პროგნოზი

დაფიქსირდა, რომ ერთი წლის განმავლობაში SBP-ის რეციდივის მაჩვენებელი 69%-ს შეადგენს.[141]რანდომიზებული კონტროლირებული კვლევებით, რომლებიც ადარებდნენ ანტიბიოტიკების კურსებს, დადგინდა, რომ ჰოსპიტალური სიკვდილობის მაჩვენებელი შეადგენდა 10%-დან 28%-ს.[46][113][129][126] ინფექციასთან დაკავშირებული სიკვდილობის სიხშირე იმდენად მცირე როგორც 0% , აღწერილ იქნა არაგართულებული SBP-ის მქონე პაციენტების მკურნალობის პერიოდში.[117][142] SBP-ის ეპიზოდის შემდეგ გადარჩენის მაჩვენებლებია 30%-დან 50%-მდე პირველ წელს და 25%-დან 30%-მდე მე-2 წელს. რადგან ღვიძლის გადანერგვისას გადარჩენის სიხშირე უფრო მაღალია ვიდრე ზემოხსენებული, პაციენტები შეფასებულ უნდა იქნან ტრანსპლანტაციისთვის.[1]

SBP-ის მქონე პაციენტებში პროგნოზული ფაქტორების შემსწავლელი კვლევების სისტემური განხილვისას, სიკვდილის ყველაზე მნიშვნელოვან დამოუკიდებელ წინასწარ განმსაზღვრელ ფაქტორად აღმოჩენილ იქნა თირკმლის დისფუნქცია. SBP-ის და თირკმლის დისფუნქციის მქონე ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში სიკვდილობის სიხშირემ შეადგინა 67%, განსხვავებით იმ 11%-გან, რომელსაც SBP და ნორმალური თირკმლის ფუნქცია ჰქონდა.[143]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას