განხილვები პაციენტთან

პაციენტებს უნდა განემარტოთ, რომ არ მიიღონ მონაწილეობა ნებისმიერი მძიმე აქტივობაში პარაცენტეზის შემდეგ 24 საათის განმავლობაში. მათ ასევე უნდა განემარტოთ, რომ დაუკავშირდნენ თავის ექიმს ან დაბრუნდნენ გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში, თუ პარაცენტეზის შემდეგ განვითარდება ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილთაგანი:

  • ინფექციის ნიშნები, როგორიცაა სიწითლე, შეშუპება, ან პუნქციის ადგილიდან ჩირქის გადმოსვლა.

  • მუცლის ტკივილის გაუარესება

  • ცხელება

  • ძლიერი ღებინება

  • სისხლდენა პუნქციის ადგილიდან, რომელიც არ ჩერდება 1 საათის განმავლობაში მასზე უშუალო დაწოლით

  • პუნქციის ადგილიდან უფრო მეტი ვიდრე სითხის მცირე რაოდენობის დრენირების გაგრძელება >24 საათის განმავლობაში.

SBP-ის ეპიზოდის შემდეგ საავადმყოფოდან გაწერისას პაციენტებს უნდა განემარტოთ, რომ მიიღონ თავისი მედიკამენტები (ყველაზე მნიშვნელოვანია ანტიბიოტიკები) დანიშნულებისამებრ. ისინი ასევე უნდა იქნან გაფრთხილებული, რომ დაუკავშირდნენ თავის ექიმს, ან მიაკითხონ გადაუდებელი მედიცინის განყოფილებას დაუყოვნებლივ, თუ განვითარდა რომელიმე ჩამოთვლილთაგან:

  • მუცლის ტკივილის გაუარესება

  • ცხელება

  • ძლიერი ღებინება

  • ახალი სისხლი განავალში ან სისხლი ღებინებისას.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას