გართულებები

გართულება
ქრონოლოგია
ალბათობა
მოკლევადიანი
მაღალი

რადგან არ არის მონაცემები SBP-ის დროს სეფსისის, ან სეპტიკური შოკის სიხშირის შესახებ, გამოთვლილია, რომ ციროზის დროს სეფსისი უნდა იყოს ჰოსპიტალიზაციის სულ მცირე 30%-50%-ში, და ციროზის მქონე პაციენტებში უფრო მეტი ალბათობაა, რომ განვითარდეს ნოზოკომიალური ინფექცია, ვიდრე სხვა პაციენტებში.[145]

მოკლევადიანი
საშუალო

გაუარესებული ასციტი შემდგომი მუცლის შებერილობით და ტკივილით შეიძლება წარმოადგენდეს SBP-ის სიმპტომს. ჰემოდინამიკის გაუარესების არმქონე პაციენტებში დიდი მოცულობის პარაცენტეზი ალბუმინის ჩანაცვლებით უსაფრთხოა და ამ სცენარით ეფექტური.[138][139]



მოკლევადიანი
დაბალი

პარაცენტეზის შემდგომი სისხლდენა შეიძლება განვითარდეს ინტრაოპერაციული ჰემორაგიის, მუცლის კედლის ჰემორაგიის, ან უფრო იშვიათად, გარეთა სისხლდენის სახით.

სისხლდენის მიზეზები მოიცავს ქვედა ეპიგასტრიული არტერიის დაზიანებას პარაცენტეზის კათეტერით ჩხვლეტისთვის არასწორი ადგილის შერჩევის გამო; ჩხვლეტას რეკანალიზებული ჭიპის ვენების ან ინტრააბდომინური ვარიკოზის ადგილას, რაც ხშირად შეიძლება მოხდეს, თუ პუნქცია შუა ხაზზე კეთდება;[146][147] მეზენტერიული ვარიკოზების გაგლეჯას, რისი სავარაუდო მიზეზია ინტრაპერიტონეული წნევის უცაბედი შემცირება, რომელიც შეიძლება განვითარდეს დიდი მოცულობის პარაცენტეზის დროს (ეს უცაბედი წნევის კლება იწვევს გაზრდილ წნევის გრადიენტს მეზენტერიული ვარიკოზების კედლის გასწვრივ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში ჰემოპერიტონეუმი).[148] თუმცა, კვლევებმა აჩვენა, რომ ამ პროცედურასთან დაკავშირებული სისხლდენების სიხშირე დაბალია.[98][149][150][151]

მოკლევადიანი
დაბალი

პარაცენტეზის კათეტერით ნაწლავის კედლის გახვრეტა, შემდგომი პერიტონიტით ან მუცლის კედლის აბსცესით, ცნობილი გართულებაა. ულტრაბგერითმა კონტროლმა სითხის ჯიბეების აღმოსაჩენად, რომლებიც არ შეიცავს ნაწლავის მარყუჟებს, შეიძლება შეამციროს ამ გართულების ალბათობა. 242 დიაგნოსტიკური პარაცენტეზის ერთმა კვლევამ ნაწლავის კედლის პერფორაციის ერთი შემთხვევა აღმოაჩინა.[152]

მოკლევადიანი
დაბალი

პარაცენტეზის ჩხვლეტის ადგილას დაახლოებით 1%-5%-ში შეიძლება განვითარდეს მუდმივი ჟონვა.[77][151] ამის პრევენცია შესაძლებელია 3 გზით: უფრო მცირე კალიბრის პარაცენტეზის ნემსის გამოყენება, პარაცენტეზამდე არ გაკეთდეს ზედმეტად ფართო ან ზედმეტად ღრმა განაკვეთი ან ნემსის ჩადგმის 'Z-ტრაქტის' ტექნიკის გამოყენება. ამ ტექნიკით, ნემსი იდგმება და წინ მიიწევს მოკლე მანძილზე. ნემსის ჩადგმის მიმართულება შემდეგ იცვლება დაახლოებით 90°-დან 120°-მდე და შემდეგ ნემსი წინ მიიწევს მოკლე მანძილზე. საბოლოოდ, ნემსის მიმართულება ისევ იცვლება მისი საწყისი მიმართულებისკენ. ვიმედოვნებთ, რომ ნემსის მიერ შექმნილი Z-ფორმის გზა უფრო რთულს გახდის ასციტური სითხისთვის მუდმივი გზის ფორმირებას. მუდმივ ჟონვას შეიძლება ვუმკრნალოთ ქისისებრი ნაკერის დადებით, სანამ პაციენტი წევს დაზიანებული მხარით ზემოთ.[153] ასევე აღწერილია 2-ოქტილ ციანოაკრილატის დადებაც.[154]

ცვლადი
მაღალი

ერთ კვლევაში, რომელიც შეისწავლიდა SBP-ის 252 ეპიზოდს, ადგილი ჰქონდა თირკმლის უკმარისობის 83 (33%) ეპიზოდს.[144] ამ და სხვა კვლევებმა აჩვენა, რომ SBP-ის მქონე პაციენტებში თირკმლის დისფუნქცია წარმოადგენს სიკვდილობის ყველაზე ძლიერ დამოუკიდებელ წინასწარ განმსაზღვრელ ფაქტორს.[143]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას