC 250-500 უჯრედი/მმ^3 ფარგლებში მერყეობს, SBP-ის დიაგნოსტირების გამორჩენის საფრთხე მიუღებლად მაღალია.[1]

აღმოჩნდა, რომ საკვლევ ასციტურ სითხეში უჯრედების ავტომატური მთვლელი უჯრედების მანუალური დათვლის ეკვივალენტურია.[86][87][88]

შედეგი

>250 უჯრედი/მმ³

ტესტი
შედეგი
ტესტი

აუცილებლად უნდა იყოს შესრულებული უშუალოდ საწოლთან 10 მლ სითხის დათესვით სისხლის კულტურიან ბოთლებში.

უშუალოდ საწოლთან დათესვის დროსაც კი, კულტურა უარყოფითია SBP-ის მქონე პაციენტების 50%-ში.[1][17]

პოლიმიკრობული ზრდისას უნდა ვივარაუდოთ მეორადი პერიტონიტი.

შედეგი

პათოგენური მიკროორგანიზმის ზრდა

ტესტი
შედეგი
ტესტი

რამდენადაც პერიტონეალური სითხის კულტურა მწირია, სისხლის კულტურებმა შეიძლება დახმარება გაგვიწიოს პათოგენური ორგანიზმის იდენტიფიცირებაში.

შედეგი

პათოგენური მიკროორგანიზმის ზრდა

ტესტი
შედეგი
ტესტი

შეიძლება გამოვიყენოთ იმის გასარკვევად, აქვს თუ არა პაციენტს ღვიძლის დაავადება, მაგრამ აქვს შეზღუდული სარგებელი ღვიძლის დაავადების ბოლო სტადიის მქონე პაციენტებში.

შედეგი

მომატებული ღვიძლის ფერმენტები და ბილირუბინი; შემცირებული ალბუმინი

ტესტი
შედეგი
ტესტი

მომატებული PT/INR არ არის უკუჩვენება დიაგნოსტიკური თუ სამკურნალო პარაცენტეზისთვის.[98] ანგარიშგასაწევია, თუ პაციენტს აქვს გასტროინტესტინური ან სხვა სისხლდენის გართულება.

შედეგი

მოამტებულია

გასათვალისწინებელი კვლევები

ტესტი
შედეგი
ტესტი

სწრაფად გამორიცხავს SBP-ს.

მულტიცენტრულ კვლევებში, რომლებიც ჩატარდა ამბულატიულ/სტაციონარულ პაციენტებში და გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში, უარყოფითი კოლორიმეტრული ჩვენების მგრძნობელობა SBP-ის გამოვლენისას 92%-დან 95%-ს შეადგენს.[92][93]

შედეგი

თუ მე-3 წუთზე კოლორიმეტრულ ზონარზე გამოჩნდება წარწერა "უარყოფითი", ეს ნიშნავს, რომ SBP გამორიცხულია

ტესტი
შედეგი
ტესტი

შეიძლება შესრულდეს უშუალოდ საწოლთან 2 წუთის განმავლობაში.

ზონარს ათავსებენ ასციტურ სითხეში და 60-დან 120 წამის შემდეგ შედეგის გაანალიზება ხდება ამ ზონრის კოლორიმეტრული შკალის მიხედვით. კვლევების უმეტესობა იყენებდა ზონრის ფერს, რომელიც იძლევა დადებით შედეგს, თუ შეესაბამება 15 (1+)-დან 125-მდე ლეიკოციტი/მლ (3+) შორის ნიშნულს.

ერთ მეტაანალიზში აღმოჩნდა სენსიტიურობის მერყეობა 45%-იდან 100%-მდე და სპეციფიურობის მერყეობა 90%-დან 100%-მდე.[94]

დაბალი სენსიტიურობა მიანიშნებს, რომ პაციენტის საწოლთან ჩატარებული ლეიკოციტური ესთერაზის რეაგენტის ზონრის ტესტი არ გამოდგებს SBP-ის სწრაფი გამორიცხვისთვის. თუმცა, მისი მაღალი სპეციფიკურობა მიუთითებს იმაზე, რომ ეს ტესტი გარკვეულ როლს ასრულებს SBP-ის სწრაფ დიაგნოსტიკაში, რაც ამარტივებს ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებას.

შედეგი

მომატებული ლეიკოციტები ფერად სტრიპთან შედარებისას

ტესტი
შედეგი
ტესტი

ნორმალურ ასციტს უნდა ჰქონდეს დაბალი ცილა და LDH, ხოლო გლუკოზა >50 მგ/დლ. კვლევის თანახმად, რომელიც ადარებდა ასციტურ ცილას, გლუკოზას და LDHის 6 პაციენტში, რომელთაც განუვითარდა გასტროინტესტინური პერფორაცია ასციტურ სითხეში (მეორეული პერიტონიტი) და SBP-ის მქონე 32 პაციენტს, აღმოჩნდა, რომ მეორეული პერიტონიტის მქონე ექვსივე პაციენტი პასუხობდა მეორეული პერიტონიტის სულ მცირე 2 პარამეტრს: ცილა >10 გ/ლ (1გ/დლ); გლუკოზა <2.8 მმოლ/ლ (<50მგ/სლ); LDH > 225 ერთეული/ლ. SBP-ის მქონე მხოლოდ 2 პაციენტმა დააკმაყოფილა ორივე კრიტერიუმი.[99]



შედეგი

ცილა >10 გ/ლ (>1 გ/დლ); გლუკოზა <2.8 მმოლ/ლ (<50 მგ/დლ); LDH>225 ერთეული/ლ ზრდის მეორადი პერიტონიტის ალბათობას

ტესტი
შედეგი
ტესტი

გამოითვლება ასციტური სითხის ალბუმინის გამოკლებით შრატის ალბუმინიდან ერთდროულად მიღებულ ნიმუშებში.[59] შესრულება რეკომენდებულია ახალდაწყებული ასციტის დროს.

შედეგი

>11 გ/ლ (>1.1 გ/დლ) მკაფიოდ მიუთითებს პორტულ ჰიპერტენზიაზე, რომელიც ჩვეულებრივ გამოწვეულია ღვიძლის დაავადებით; ≤11 გ/ლ (≤1,1 გ/დლ) მიუთითებს ასციტის სხვა მიზეზებზე

ტესტი
შედეგი
ტესტი

იმისათვის, რომ დაისვას SBP-ის დიაგნოზი, შედეგებს უნდა ჰქონდეს დაახლოებით 10-ის ტოლი ალბათობის ხარისხი.[91] თუმცა, კლინიკურ პრაქტიკაში ეს ტესტი ხშირად არ გამოიყენება.

შედეგი

ასციტური სითხის pH<7.35; არტერიულის ასციტურ სითხესთან მიმართებით pH გრადიენტი >0.10-ზე

ტესტი
შედეგი
ტესტი

არ გამოიყენება რუტინულად, მაგრამ შეიძლება გამოსადეგი იყოს, რამეთუ მომატებული დონე მიანიშნებს მეორეულ პერიტონიტზე. აქედან გამომდინარე, თუ დონე ნორმალურია (<5 მიკროგრამი/ლ [<5 ნანოგრამი/მლ]), ეს ზრდის SBP-ის ალბათობას.

შედეგი

<5 მიკროგრამი/ლ (<5 ნანოგრამი/მლ)

ტესტი
შედეგი
ტესტი

არ გამოიყენება რუტინულად, მაგრამ შეიძლება გამოსადეგი იყოს, რამეთუ მომატებული დონე მიანიშნებს მეორეულ პერიტონიტზე. აქედან გამომდინარე, თუ დონე ნორმალურია (<240 ერთეული/ლ), ეს ზრდის SBP-ის ალბათობას.

შედეგი

<240 ერთეული/ლ

ტესტი
შედეგი
ტესტი

შეიძლება განიხილებოდეს იმ პაციენტებში, ვისთანაც შედეგები მიანიშნებს მეორად პერიტონიტზე. შეიძლება წარმოდგენილი იყოს ჰაერი.

ავადმყოფობის ისტორიაში აღწერილია პაციენტი ციროზით , რომელსაც საბოლოოდ აღმოაჩნდა ბაქტერიული ასციტი (დადებითი ასციტური სითხის კულტურა; ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა <250 უჯრედი/მმ^3; სისტემური ან ლოკალური ინფექციის ნიშნების გარეშე), რომელსაც აღენიშნებოდა წვრილი ნაწლავის მრავლობითი მარყუჟების პნევმატოზი და ჯორჯლის ვენური გაზი. პაციენტს უმკურნალეს არაქირურგიულად, ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებით და ის გამოჯანმრთელდა.[96]

შედეგი

გვიჩვენებს დიფუზურ ასციტს; მეორადი პერიტონიტის მქონე პაციენტებში გამორიცხავს პნევმოპერიტონეუმს

ახალი ტესტები

ტესტი
შედეგი
ტესტი

SBP-ის დასადგენად აღენიშნება სენსიტიურობა 96% და სპეციფიკურობა - 97%.[95]

არ სრულდება რუტინულად, მაგრამ თუ უშუალოდ საწოლთან ანალიზი შეიძლება ხარისხიანად ჩატარდეს, ამან შესაძლოა მნიშვნელოვნად შეამციროს დიაგნოსტირების დრო.



შედეგი

>242 ნანოგრამი/მლ

ტესტი
შედეგი
ტესტი

არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო შედეგები ასციტურ სითხეში ბაქტერიული დნმ-ის PCR ტესტირებასთან დაკავშირებით.

ზოგიერთმა კვლევამ გვაჩვენა, რომ ასციტურ სითხეში ბაქტერიის დნმ-ის აღმოჩენა თანხვედრაში იყო კულტურაში აღმოჩენილ პათოგენებთან და აღმოჩნდა, რომ კავშირში იყო უფრო მოკლე გადარჩენასთან.[100][101] თუმცა, სხვა კვლევამ წარმოადგინა განსხვავებული ბაქტერიული დნმ კულტურულ შედეგებთან შედარებით, და არ იყო კავშირში შემცირებულ გადარჩენასთან.[102]

შედეგი

შეუძლია აღმოაჩინოს ბაქტერიული დნმ

ტესტი
შედეგი
ტესტი

პროკალციტონინი, ანთების მარკერი, რომელიც წარმოიქმნება ფარისებრი ჯირკვლის C უჯრედებში, შესწავლილი იყო SBP-ის დიაგნოსტირებასთან მიმართებით. ერთ კვლევაში, რომელშიც ზღურბლოვანი მნიშვნელობა განისაზღვრებოდა როგორც 0.48 ნანოგრამი/მლ, SBP-ის დიაგნოსტირების სენსიტიურობა აღმოჩნდა 95%, ხოლო სპეციფიკურობა 79%, მაშინ როცა SBP-ის დიაგნოზი გაურკვეველი იყო და მოიცავდა სხვა კრიტერიუმებს, გარდა ასციტური სითხის აბსოლუტური პოლიმორფონუკლეური ლეიკოციტის (PMN) რაოდენობისა >0.25 x 10^9/ლ (250 უჯრედი/მმ^3).[103] სხვა კვლევამ დაადგინა ტესტის 78%-იანი სენსიტიურობა და 75%-იანი სპეციფიკურობა SBP-ის დიაგნოსტირებისას, როცა შრატის პროკალციტონინის ზღურბლოვანი მაჩვენებლის სახით გამოიყენებოდა 0.42 ნანოგრამი/მლ.[104] განთესვის მაჩვენებელი 0.61 ნანოგრამი/მლ დროს, კულტურა-პოზიტიური SBP დიაგნოსტირებისას სენსიტიურობა იყო 100% და სპეციფიკურობა 92%.[104] სამი ადრეული კვლევის მეტა-ანალიზმა აჩვენა 86% სენსიტიურობა და 80% სპეციფიკურობა.[105]

შედეგი

პროკალციტონინის დონე ნორმაზე მეტად მომატებული

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას