დიფერენციული დიაგნოზები
2019 წლის კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (COVID-19)
ნიშნები / სიმპტომები
სიმპტომების გამოვლენამდე 14 დღით ადრე ცხოვრება/მოგზაურობა ქვეყანაში/რეგიონებში ან ტერიტორიაზე, სადაც ადგილი აქვს შიდა გავრცელებას, ან ახლო კონტაქტი COVID-19-ის დადასტურებულ ან სავარაუდო შემთხვევასთან.
ნიშნები და სიმპტომები მსგავსია, რის გამოც შეიძლება ძნელი იყოს კლინიკური მდგომარეობების დიფერენცირება.
კვლევები
უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია: დადებითია SARS-CoV-2 ვირუსულ რნმ-ზე.
გულმკერდის გამოსახულებითი კვლევით შეუძლებელია განვასხვავოთ COVID-19-ით გამოწვეული პნევმონია სხვა წარმოშობის პნევმონიისგან.
გულისმიერი ფილტვის შეშუპება
ნიშნები / სიმპტომები
გულის უკმარისობის ნიშნები მოიცავს დისპნეას, საუღლე ვენის დაბერვას, S3 გალოპის რითმს და შეშუპებას.
HAP-ის თანმხლები შეშუპება ან პლევრის გამონაჟონი ართულებს დიაგნოზს.
კვლევები
გულმკერდის რენტგენოგრამაზე შეიძლება გამოვლინდეს კარდიომეგალია, ზედა წილისკენ ჭარბი ვასკულარიზაცია, სითხე ნაპრალებში, პლევრული გამონაჟონი და დიფუზური ინტერსტიციული და ალვეოლური დაჩრდილვა.
ეკგ-მ შეიძლება, მოგვცეს მინიშნება მიზეზზე: მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი, იშემია ან პარკუჭის ჰიპერტროფია.
ექოკარდიოგრაფია შეიძლება იყოს დიაგნოსტიკური. B-ტიპის ნატრიურეტულმა პეპტიდმა (BNP) შეიძლება მოიმატოს.
მწვავე რესპირატორული დისტრესსინდრომი
ნიშნები / სიმპტომები
ინტუბაციამდე ხშირია დისპნოე და ტაქიპნოე. თუ მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი (ARDS) ინფექციის შედეგად განვითარდა, სახეზე იქნება ცხელება. უფრო მეტიც, ცხელება ფიბროპროლიფერაციული ARDS-ის ნიშანია.
კვლევები
FiO₂ და PaO₂ თანაფარდობის <200 მაჩვენებელი დიფუზური დაჩრდილვის ფონზე ადასტურებს ARDS-ს.
პაციენტებს ჩვეულებრივ უკეთდებათ ინტუბაცია და სედაცია და ამიტომაც დიაგნოსტიკის სტანდარტული მეთოდია ფილტვის გამჭვირვალობის დიფუზური დაქვეითების დადგენა გულმკერდის რენტგენოგრამაზე.
პლევრული გამონაჟონი
ნიშნები / სიმპტომები
ხველა შეიძლება იყოს მძიმე/ხშირი; შეიძლება, გამოხატული იყოს პლევრიტი.
კვლევები
კომპიუტერული კვლევა განასხვავებს სითხეს ატელექტაზური ფილტვისგან, ვინაიდან სითხე შემოსაზღვრულია პლევრის სითხეში და სურათზე ქმნის მკვეთრ ხაზს.
ფილტვის ემბოლია
ნიშნები / სიმპტომები
უფრო მწვავე დასაწყისი ჰაერის უკმარისობით, შესაძლო ჰიპოქსიით და ჰიპოკაპნიით.
კვლევები
სპირალური კტ სკანირება დადებითია, ახალი სკანერებით უფრო კარგად დგინდება პერიფერიული ემბოლია.
შეიძლება ჩატარდეს V/Q სკანირება, თუ პაციენტს არ შეუძლია მიიღოს კონტრასტი.
ატელექტაზი
ნიშნები / სიმპტომები
ჩვეულებრივ არ არის ჰიპოქსია ან ფებრილიტეტი, თუმცა შეიძლება, გამოხატული იყოს დაბალი ცხელება.
კვლევები
ლეიკოციტოზი და ნახველის წარმოქმნა შეიძლება იყოს ან არ იყოს გამოხატული.
გულმკერდის რენტგენოგრამაზე დაჩრდილვას აქვს უფრო მეტად ხაზოვანი, ვიდრე წილოვანი ხასიათი.
ფილტვისმიერი სისხლდენა
ნიშნები / სიმპტომები
ჰემოფთიზი მწვავე ჰემოდინამიკური არასტაბილურობით. სხვა არასპეციფიკური ფილტვისმიერი სიმპტომები მოიცავს ხველას, დისპნოეს და ტკივილს გულმკერდში.
შეიძლება იყოს გუდპასჩერის სინდრომის ანამნეზი.
კვლევები
გულმკერდის რენტგენოგრამაზე ჩანს პერილიჰარული და ბაზილარული ალვეოლური "სავსეობა". თუმცა ძნელია გარჩევა, ეს ფილტვის შეშუპებაა, თუ დიფუზური ინფექციური პროცესი. კომპიტუერული ტომოგრაფიით მოხდება დიფერენცირება ინფილტრაციასა და სითხეს შორის. პაციენტს შეიძლება ჰქონდეს ანემია.
ფილტვის კიბო
ნიშნები / სიმპტომები
მსგავსი სიმპტომები, მაგრამ განმასხვავებელი ფაქტორი ის არის, რომ სიმპტომები შეიძლება გამოხატული იყოს მრავალი კვირის განმავლობაში.
კვლევები
უფრო მეტი ალბათობაა, რომ კტ კვლევით გამოვლინდება სხვადასხვა მორფოლოგიის (კვანძოვანი) სიმსივნე სხვა ქსოვილების (ძვალი) შესაძლო მეტასტაზური დაზიანებით.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას