პროგნოზი

HAP-ის დროს ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილობა 30% -დან 70% -მდეა მაშინ, როდესაც ატრიბუტული სიკვდილობა დაახლოებით 10%-ია. HAP-ის მქონე ბევრი პაციენტი კვდება ძირითადი დაავადებით. გაზრდილი სიკვდილობა ვლინდება იმ პაციენტებში, რომლებთანაც HAP გამოწვეულია Pseudomonas aeruginosa ან Acinetobacter-ით , იღებდნენ ანტიმიკრობულ პრეპარატებს, რომლებიც არ მოქმედებენ აღნიშნულ პათოგენებზე და ჰქონდათ არაქირურგიული დაავადება.[7] ვენტილატორ-ასოცირებული პნევმონიის განვითარების ალბათობა მაღალია ადრეულ ეტაპზე; პაცინეტთა უმრავლესობასთან პნევმონია ვითარდება ინტუბაციიდან 10 დღეში.

მოგვიანებითი გამოსავალი

HAP-ის მქონე პაციენტებს, რომლებსაც როგორც წესი, აქვთ მრავალი თანმხლები დაავადება ან მძიმე ტრავმა, არცთუ იშვიათად ემართებათ სუნთქვის უკმარისობის გახანგრძლივება და, აქედან გამომდინარე, ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნას შეიძლება დასჭირდეს კვირები და თვეებიც კი. პაციენტები შეიძლება განიკურნონ HAP-ისგან და მაინც საჭიროებდნენ ვენტილაციას, ასე რომ, ვენტილაციის ხანგრძლივობა არ შეესაბამება HAP-ის ხანგრძლივობას. ანტიმიკრობული პრეპარატები შეიძლება შეწყდეს 7 დღის შემდეგ, თუ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და HAP არ არის გამოწვეული ფსევდომონათი ან Acinetobacter-ით .[99] ანტიმიკრობული პრეპარატების მოკლე კურსი, როგორიცაა 7 დღე, ახდენს ანტიმიკრობული რეზისტენტობის პრევენციას.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას