ეტიოლოგია

სპონტანური ბაქტერიული პერიტონიტის (SBP) ეტიოლოგიას წარმოადგენს ასციტური სითხის ინფექცია. SBP-ის ყველა შემთხვევათა 92% არის მონომიკრობული.[14] პოლიმიკრობული ინფექციის არსებობა მნიშვნელოვნად ზრდის მეორადი პერიტონიტის რისკს.

გრამ-უარყოფითი ბაქტერია რჩება SBP-ის ყველაზე ხშირ პათოგენად. თუმცა, გაზრდილია გრამ-დადებითი კოკების მიერ გამოწვეული ინფექციების სიხშირე. კვლევების თანახმად, ეს ცვლილებები უკავშირდება ღვიძლის დაავადების ბოლო სტადიის მქონე პაციენტების გრძელვადიან ჰოსპიტალიზაციას და SBP-ის საწყის ეპიზოდში პროფილაქტიკური ანტიბიოტიკების გამოყენებას. პროფილაქტიკური ანტიბიოტიკები, როგორც წესი, უკეთესად ფარავს გრამ-უარყოფით, ვიდრე გრამ-დადებით ორგანიზმებს.[10][11][15] აღწერილია კარბაპენემ-რეზისტენტული Klebsiella pneumoniae-ის შემთხვევა, რომელიც განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვეს, მისი მობილური გენეტიკური ელემენტებიდან გამომდინარე რეზისტენტობის ფართოდ გავრცელების საშიშროების გამო.[16]

ყველაზე ხშირი პათოგენებია:[17][18][19]

  • Escherichia coli (დაფიქსირდა შემთხვევათა 39 %- 61 %-ში)

  • Staphylococcus aureus (3%-12%)

  • Streptococcus pneumoniae (2 %-11 %)

  • Enterococcus faecalis (4%-17%)

  • Klebsiella pneumoniae (4%-20%)

  • Pseudomonas aeruginosa (3%-9%).

უფრო იშვიათი პათოგენებია:

  • Proteus სახეობები

  • Acinetobacter სახოებები

  • Citrobacter freundii

  • Bacteroides fragilis

  • Aeromonas hydrophila

  • მონოციტოგენური ლისტერია[20]

  • Vibrio vulnificus.

შემთხვევებში აღწერილი უფრო იშვიათი ორგანიზმებია:

  • Haemophilus influenzae, არატიპირებადი[21][22]

  • Haemophilus parainfluenzae[23]

  • Neisseria meningitidis-ის გამო[24]

  • Salmonella typhimurium[25]

  • Salmonella paratyphi A[26]

  • Leclercia adecarboxylata[27]

  • Leminorella grimontii[28]

  • Aerococcus urinae[29]

  • Gemella morbilorum[30]

  • Actinomyces species[31]

  • Streptococcus salivarius[32]

  • Ochrobactrum anthropi[33]

  • Arcanobacterium haemolyticum[34]

  • Cryptococcus neoformans (თვით აივ-ნეგატიურ პაციენტებშიც)[35][36]

  • Coccidioides immitis[37]

  • კანდიდას სახეობები[38]

  • Brucella სახეობები[39]

  • Enterococcus hirae[40]

  • Enterococcus gallinarum[41]

  • Enterococcus casseliflavus[41]

  • Bordetella bronchiseptica[42]

  • Plesiomonas shigelloides.[43]

Streptococcus viridans ჩვეულებრივ იზრდება პერიტონეალური სითხის კულტურებში კონტამინანტის სახით.[44] თუმცა, სხვა კვლევებში ის ასევე იქნა იდენტიფიცირებული როგორც პათოგენი.[45][46]

პათოფიზიოლოგია

მიიჩნევა, რომ სპონტანური ბაქტერიული პერიტონიტი (SBP) ვითარდება ძირითადად ბაქტერიის ჰემატოგენური გავრცელებით, ასციტურ სითხეში მისი შემდგომი კოლონიზაციით. ბაქტერიის წარმოშობის წყარო შეიძლება დაიყოს ნაწლავურად (უფრო ხშირი) და არანაწლავურად (უფრო იშვიათი).

ნაწლავური წარმოშობისას, ნაწლავური ფლორიდან ბაქტერიული ტრანსლოკაცია ხორციელდება მისი გადასვლით ჯორჯლის ლიმფურ კვანძებში და იქიდან სისხლის ნაკადში. ციროზის პათოფიზიოლოგია განაწყობს ამ კოლონიზაციისადმი და აქვეითებს შემდგომი ინფექციისადმი რეზისტენტობის უნარს. მიიჩნევა, რომ ბაქტერიული ტრანსლოკაცია მოიცავს მრავალ მექანიზმს, რომლებიც ნანახია შორს წასული ციროზის მქონე პაციენტებში:[47]

  • ღვიძლის რეტიკულოენდოთელური სისტემის დაქვეითება

  • ნაწლავური ბაქტერიების გადაჭარბებული ზრდა, სავარაუდოდ გამოწვეული ნაწლავის ჰიპოკინეზიით

  • პორტალური ჰიპერტენზიით განპირობებული ვენური სტაზი, რაც იწვევს ენტერული ბაქტერიის მიმართ ნაწლავის გამავლობის გაზრდას.

SBP ზოგჯერ გამოწვეულია იმ ორგანიზმებით, რომლებიც არ შეადგენს ნაწლავურ ფლორას. ასეთ შემთხვევებში ბაქტერიის წარმოშობის წყაროდ მიიჩნევა ნაწლავის გარეთა ინფექციები, ან პროცედურები, როგორიცაა:

  • რესპირატორული ინფექცია

  • საშარდე გზების ინფექცია

  • ინვაზიური პროცედურა (მაგ. ენდოსკოპიური სკლეროთერაპია საყლაპავის ვენების ვარიკოზის გამო, რომელიც ბაქტერიემიის 5%-30%-იან სიხშირეს უკავშირდება;[47][48][49] ცენტრალური ვენის კათეტერიზაცია, შარდის ბუშტის კათეტერიზაცია, პარაცენტეზი, საუღლე ვენიდან ღვიძლის შიდა პორტოსისტემური შუნტის მოთავსება).

ბაქტერიის ასციტურ სითხეში ჰემატოგენური გზით გავრცელების შემდეგ კომპლემენტმა სითხეში შეიძლება ინფექციისგან დაცვის ფუნქცია შეასრულოს. თუმცა, ციროზის მქონე ბევრ პაციენტს აქვს ასციტური ცილის დაბალი კონცენტრაცია, რაც თანაფარდობაშია შემცირებულ ოფსონინურ აქტივობასთან და მეტად განაწყობს ინფექციისადმი.[50]

კლასიფიკაცია

International Ascites Club[1]

  • სპონტანური ბაქტერიული პერიტონიტი (SBP)

    • განისაზღვრება როგორც ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა (ANC) >250 უჯრედი/მმ^3.

    • პათოგენის კულტივაციის სირთულის გამო, კრიტერიუმი არ მოითხოვს დადებით კულტურას, მიუხედავად ამისა, ზოგიერთ მონოგრაფიაში ავტორებს ეს გამოყენებული აქვთ როგორც SBP-ის დიაგნოსტირების ნაწილი.

  • კულტურა- უარყოფითი ნეიტროფილური ასციტი (CNNA)

    • განისაზღვრება ANC >250 უჯრედი/მმ^3-ით, კულტურის ზრდის გარეშე, მიიჩნევა SBP-ის ვარიანტად.

    • კვლევებმა აჩვენა მსგავსი სიკვდილობა მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში CNNA და SBP-ის მქონე პაციენტებში.[2][3]

  • ბაქტერიული ასციტი

    • პაციენტმა უნდა დააკმაყოფილოს ყველა შემდეგი კრიტერიუმი: ასციტური სითხის დადებითი კულტურა; ANC <250 უჯრედი/მმ^3; სისტემური ან ლოკალური ინფექციის ნიშნების გარეშე.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას