ეპიდემიოლოგია

კვლევები გვიჩვენებს SBP-ის 12%-იან პრევალენტობას დეკომპენსირებული ციროზით ჰოსპიტალიზებულ ასციტიან პაციენტებში, 18%-იან პრევალენტობას ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიით და 10%-დან 14 %-იან პრევალენტობას მწვავე გასტროინტესტინური სისხლდენით ჰოსპიტალიზებულ პატიენტებში.[4][5][6][7] ასიმპტომურ პაციენტებს შორის, რომელთაც ამბულატორიულად უტარდებოდათ პარაცენტეზი, გავრცელება 2.5 %-ს შეადგენს.[8][9] არ არსებობს SBP-ის სქესისა და რასის მიხედვით გავრცელების შესახებ ინფორმაცია, გარდა იმისა, რაც უშუალოდ ასციტს უკავშირდება.

მიუხედავად იმისა, რომ SBP შეიძლება განვითარდეს ავთვისებიანი პროცესით, თირკმლის უკმარისობით ან გულის შეგუბებითი უკმარისობით განპირობებული ასციტის მქონე პაციენტებში, ის მაინც უფრო იშვიათია, ვიდრე ღვიძლის დაავადების ბოლო სტადიით გამოწვეული ასციტის მქონე პაციენტებში.

დაფიქსირებულია გრამ-დადებითი ინფექციებით გამოწვეული ინფექციების სიხშირის მომატება. კვლევების თანახმად, ეს ცვლილებები უკავშირდება ღვიძლის დაავადების ბოლო სტადიის მქონე პაციენტების გრძელვადიან ჰოსპიტალიზაციას და SBP-ის საწყის ეპიზოდში პროფილაქტიკური ანტიბიოტიკების გამოყენებას გრამ-უარყოფიფთი ბაქტერიების მიმართ უპირატესი მოქმედებით.[10][11] თუმცა, გრამ-უარყოფითი ბაქტერია რჩება SBP-ის ყველაზე ხშირ პათოგენად.

სხვადასხვა ქვეყნის კვლევები მიუთითებს იმაზე, რომ ასციტური სითხიდან გამოყოფილი SBP პათოგენები მზარდად რეზისტენტულია ანტიმიკრობული თერაპიის მიმართ. ცეფალოსპორინების და ფტორქინოლონების მიმართ რეზისტენტობის მაჩვენებლებმა შეიძლება 40%-ს მიაღწიოს; დაფიქსირებულია ფართო სპექტრის ბეტა-ლაქტამაზების (ESBL) მიმართ რეზისტენტული Escherichia coli-ის 30%-იანი გავრცელება.[12][13]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას