კვლევები

1-ად შესაკვეთი გამოკვლევები

გულმკერდის რენტგენი

ტესტი
შედეგი
ტესტი

უნდა ჩატარდეს HAP-ზე ნებისმიერი ეჭვის დროს. უკანა-წინა და გვერდითი პროექცია უმჯობესია, ვიდრე წინა-უკანა. თუ შესაძლებელია, უნდა მოხდეს წინა ფირთან შედარება.

რენტგენოგრამით ძნელია დიფერენცირება ალვეოლურ დაჩრდილვასა და სითხეს შორის.

კომპიუტერული ტომოგრაფია შეიძლება გამოყენებულ იქნას დაჩრდილვის სადიაგნოსტიკოდ და დადგინდეს ნაჩვენებია თუ არა პროცედურა.[Figure caption and citation for the preceding image starts]: HAP-ის მქონე პაციენტის პორტატიული რენტგენოგრაფია. ყურადღება მიაქციეთ, რომ მარცხენა დიაფრაგმის თაღი არამკაფიოა მარცხენა ქვედა წილის დაჩრდილვის გამო და გულის საზღვარი ასევე არამკაფიოა მარცხენა ზედა წილის და ენისებრი სეგმენტის დაჩრდილვის გამო.თანხმობა მიღებულია ლუისვილის უნივერსიტეტში, ლუისვილი, კენტუკი [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@48a4e814

შედეგი

დაჩრდილვა, დიაფრაგმის ან გულის საზღვრის წაშლა

ლეიკოციტების რაოდენობის განსაზღვრა ფორმულასთან ერთად

ტესტი
შედეგი
ტესტი

შეიძლება მომატებული იყოს ზოგადად ინფექციის დროს, მაგრამ როგორც წესი, არასპეციფიკურია. ბანდემია (სისხლის თეთრი მოუმწიფებელი უჯრედების ნორმიდან გადახრა) საგულისხმოა თუ მაჩვენებელი 4%-ზე მეტია, ხოლო ლეიკოპენია საგულისხმოა თუ მაჩვენებელი 4000 უჯრედი/მლ³-ზე ნაკლებია.

შედეგი

ლეიკოციტების რაოდენობის მომატება ან დაქვეითება ადგილობრივ ლაბორატორიულ ნორმასთან შედარებით და/ან ჩხირბირთვიანების %-ის მატება

პულსოქსიმეტრიით

ტესტი
შედეგი
ტესტი

პულსოქსიმეტრიით გაზომილი ჟანგბადის სატურაცია შეიძლება ბევრად (მცდარად) მაღალი იყოს, ვიდრე მისი მაჩვენებელი არტერიულ სისხლში აირების განსაზღვრისას.

შედეგი

დაბალი მაჩვენებელი; ზოგადად <88% - <92%, თუმცა გასათვალისწინებულია პაციენტის ფონური მდგომარეობა და დამატებით ჟანგბადის მიწოდება.

ქვედა სასუნთქი გზებიდან აღებული ნიმუშის კულტურა

ტესტი
შედეგი
ტესტი

დაცული ფუნჯით აღებული ნიმუში (მიღებული ბრონქოსკოპიით) მიჩნეულია ყველაზე ზუსტად, მას მოჰყვება ბრონქოალვეოლური ლავაჟი და ენდოტრაქეული მილიდან მიღებული ტრაქეული ასპირატი, თუმცა ამჟამად არაინვაზიური ნიმუშის (ენდოტრაქეული ასპირაცია) ნახევრადრაოდენობრივი კულტურალური კვლევა ჯობია ინვაზიური თუ არაინვაზიური ნიმუშის რაოდენობრივ კულტურალურ კვლევას.[1][58]

დადებითი კულტურა უნდა კორელირებდეს კლინიკურ ნიშნებთან, ვინაიდან კულტურა შეიძლება იყოს ცრუ დადებითი, ტრაქეის კოლონიზაციის გამო ან ცრუ უარყოფითი, ნიმუშის აღებამდე ჩატარებული ანტიმიკრობული მკურნალობის გამო.

რაოდენობრივი კულტურა გვაწვდის მეტ ინფორმაციას, ვიდრე ხარისხობრივი ნიმუშები და უნდა იყოს გამოყენებული, თუ ეს შესაძლებელია.

შედეგი

>10³ კოლონიის წარმომქმნელი ერთეული (cfu)/მლ ბრაშ მასალაზე; >104 cfu/მლ ბრონქოალვეოლარული ლავაჟისთვის (BAL); >106 cfu/მლ ენდოტრაქეალური ასპირატისთვის; 104 ან 105 cfu/მლ ვენტილაციასთან ასოცირებული პნევმონიის კლინიკურ კონტექსტში

გასათვალისწინებელი კვლევები

არტერიული სისხლის აირები (ABG)

ტესტი
შედეგი
ტესტი

თუ საეჭვოა HAP-ის არსებობა, არტერიულ სისხლში აირების განსაზღვრა მნიშვნელოვანია, რათა დავრწმუნდეთ, რომ პაციენტი არ არის ჰიპოქსიური.

კონკრეტული მაჩვენებლების მოწოდება ძნელია, ვინაიდან ABG ყველა მაჩვენებლები შეიძლება იყოს მაღალი ან დაბალი, რაც დამოკიდებულია დაავადებასა (როგორიცაა HAP) და პაციენტის კომპენსაციის ხარისხზე.

შედეგი

დაბალი pO₂; ABG მაჩვენებლის სხვა შესაძლო დარღვევები, როგორიცაა მეტაბოლური აციდოზის შესაბამისი მაჩვენებლები (მაგ. დაბალი pH, მაღალი pCO₂)

დიაგნოსტიკური თორაკოცენტეზი

ტესტი
შედეგი
ტესტი

თორაკოცენტეზი უნდა ჩატარდეს, თუ პლევრული სითხის რაოდენობა მინიმალურზე მეტია.[62]

პლევრული სითხის ანალიზის შემდეგი მიუთითებს, რომ აუცილებელია დრენირება: pH <7.20, გლუკოზის დონე <2.2 mmol/L (<40 mg/dL), და ან LDH level >1000 U/L.

შედეგი

დადებითი კულტურა ან გრამის წესით შეღებილი ნაცხი

გულმკერდის CT

ტესტი
შედეგი
ტესტი

კომპიუტერული ტომოგრაფია შეიძლება გამოყენებულ იქნას დაჩრდილვის სადიაგნოსტიკოდ და დადგინდეს ნაჩვენებია თუ არა პროცედურა.[Figure caption and citation for the preceding image starts]: პაციენტის კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელსაც აქვს HAP, გვიჩვენებს ორმხრივ ბაზილარულ დაჩრდილვას.თანხმობა მიღებულია ლუისვილის უნივერსიტეტში, ლუისვილი, კენტუკი [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@605110f6[Figure caption and citation for the preceding image starts]: პაციენტის კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელსაც აქვს მარცხენა ქვედა წილის ალვეოლური ინფილტრაცია (ლურჯი ისარი), ორმხრივი პლევრალური ექსუდატი (ყვითელი ისრის წვეტები) და მარჯვენა ბაზილარული ატელექტაზი; ყურადღება მიაქციეთ ხაზს, რომელიც მიჯნავს ნაცრისფრის ორ ტონს, რომელთაგან ერთი წარმოადგენს ინფილტრაციას და მეორე სითხეს.თანხმობა მიღებულია ლუისვილის უნივერსიტეტში, ლუისვილი, კენტუკი [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@fa6a[Figure caption and citation for the preceding image starts]: პაციენტის კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელსაც აქვს დიდი, მკვრივი ინფილტრაცია მარცხენა ქვედა წილში.თანხმობა მიღებულია ლუისვილის უნივერსიტეტში, ლუისვილი, კენტუკი [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@646ba638

შედეგი

შეიძლება ინახოს დაჩრდილვა ან დაზუსტდეს დასკვნა, თუ რენტგენოგრამა ცუდი ხარისხისაა

CRP

ტესტი
შედეგი
ტესტი

C-რეაქტიული ცილის (CRP) როლი 2016 წლის ამერიკის ინფექციური დაავადებების საზოგადოების და ამერიკის თორაკალური საზოგადოების (IDSA/ATS) HAP/VAP-ის გაიდლაინში მინიმუმამდეა დაყვანილი. რეკომენდებულია, რომ CRP გვეხმარება კლინიკური გამოკვლევის დროს ანტიმიკრობული თერაპიის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში.[63]

შედეგი

მომატებულია

ფილტვის ულტრაბგერითი გამოკვლევა

ტესტი
შედეგი
ტესტი

ულტრაბგერითი გამოკვლევა შეიძლება განხილულ იქნას, თუ გულმკერდის რენტგენოგრამა უხარისხოა ან პათოლოგიისათვის დამახასიათებელი ჩრდილი აღინიშნება.[55]

ექიმთა ამერიკული კოლეჯი რეკომენდაციას უწევს ულტრაბგერითი გამოკვლევას, თუ მწვავე დისპნოეს მქონე პაციენტებში არსებობს დიაგნოსტიკური გაურკვევლობა.[56]

შედეგი

შესაძლოა გამოვლინდეს კონსოლიდაცია

ახალი ტესტები

MRSA ცხვირის ნაცხი

ტესტი
შედეგი
ტესტი

ცხვირის ნაცხი სულ უფრო ხშირად გამოიყენება MRSA-ს სკრინინგისთვის ჰოსპიტალის პირობებში. HAP/VAP-ის კონტექსტში, MRSA ცხვირის ნაცხის სკრინინგი შეიძლება გამოყენებულ იქნას ემპირიული ანტი-MRSA თერაპიის დეესკალაციისთვის. 22 კვლევის ერთ მეტაანალიზში, რომელიც მოიცავდა 5163 მონაწილეს, MRSA ცხვირის ნაცხის სპეციფიურობა MRSA VAP-ისთვის იყო 94%; უარყოფითი პროგნოზირებადი მაჩვენებელი 95% იყო.[61]​ თუმცა, ამერიკის ინფექციური დაავადებების საზოგადოების გაიდლაინები არ შეიცავს რეკომენდაციას ცხვირის ნაცხის გამოყენების შესახებ MRSA-ს სკრინინგისთვის HAP/VAP-ის მქონე პაციენტებთან.[1]

შედეგი

შეიძლება უარყოფითი იყოს, თუ MRSA ინფექცია არ არის

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას