ეპიდემიოლოგია

საავადმყოფოში საშარდე გზების ინფექციის პრევენციის გაუმჯობესების გამო HAP და ვენტილატორ-ასოცირებული პნევმონია (VAP) ამჟამად ყველაზე ხშირი ნოზოკომიური ინფექციებია (შეადგენს საერთო რაოდენობის 22%-ს).[3]

ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში (ICU) განვითარებული HAP ჩვეულებრივ VAP-ია. ანგარიშების მიხედვით საავადმყოფოში შემოსული ყოველი 1000 პაციენტიდან 5-10-ს უვითარდება HAP. მექანიკური ინტუბაცია ასოცირებულია დაავადების უფრო მაღალ სიხშირესთან და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გამოწერილი ანტიბიოტიკების ნახევარი მოდის HAP-სა ან VAP-ზე.[4] HAP ზრდის საავადმყოფოში დაყოვნებას 7-11 დღით.[5][6] MRSA-ს რისკ-ფაქტორები მოიცავს ანტიბიოტიკებთან ექსპოზიციას ბოლო 90 დღის განმავლობაში, ჰოსპიტალიზაციას განყოფილებაში, სადაც Staphylococcus aureus-ის იზოლატების >20% არის MRSA ან ფიქსირდება სიკვდილობის მაღალი რისკი.[1] ვენტილატორ-ასოცირებული პნევმონიის საერთო სიკვდილობა შეიძლება აღწევდეს 20%-დან 50%-მდე, ხოლო ატრიბუტული სიკვდილობა შეფასებულია 13%-ად.[1] სიკვდილობის ზრდას იწვევს ბაქტერიემია, განსაკუთრებით თუ მისი გამომწვევია Acinetobacter ან ფსევდომონა.[7] სიკვდილობის გაზრდილი რისკი ასევე ასოცირებულია არაქირურგიულ დაავადებასთან და არაეფექტურ, ემპირიულ ანტიმიკრობულ მკურნალობასთან.[7] დამწვრობის მქონე 10%-დან 20%-მდე პაციენტს აღენიშნება ინჰალაციური დაზიანება, რაც განაპირობებს VAP-ისადმი წინასწარგანწყობას.[8]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას