პირველადი პრევენცია

პრევენცია შესაძლებელია ინფექციის კონტროლით, გარკვეული პროცედურების/ექსპოზიციის თავიდან აცილებითა და მართვის სპეციფიკური სტრატეგიებით.[25]

ინფექციის კონტროლი

  • ხელის ჰიგიენა პირველადი პრევენციის ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიაა, რაც უნდა უზრუნველყოს ჯანდაცვის მუშაკმა. ამით ის გამორიცხავს HAP-ის გამომწვევი მულტირეზისტენტული პათოგენების გავრცელებას, როგორიცაა Acinetobacter.[29][30][31]

  • რუტინულად უნდა შესრულდეს ინფექციის კონტროლის ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა პერსონალის განათლება და MDR პათოგენებით ჯვარედინი ინფიცირების შესამცირებლად პაციენტების იზოლაცია;[3]

  • ICU-ს ინფექციებზე ზედამხედველობით მიიღწევა რამდენიმე ამოცანა: ენდემური და ახალი მულტირეზისტენტული პათოგენების აღმოჩენა და აღრიცხვა, ინფექციის კონტროლისათვის მონაცემთა დროული მომზადება და HAP-ზე საეჭვო პაციენტებში სათანადო ანტიმიკრობული თერაპიის განსაზღვრა.[3]

  • ინფექციის პრევენციისა და კონტროლის გარეშე, სტაციონარში მოთავსებული პაციენტი შეიძლება დაავადდეს ინეფქციით და გაეწეროს სერიოზული დაავადებით ან სულაც გარდაიცვალოს გაწერამდე. პროცესი იწყება MDR ორგანიზმით კოლონიზაციით, რაც გრძელდება სტერილურ ქსოვილში (მაგ., ფილტვი, სისხლი) კოლონიზებული პათოგენის ინვაზიით და მთავრდება დაავადებით (მაგ., HAP, ბაქტერიემია) ან სიკვდილით.

თავიდან ასარიდებელი ექსპოზიციები

  • ანტიმიკრობული მედიკამენტები მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა იქნას გამოყენებული, რათა ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ანტიმიკრობული მედიკამენტებისადმი რეზისტენტობის განვითარება და პაციენტებში კოლონიზაცია თავიდან იქნას აცილებული.

  • არასაჭირო ინტუბაცია შეიძლება თავიდან ავიცილოთ არაინვაზიური დადებითი წნევით ვენტილაციის გამოყენებით, რომელიც წარმოადგენს ოქსიგენაციის და ვენტილაციის შუალედურ მეთოდს რესპირატორული დისტრესის (და არა სუნთქვის უკმარისობის) მქონე იმ პაციენტებისთვის, რომლებიც, სავარაუდოდ, არ საჭიროებენ დახმარებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.[25]​ მეტა-ანალიზით განხილულ იქნა 16 რანდომიზებული/ნაწილობრივ რანდომიზირებული კვლევა და გამოვლინდა გაუმჯობესებული შედეგები: ვენტილაციასთან ასოცირებული პნევმონიის (VAP) შემცირებული სიხშირე, უფრო დაბალი სიკვდილობა, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში უფრო ხანმოკლე დაყოვნება და ჰოსპიტალიზაციის პერიოდის შემცირება.[32] [ Cochrane Clinical Answers logo ] ​ ასევე დადასტურებულია, რომ დაგეგმილი ექსტუბაციის შემდეგ გადაუდებლად არაინვაზიური ვენტილაციის გამოყენება ამცირებს ხელახალი ინტუბაციის სიხშირეს.[33] თუ ნაჩვენებია, უსაფრთხო და შესრულებადია ცხვირის კანულით მაღალი დინების ნაზალური ოქსიგენაცია ინტუბაციის თავიდან აცილების, ინტუბაციის ხანგრძლივობის მინიმუმამდე დაყვანის და რეინტუბაციის პრევენციის ვარიანტად განიხილება. [25]​ ზოგიერთი, თუმცა არა ყველა, მეტა-ანალიზი ვარაუდობს, რომ არა-ინვაზიურ დადებითი წნევის ვენტილაციასთან შედარებით ცხვირის მაღალი დინების კანულამ შეიძლება შეამციროს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და ზოგადად ჰოსპიტალში დაყოვნების ხანგრძლივობა.[34][35]

  • ვენტილაციაზე მყოფი პაციენტების სედაცია მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი, სადაც ეს შესაძლებელია. ​[25]​ სედაციის შემცირების პოტენციური სტრატეგიები მოიცავს მედდის მიერ მართული მიზანმიმართული მსუბუქი სედაციის და სედაციის ყოველდღიური შეფერხებების (ანუ სპონტანური გამოღვიძების) პროტოკოლებს პაციენტებისთვის, ვისთანაც უკუჩვენება არ არის.[25]​ არასაჭირო სედაციის პრევენცია ხელს უშლის პაციენტების ინტუბირებას მხოლოდ "სასუნთქი გზების დასაცავად". ვლინდება, რომ სედაციის შეჩერება ამცირებს ინტუბაციის ხანგრძლივობას და ამით ამცირებს VAP-ს.[27] სედაციის შეწყვეტისას ("სედაციური დასვენების" მიდგომის გამოყენებისას) საჭიროა უფრო მეტი ICU თანამშრომელი, ასე რომ, ამ პრაქტიკის დანერგვამდე საჭიროა მეტი რესუსრის მობილიზება. CDC: National Healthcare Safety Network Opens in new window CDC: Healthcare Infection Control Practices Advisory Committee Opens in new window

სპეციფიკური მართვის სტრატეგიები

  • მიუხედავად იმისა, რომ ვენტილატორის მილების ყოველკვირეული გამოცვლა ზოგიერთ ცენტრში მოვლის სტანდარტად იქცა, არსებობს მონაცემები, რომ ვენტილაციის მილების რუტინული შეცვლა საჭირო არ არის.[36][37]​​ SHEA/IDSA/APIC (ამერიკის ჯანდაცვის ეპიდემიოლოგიის საზოგადოება/ინფექციური დაავადებების საზოგადოება/ინფექციების კონტროლისა და ეპიდემიოლოგიის პროფესიონალთა ასოციაცია) რეკომენდაციას იძლევა ვენტილაციის მილები მხოლოდ შესამჩნევად დაბინძურებული ან გაუმართავი ფუნქციონირებისას ან მწარმოებლის მითითებების შესაბამისად შეიცვალოს.[25]​ მანჟეტის წნევა და მოცულობა უნდა შენარჩუნდეს მინიმალურ ოკლუზიურ პარამეტრებზე, რათა თავიდან იქნას აცილებული კლინიკურად მნიშვნელოვანი ჰაერის გაჟონვა ენდოტრაქეალური მილის გარშემო, ჩვეულებრივ 20-25 სმ H₂O.[25]

  • პირის ღრუს მოვლა HAP-ის პრევენციის ყველაზე ხშირად შესწავლილი სტრატეგიაა, თუმცა სარწმუნო მონაცემები მწირია.[25]​ SHEA/IDSA/APIC (ამერიკის ჯანდაცვის ეპიდემიოლოგიის საზოგადოება/ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოება/ინფექციების კონტროლისა და ეპიდემიოლოგიის პროფესიონალების ასოციაცია) HAP-ის პრევენციისთვის რეკომენდაციას უწევს პირის ღრუს ყოველდღიურ მოვლას ქლორჰექსიდინის გარეშე.[25][26]​​ მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ქლორჰექსიდინის პირის ღრუს სარეცხი საშუალება ან გელი, როგორც პირის ღრუს ჰიგიენის მოვლის ნაწილი (OHC), სავარაუდოდ ამცირებს VAP-ის განვითარების სიხშირეს კრიტიკულად დაავადებულ პაციენტებში 26%-დან დაახლოებით 18%-მდე პლაცებოსთან ან ჩვეულებრივ მკურნალობასთან შედარებით. ქლორჰექსიდინი გავლენას ვერ ახდენს სიკვდილობაზე, მექანიკური ვენტილაციის ხანგრძლივობაზე ან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში დაყოვნების ხანგრძლივობაზე, თუმცა მტკიცებულების სარწმუნობა დაბალია. VAP-ის ინციდენტობის და ICU-ში დაყოვნების შემცირების თვალსაზრისით OHC ანტისეპტიკებით და კბილების გასუფთავებით ერთდროულად შეიძლება უფრო ეფექტური იყოს, ვიდრე OHC მხოლოდ ანტისეპტიკებით, თუმცა მტკიცებულების სარწმუნობა დაბალია.[26]

  • კრიტიკულად მძიმე პაციენტების ქლორჰექსიდინის გასუფთავება პრაქტიკაა ზოგიერთ ICU-ში. თუმცა, არ არის ნათელი, ამცირებს თუ არა ქლორჰექსიდინის აბაზანები ჰოსპიტალში შეძენილ ინფექციებს, სიკვდილობას ან ICU-ში დაყოვნებას, რადგან არსებული მტკიცებულებების სარწმუნობა ძალიან დაბალია.[38]

  • საწოლის თავის აწევა, თუ სამედიცინო უკუნაჩვენები არ არის, რეკომენდებულია ამერიკული გულმკერდის საზოგადოების, SHEA/IDSA/APIC-ის მიერ (ამერიკის ჯანდაცვის ეპიდემიოლოგიის საზოგადოება/ამერიკის ინფექციური დაავადებათა საზოგადოება/ინფექციების კონტროლისა და ეპიდემიოლოგიის პროფესიონალთა ასოციაცია) და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს და მხარს უჭერს ექსპერტების უმეტესობა, მიუხედავად იმისა რომ ამ პრაქტიკის მხარდასაჭერად მტკიცებულებების ხარისხი დაბალია.[24][25]​​​​​ გამოვლინდა, რომ ნახევრად წამომჯდარი 45° პოზიციის შემთხვევაში კლინიკურად დიაგნოსტირებული VAP-ის სიხშირე საგულისხმოდ დაბალია, 15°-დან 30°-მდე პოზიციასთან შედარებით.[39]

  • VAP-ის პრევენცია შესაძლებელია ენდოტრაქეული მილების დიზაინში ისეთი ცვლილებების შეტანით, რაც შეამცირებს ბაქტერიულ კოლონიზაციას და ბიოაპკის წარმოქმნას, ან ყიისქვედა სეკრეტის ამოქაჩვით, რომლის ასპირაციაც აუცილებლად მოხდებოდა სხვა შემთხვევაში.[40][41]​​​​​ კვლევებმა სპეციალიზებული ენდოტრაქეალური მილების გამოყენებით VAP-ის ადრეული გამოვლინების და სხვა გამოსავლების ინციდენტობის მნიშვნელოვანი შემცირება აჩვენა.​[40][41][42][43]​​​​​ პასიური დამატენიანებლები ან გათბობა-დატენიანების მარეგულირებლები, რომლებიც ვენტილაციის კოლონიზაციას ამცირებენ, თანმიმდევრულად VAP-ის სიხშირეს არ ამცირებენ.[44]

  • SHEA/IDSA/APIC (ამერიკის ჯანდაცვის ეპიდემიოლოგიის საზოგადოება/ინფექციური დაავადებების საზოგადოება/ინფექციების კონტროლისა და ეპიდემიოლოგიის პროფესიონალების ასოციაცია) რეკომენდაციას იძლევა განხილულ იქნას ოროფარინქსისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სელექციური დეკონტამინაცია, რათა ICU-ში მიკრობული ტვირთი და ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ორგანიზმების პრევალენტობა შემცირდეს.[25]​ ანტიმიკრობული დეკონტამინაცია არ არის რეკომენდირებული ქვეყნებში, რეგიონებში ან ICU-ებში, სადაც ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ორგანიზმების პრევალენტობა მაღალია.[25]

  • მრავალმა მეტა-ანალიზმა გამოავლინა შესაძლო კავშირი პრობიოტიკებსა და VAP-ის შემცირებულ მაჩვენებლებს შორის.[45][46][47]​​​ თუმცა, ეს ანალიზები მოიცავდა არაბრმა კვლევებს, სადაც სისტემური ცდომილების რისკი მაღალი იყო. მხოლოდ ორმაგად ბრმა კვლევების მეტა-ანალიზი პრობიოტიკებსა და VAP-ს შორის ასოციაციას არ აჩვენებს.[48]​​ არასაკმარისი ასოციაცია ასევე გამოვლინდა ფართო, მკაცრ, მულტიცენტრულ, რანდომიზებულ კვლევაში, რომელიც უახლესი მეტა-ანალიზის შემდეგ ჩატარდა.[49]

  • მექანიკურ ვენტილაციაზე მყოფ პაციენტებში ტრანსპილორული კვება (წვრილი ნაწლავის ზედა სეგმენტში) მნიშვნელოვნად ნაკლებ VAP-თან არის დაკავშირებული, ვიდრე გასტრალური კვება.[50]

აღნიშნული პრევენციული ღონისძიებები პრაქტიკული სახელმძღვანელოს სახით გაერთიანებულია ჯანდაცვის მუშაკებისთვის განკუთვნილ "რეკომენდაციების პაკეტში". თუმცა აღნიშნულ პაკეტს აკრიტიკებენ პერსონალური მოვლის რეკომენდაციების არარსებობის და ზოგიერთი პაციენტისათვის შესაძლო საზიანო ქმედების განხორციელების რისკის გამო. ნიდერლანდებში ჩატარებულ პროსპექტულ კვლევაში სეფსისის პრევენციის პროგრამაში ჩართული ინტენსიური თერაპიის 52 განყოფილების სიკვდილობის მაჩვენებელი შეადარეს 30 განყოფილების სიკვდილობის მაჩვენებელს, რომელიც არ იყო ჩართული აღნიშნულ პროგრამაში.[51] კვლევამ აჩვენა ჰოსპიტალში სიკვდილობის შემცირება (დაკორექტირებული შანსების თანაფარდობა = 0.992 [0.986-დან 0.997-მდე]), რაც სეფსისის პროგრამის მქონე ICU-ში 3.5 წლის მანძილზე სიკვდილობის აბსოლუტური მაჩვენებლის შემცირების 5.8%-ის ექვივალენტური იყო.

პნევმონიის პრევენციაში (ან მკურნალობაში) C ან D ვიტამინის დანამატების სახით გამოყენების ეფექტის შესახებ მტკიცებულება არასაკმარისია.[52][53]

მეორეული პრევენცია

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნაჩვენებია პაციენტებისათვის, რომლებიც იმყოფებიან დაწესებულებაში, სადაც ხდება ინფექციის აფეთქება ან იმ შემთხვევაში, თუ ისინი აკმაყოფილებენ ვაქცინაციის ადგილობრივ კრიტერიუმებს. გრიპს შესაძლოა მოჰყვეს ბაქტერიული პნევმონიით გართულება. ასე რომ, იმუნიზაცია მნიშვნელოვანია. ჯანდაცვის ყველა მუშაკს უნდა ჩაუტარდეს გრიპის საწინააღმდეგო აცრა, თუ არ არსებობს უკუჩვენება.[136]

პნევმოკოკების საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჰოსპიტალიზირებული პაციენტებისთვის სპეციფიურად ნაჩვენები არ არის, მაგრამ შეიძლება დაეხმაროს Streptococcus pneumoniae-ის ინფექციის პრევენციას თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტებთან. დეტალებისთვის ვაქცინაციის მიმდინარე განრიგის და პაციენტების სპეციალური პოპულაციების შესახებ, შეამოწმეთ იმუნიზაციის პრაქტიკის საკონსულტაციო კომიტეტის ვაქცინაციის უახლესი განრიგი. CDC: ACIP recommendations Opens in new window

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას