პირველადი პრევენცია
აღმოჩნდა, რომ ასციტური ცილის დაბალი კონცენტრაცია (<15 გ/ლ [<1.5გ/დლ]) შეიძლება წარმოადგენდეს SBP-ის განვითარების რისკ ფაქტორს.[55] სისტემურმა კვლევებმა აჩვენა, რომ პაციენტების ამ პოპულაციაში პერორალური ანტიბიოტიკებით პროფილაქტიკა ამცირებს SBP-ის პირველი ეპიზოდის და სხვა ბაქტერიული ინფექციების რისკს და იწვევს სიკვდილობის შემცირებას.[55][56] მაშინ როცა, კვლევების უმეტესობა სრულდებოდა ნორფლოქსაცინის გამოყენებით, რომელიც შეწყდა ზოგიერთ ქვეყანაში (მათ შორის აშშ-ში), ციპროფლოქსაცინი და ტრიმეთოპრიმი /სულფამეთოქსაზოლით პროფილაქტიკამ ასევე აჩვენა ეფექტი.
[ ]
ანტიბიოტიკების პროფილაქტიკის პოტენციური სარგებელი უნდა იყოს დაბალანსებული გრძელვადიანი ანტიბიოტიკების რისკების გაზრდილი ალბათობასთან მიმართებით და გადაწყვეტილებები ინდივიდუალურად უნდა მიიღებოდეს პაციენტის მახასიათებლების, არსებული მტკიცებულებებისა და წამლების ხელმისაწვდომობის მიხედვით.[57][58][59] ეს უნდა მოიცავდეს ფტორქინოლონური ანტიბიოტიკების მძიმე, უნარშემზღუდავი და პოტენციურად შეუქცევადი გვერდითი ეფექტების რისკების გათვალისწინებას, როგორებიცაა ტენდონიტი, მყესების გაგლეჯა, ართრალგია, ნეიროპათიები და სხვა კუნთური ან ნერვული სისტემის ეფექტები.[60] გავრცელდა გაფრთხილებები აორტის გაშრევების, მნიშვნელოვანი ჰიპოგლიკემიის და ფსიქიური ჯანმრთელობის მხრივ უარყოფითი გვერდითი მოვლენების გაზრდილი რისკის შესახებ იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფტორქინოლონებს.[61][62]
ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში სპონტანური ბაქტერიული პერიტონიტის პრევენციის მიზნით ანტიბიოტიკებით პროფილაქტიკის სისტემური მიმოხილვით და ქსელის მეტა-ანალიზით (სადაც სხვადასხვა ანტიბიოტიკებით პროფილაქტიკა განიხილებოდა როგორც სხვადასხვა ჩარევა), ვერც პირდაპირი შედარებებით და ვერც ქსელის მეტა-ანალიზით, ვერ დადგინდა რაიმე სხვაობა სიკვდილობის ან სერიოზული არასასურველი მოვლენების თვალსაზრისით.[63] არ არსებობდა სხვაობის მტკიცებულება პირველად და მეორეულ პროფილაქტიკას შორის. ჯამში, მტკიცებულების ხარისხი იყო დაბალი ან ძალიან დაბალი.[63]
რიფაქსიმინი
რიფაქსიმინი, ცუდად აბსორბირებადი პერორალური ანტიბიოტიკი, ფართო სპექტრის მოქმედებით გრამ-დადებითი და გრამ-უარყოფითი ნაწლავური ბაქტერიების მიმართ, შეისწავლებოდა როგორც სპონტანური ბაქტერიული პერიტონიტის პირველადი პროფილაქტიკის საშუალება. მეტა-ანალიზში, რიფაქსიმინი, როგორც ჩანს, ამცირებს სპონტანური ბაქტერიული პერიტონიტის პირველი ეპიზოდის რისკს ციროზის მქონე ადამიანებში.[64][65][66][67] თუმცა, ღვიძლის დაავადებების კვლევის ამერიკული ასოციაცია ასკვნის, რომ მტკიცებულებები არასაკმარისია რიფაქსიმინის გამოყენების მხარდასაჭერად სპონტანური ბაქტერიული პერიტონიტის პირველადი პროფილაქტიკისთვის.[59]
ბეტა ბლოკერები
სპონტანური ბაქტერიული პერიტონიტის პროფილაქტიკისთვის არასელექტიური ბეტა-ბლოკატორების გამოყენების შესახებ მტკიცებულებები ურთიერთსაწინააღმდეგოა.[59] სამი რანდომიზებული კონტროლირებული კვლევის მეტა-ანალიზი (ერთი პირველადი პროფილაქტიკის, ორი მეორეული პროფილაქტიკის შემსწავლელი) გვიჩვენებს, რომ პროპრანოლოლი და ნადოლოლი უზრუნველყოფს სპონტანური ბაქტერიული პერიტონიტის ახალი ეპიზოდების პრევენციას ციროზის და ასციტის მქონე პაციენტებში.[68] კომპენსირებული ციროზის მქონე პაციენტებში შემდგომმა რანდომიზებულმა კონტროლირებულმა კვლევამ აჩვენა, რომ არასელექტიური ბეტა-ბლოკატორის გამოყენება დაკავშირებული იყო დეკომპენსირებული ციროზის ან სიკვდილის სიხშირის შემცირებასთან, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ადრეული ციროზის დროს მათი გამოყენება შეიძლება სასარგებლო იყოს.[69]
თუმცა, არასელექტიური ბეტა-ბლოკერის გამოყენების გაგრძელება ციროზის მქონე პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ სპონტანური ბაქტერიული პერიტონიტი, დაკავშირებული იყო გადარჩენადობის (ტრანსპლანტაციის გარეშე) შემცირებასთან, საავადმყოფოში ყოფნის ხანგრძლივობის გაზრდასთან და ჰეპატორენული სინდრომის და თირკმელების მწვავე დაზიანების გახშირებასთან.[70] სპონტანური ბაქტერიული პერიტონიტის განვითარების შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს არასელექტიური ბეტა-ბლოკატორების შეწყვეტა. საჭიროა შემდგომი რანდომიზებული კონტროლირებული კვლევები მკაფიო საბოლოო წერტილების გამოყენებით, რათა დადგინდეს ბეტა-ბლოკატორების სარგებელი რეფრაქტორული ასციტის მქონე პაციენტებში, ხოლო ღვიძლის დაავადებათა კვლევის ამერიკული ასოციაცია გვირჩევს სიფრთხილეს, თუ მათი გამოყენება განიხილება ჰიპოტენზიის, ჰიპონატრიემიის ან მწვავე პაციენტებისთვის ან თირკმლის დაზიანების დროს.[59]
კავშირი პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების მიღებასა და SBP-ის განვითარებას შორის.
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები (PPI) ხელს უწყობს ნაწლავურ კოლონიზაციას, ჭარბ ზრდას და პერიტონეუმში ტრანსლოკაციას, რამაც შეიძლება გაზარდოს SBP-ის განვითარების რისკი. ოთხი კლინიკურად მონათესავე კვლევების მეტა-ანალიზმა აჩვენა მნიშვნელოვანი კავშირი PPI-ის გამოყენებასა და SBP-ის განვითარებას შორის.[71] თუმცა, სხვა კვლევებში ვერ მოხერხდა PPI გამოყენებასა და SBP-ის შორის პოზიტიური კავშირის მონახვა.[72][73] ამ ურთიერთსაწინააღმდეგო მონაცემების ფონზე, სიფრთხილით უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება ციროზის მქონე პაციენტში PPI-ს დანიშვნის შესახებ.
მეორეული პრევენცია
პაციენტები, რომლებსაც გადატანილი აქვთ სპონტანური ბაქტერიული პერიტონიტის ეპიზოდი, იმყოფებიან რეციდივის მაღალი რისკის ქვეშ; ამ პაციენტებში უნდა დაიწყოს ხანგრძლივი ანტიბიოტიკოპროფილაქტიკა.[59] მკურნალობა უნდა გაგრძელდეს, ვიდრე არ ალაგდება ასციტი, პაციენტი არ გახდება კრიტიკულად ავად, ან არ განხორციელდება ღვიძლის ტრანსპლანტაცია.[47]
ანტიბიოტიკებით პროფილაქტიკამ ასევე აჩვენა ინფექციის სიხშირის (მათ შორის SBP-ის) და სიკვდილობის შემცირება ციროზის მქონე პაციენტებში, რომლებიც საავადმყოფოში გასტროინტესტინური სისხლდენით შემოვიდნენ.[155]
ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში სპონტანური ბაქტერიული პერიტონიტის პრევენციის მიზნით ანტიბიოტიკებით პროფილაქტიკის სისტემური მიმოხილვით და ქსელის მეტა-ანალიზით (სადაც სხვადასხვა ანტიბიოტიკებით პროფილაქტიკა განიხილებოდა როგორც სხვადასხვა ჩარევა), ვერც პირდაპირი შედარებებით და ვერც ქსელის მეტა-ანალიზით, ვერ დადგინდა რაიმე სხვაობა სიკვდილობის ან სერიოზული არასასურველი მოვლენების თვალსაზრისით.[63] არ არსებობდა სხვაობის მტკიცებულება პირველად და მეორეულ პროფილაქტიკას შორის. ჯამში, მტკიცებულების ხარისხი იყო დაბალი ან ძალიან დაბალი.[63]
ანტიბიოტიკის შერჩევისას გასათვალისწინებელია ლოკალური ბაქტერიული რეზისტენტობის კანონზომიერებები.
რიფაქსიმინი
SBP-ის პირველადი და მეორეული პროფილაქტიკისთვის რიფაქსიმინის გამოყენების შემსწვალელი კვლევების მეტა-ანალიზმა აჩვენა, რომ ეს პრეპარატი 74%-ით ამცირებს SBP-ის რისკს სისტემურ ანტიბიოტიკებთან შედარებით მეორეული პროფილაქტიკის დროს.[64]
ბეტა ბლოკერები
სპონტანური ბაქტერიული პერიტონიტის პროფილაქტიკისთვის არასელექტიური ბეტა-ბლოკატორების გამოყენების შესახებ მტკიცებულებები ურთიერთსაწინააღმდეგოა.[59] სამი რანდომიზებული კონტროლირებული კვლევის მეტა-ანალიზი (ერთი პირველადი პროფილაქტიკის, ორი მეორეული პროფილაქტიკის შემსწავლელი) გვიჩვენებს, რომ პროპრანოლოლი და ნადოლოლი უზრუნველყოფს სპონტანური ბაქტერიული პერიტონიტის ახალი ეპიზოდების პრევენციას ციროზის და ასციტის მქონე პაციენტებში.[68] კომპენსირებული ციროზის მქონე პაციენტებში შემდგომმა რანდომიზებულმა კონტროლირებულმა კვლევამ აჩვენა, რომ არასელექტიური ბეტა-ბლოკატორის გამოყენება დაკავშირებული იყო დეკომპენსირებული ციროზის ან სიკვდილის სიხშირის შემცირებასთან, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ადრეული ციროზის დროს მათი გამოყენება შეიძლება სასარგებლო იყოს.[69]
თუმცა, არასელექტიური ბეტა-ბლოკერის გამოყენების გაგრძელება ციროზის მქონე პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ სპონტანური ბაქტერიული პერიტონიტი, დაკავშირებული იყო გადარჩენადობის (ტრანსპლანტაციის გარეშე) შემცირებასთან, საავადმყოფოში ყოფნის ხანგრძლივობის გაზრდასთან და ჰეპატორენული სინდრომის და თირკმელების მწვავე დაზიანების გახშირებასთან.[70] სპონტანური ბაქტერიული პერიტონიტის განვითარების შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს არასელექტიური ბეტა-ბლოკატორების შეწყვეტა. საჭიროა შემდგომი რანდომიზებული კონტროლირებული კვლევები მკაფიო საბოლოო წერტილების გამოყენებით, რათა დადგინდეს ბეტა-ბლოკატორების სარგებელი რეფრაქტორული ასციტის მქონე პაციენტებში, ხოლო ღვიძლის დაავადებათა კვლევის ამერიკული ასოციაცია გვირჩევს სიფრთხილეს, თუ მათი გამოყენება განიხილება ჰიპოტენზიის, ჰიპონატრიემიის ან მწვავე პაციენტებისთვის ან თირკმლის დაზიანების დროს.[59]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას