დიფერენციული დიაგნოზები
მეორეული პერიტონიტი
ნიშნები / სიმპტომები
ბევრად უფრო იშვიათად იწვევს ასციტური სითხის ინფიცირებას SBP-თან შედარებით. ეს დიაგნოზი გასათვალისწინებელია, როცა ანამნეზში არ აღინიშნება ღვიძლის დაავადება ან ავთვისებიანი მდგომარეობა.
როგორც წესი, დიდი მოცულობის შებერილობა არ არის ასციტისას, რომელიც გამოწვეულია ღვიძლის დაავადებით და ავთვისებიანობით და აქედან გამომდინარე ასოცირებულია SBP-თან.
მეორადმა პერიტონიტმა შეიძლება გამოიწვიოს მეტი რიგიდულობა.
კვლევები
ასციტური სითხის კულტურაზე პოლიმიკრობული ზრდა, რომელიც კონკრეტულად მიმანიშნებელია მეორად პერიტონიტზე, თუ წარმოდგენილია ანაერობული ან სოკოვანი ორგანიზმი.
ასციტურ სითხეს მეტი ალბათობით ახასიათებს მომატებული ცილა და ლაქტატ დეჰიდროგენაზა შემცირებული გლუკოზით.[99]
ასციტურ სითხეს მეტი ალბათობით ახასიათებს მომატებული კარცინოემბრიონული ანტიგენი და ალკალინ ფოსფატაზა.[106]
განმეორებითი პარაცენტეზის დროს შემცირებული ნეიტროფილების აბსოლუტური რიცხვის ნაკლები ალბათობაა.[107] მუცლის ღრუს კტ კეთდება მაღალი რისკის პაციენტებში დიაგნოზის დასადასტურებლად და მიზეზის დასადგენად.
ტუბერკულოზური პერიტონიტი
ნიშნები / სიმპტომები
შეიძლება იყოს ტუბერკულოზის ექსტრა-აბდომინალური ნიშნები (პლევრალური, პულმონური, ცნს, ძვლის, შარდ-სასქესო). აბდომინალური სიმპტომები შეიძლება ჩამოჰგავდეს SBP-ის სიმპტომებს.
კვლევები
ზუსტ ტესტს წარმოადგენს პერიტონეალური ბიოფსია გრანულომას კვლევით.
ასციტური სითხის მჟავა-მედეგი შეღებვა არ არის კარგი განმასხვავებელი, რადგან ის პერიტონეალური ტუბერკულოზის მქონე პაციენტების 92%-ში უარყოფითია.[108]
კტ კვლევამ შეიძლება აჩვენოს გადიდებული აბდომინალური ლიმფური კვანძები.
ადენოზინ დეამინაზას დონე >39 ერთეული/ლ მაღალი ალბათობით მიანიშნებს ტუბერკულოზურ პერიტონიტზე.[109]
ინტრაპერიტოენალური ჰემორაგია ასციტურ სითხეში
ნიშნები / სიმპტომები
შეიძლება წარმოდგენილი იყოს ჰემორაგიული შოკის ნიშნები. ჰემორაგიაზე შეიძლება მიგვანიშნოს უახლოეს წარსულში ჩატარებულმა დიდი მოცულობის პარაცენტეზის ისტორიამ. მუცლის ტკივილი და შებერვა შეიძლება იყოს SBP-ის მსგავსი.
კვლევები
პარაცენტეზის დროს ასციტურ სითხეში წარმოდგენილი დიდი რაოდენობის სისხლი, მით უფრო, თუ წინა პარაცენტეზის დროს სისხლი არ იყო, შეიძლება მიანიშნებდეს ინტრაპერიტონეალურ ჰემორაგიაზე.
პანკრეატული ასციტი
ნიშნები / სიმპტომები
შეიძლება არსებობდეს წარსულში პანკრეატიტის ანამნეზი. აბდომინალური სიმპტომები და ნიშნები შეიძლება ძნელად დიფერენცირებადი იყოს SBP-დან.
კვლევები
პერიტონეალური სითხის ნეიტროფილების აბსოლუტური რიცხვი, როგორც წესი, ნორმაშია.
ამილაზა, როგორც წესი, მომატებული (>1000 ერთეული/ლ), და ასციტური სითხის ამილაზასა და შრატში ამილაზას შორის შეფარდება დაახლოებით 6-ია.[110]
პანკრეასული ასციტის მქონე 8 პაციენტის შემთხვევათა სერიებში, ასციტური სითხის ამილაზას მაჩვენებლები მერყეობდა 280-დან 5730 ერთეული/ლ-მდე.[111]
შრატის ალბუმინ-ასციტის ალბუმინის გრადიენტი (SAAG) როგორც წესი <11 გ/ლ (1.1. გ/დლ), მაშინ როცა SBP-ს დროს (რომელიც როგორც წესი ჩნდება პორტული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში), SAAG არის >11 გ/ლ (1.1 გ/დლ).
კტ კვლევამ შეიძლება გამოავლინოს პანკრეასული ფსევდოკისტა.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას