ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
რისკ-ფაქტორების არსებობა
ბოლო სტადიის ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტები ღვიძისმიერი ენცეფალოპათიით, დეკომპენსირებული ციროზით, ასციტური მოცულობის და/ან სიხშირის მატებით, ან გასტროინტესტინური სისხლდენით, SBP-ის განვითარების განსაკუთრებულად მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.
პაციენტები, რომელთაც სულ ახლო წარსულში ჩაუტარდათ თერაპიული ენდოსკოპია, ასევე რისკის ქვეშ იმყოფებიან.
ავთვისებიანი პროცესებით გამოწვეული ასციტი ასევე შეიცავს რისკს, თუმცა უფრო ნაკლებად არის შესწავლილი, ვიდრე ღვიძლის დაავადების ბოლო სტადიის მქონე პაციენტების რისკი.[74]
მუცლის ტკივილი ან მგრძნობელობის მომატება
ასციტის ნიშნები
კლინიკური მანევრები ასციტის დასადგენად მოიცავს ლატერალურ მოყრუებას, ცვლად მოყრუებას, სითხის ტალღას და აუსკულტაციურ პერკუსიას.
ასციტთან მიმართებით ამ ნიშნების სენსიტიურობა და სპეციფიურობა ფართოდ ცვალებადია. მუცლის კედლის პერკუსია ყველაზე სენსიტიური მანევრია ასციტთან მიმართებით, სენსიტიურობით 84%.[77]
გულისრევა/ღებინება
გამოწვეული ნაწლავის ჰიპოკინეზიით და ციროზთან და SBP-თან ასოცირებული ბაქტერიული ჭარბი ზრდით.
დიარეა
გამოწვეული ნაწლავის ჰიპოკინეზიით და ციროზთან და SBP-თან ასოცირებული ბაქტერიული ჭარბი ზრდით.
შეცვლილი მენტალური სტატუსი
ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიით ჰოსპიტალიზირებული პაციენტების 1 სერიაში იყო SBP-ის 18%-იანი გავრცელება.[5]
სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
ჰიპოთერმია
შეიძლება წარმოდგენილი იყოს სეფსისის ნიშნები.
ჰიპოტენზია
შეიძლება წარმოდგენილი იყოს სეფსისის ნიშნები.
ტაქიკარდია
შეიძლება წარმოდგენილი იყოს სეფსისის ნიშნები.
რისკფაქტორები
ძლიერი
ღვიძლის დეკომპენსირებული მდგომარეობა (ძირითადად ციროზი)
შორს წასული ციროზის მქონე პაციენტებში (დაჭიმული ასციტის, გასტროინტესტინური სისხლდენის, ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის მზარდი სიხშირის ეპიზოდები) სავარაუდოა ნაწლავში ბაქტერიების ჭარბი ზრდა ჰემატოგენური გავრცელების მატებით, აგრეთვე შემცირებული ასციტური ცილის შემცველობა და ოფსონინური აქტივობა ინფექციის წინააღმდეგ საბრძოლველად.
დაბალი ასციტური ცილა/კომპლემენტი
რანდომიზებულმა, პლაცებოთი კონტროლირებულმა კვლევამ გვიჩვენა, რომ პაციენტები ჯამური ასციტური ცილის კონცენტრაციით <15 გ/ლ (<1.5 გ/დლ) სპონტანური ბაქტერიული პერიტონიტის (SBP) უფრო გაზრდილი რისკის ქვეშ იმყოფებიან, ვიდრე ცილის უფრო მაღალი კონცენტრაციის მქონე პაციენტები.[51] თუმცა, შემდგომმა კვლევებმა ეს შედეგი არ დაადასტურა.[52][53]
სიხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან
სუსტი
ავთვისებიანი სიმსივნით, თირკმლის უკმარისობით ან გულის შეგუბებითი უკმარისობით გამოწვეული ასციტი
არ არსებობს კვლევა, რომელიც აჩვენებდა, რომ ღვიძლის დაავადების ბოლო სტადიით გამოწვეული ასციტის მქონე პაციენტები SBP-ის განვითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან, ვიდრე არაღვიძლისმიერი მიზეზით გამოწვეული ასციტის მქონე პაციენტები. თუმცა, არსებობს მოსაზრება, რომ ციროზის მექანიზმი, რომელიც ინფექციის მიმართ მგრძნობიარობის მომატების მიზეზია, შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი ციროზის არმქონე პაციენტებში.[54]
ექსტრა-ინტესტინური ინფექცია
რესპირატორული და საშარდე გზების ინფექციებმა შეიძლება დააინფიციროს ასციტური სითხე; ამ შემთხვევებში, SBP-ის გამომწვევი ორგანიზმები არ არის ნორმალური ასციტის ფლორის ნაწილი.
ინვაზიური პროცედურები
ინვაზიური პროცედურები, როგორიცაა ცენტრალური ვენის კათეტერიზაცია, შარდის ბუშის კათეტერიზაცია, პარაცენტეზი და საუღლე ვენიდან ღვიძლის შიდა პორტოსისტემური შუნტის მოთავსება, SBP-თან არის ასოცირებული.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას