ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

რისკ-ფაქტორების არსებობა

მნიშვნელოვანი რისკფაქტორებია ინფექციის ცუდი კონტროლი და ინტუბაცია და მექანიკური ვენტილაცია; ენდოტრაქეალური წნევა <20 სმ H₂O.

ქოშინი

ლოკალური ნიშანი, რომლის დიფერენციული დიაგნოზი საკმაოდ ვრცელია, ასე, რომ მართალია HAP-ის უმრავლეს შემთხვევაში ეს სიმპტომი სახეზეა, სხვა საშიში დიაგნოზებიც (მაგ., ფილტვის არტერიის ემბოლია) უნდა იქნას განხილული.

პროდუქტიული ხველა

ლოკალური სიმპტომია, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს პაციენტის ბაზისური ხველის სტატუსთან. მაგ., ფქოდ-ის მქონე პაციენტებს ხშირად აქვს ბაზისური ხველა თეთრი ნახველის გამოყოფით.

HAP-ს ხშირად ახლავს ხველა სქელი ყვითელი ან მწვანე ნახველით.

ცხელება

ინფექციის შესაძლო სისტემატური ნიშანია, მაგრამ არასპეციფიკური HAP-ისთვის. ცხელებას HAP-ის მიმართ ახასიათებს დაბალი სპეციფიკურობა და მაღალი სენსიტიურობა. კრიტიკულად მძიმე პაციენტებში შეიძლება, გამოვლინდეს ჰიპოთერმია.

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

ტკივილ გულმკერდის არეში

ლოკალური სიმპტომია, რომელიც ვლინდება HAP-ის დროს, როდესაც პროცესში ჩართულია პლევრა. იგი ასევე ვითარდება მეორადი მუდმივი ხველისგან ნეკნთაშუა კუნთების გადაძაბვის შედეგად.

გულმკერდის არასიმეტრიული გაშლა

შეიძლება გამოვლინდეს პნევმონიის დროს დაზიანებული მხარის დაქვეითებული მოძრაობით. აღნიშნული ნიშანი ნაკლებად საიმედოა ორმხრივი პნევმონიის დროს.

დაქვეითებული პერკუტორული ხმა

ბგერითი ხმიანობა, რომელიც შეიგრძნობა პაციენტის გულმკერდის პალპაციისას, როდესაც ის ამბობს "99", შეიძლება ასევე დაქვეითებული იყოს პნევმონიის მხარეს. აღნიშნული ნიშანი ნაკლებად საიმედოა ორმხრივი პნევმონიის დროს.

ეგოფონია

ლოკალური ნიშანია, რომელიც ისმის ფილტვის დაზიანებული უბნის აუსკულტაციის დროს. აღინიშნება პაციენტის ხმის ცვლილება. როდესაც სთხოვთ მას გამოსცეს ხმა"იიი" და ისმის როგორც "ააა".

ჩურჩულით ბრონქოფონია

ლოკალური ნიშანია, რომელიც ვლინდება ფილტვის დაზიანებული უბნის აუსკულტაციის დროს, როდესაც ჩურჩული კარგად და ნათლად ისმის.

მშრალი და სველი ხიხინი

ლოკალური ნიშანია, რომელიც ისმის ფილტვის დაზიანებული უბნის აუსკულტაციის დროს.

ტაქიკარდია

შეიძლება იყოს ლოკალური ან სისტემური ნიშანი, რომელიც ხასიათდება HAP-ისადმი მაღალი სპეციფიკურობით და დაბალი სენსიტიურობით. ცხელებამ შეიძლება გამოიწვიოს ტაქიკარდია, მაგრამ თუ HAP-ის დროს სახეზეა პერიკარდიული გამონაჟონი, ტაქიკარდია შეიძლება გამოწვეული იყოს ამ ლოკალური მიზეზით.

ზოგადი სისუსტე/ანორექსია

ზოგადი სიმპტომები, რომლებიც ხშირია HAP-ის დროს, მაგრამ არა-სპეციფიკურია.

რისკფაქტორები

ძლიერი

ცუდი ინფექციის კონტროლი/ხელის ჰიგიენა

პათოგენები, რომლებიც იწვევენ HAP-ს, მაგალითად Acinetobacter baumannii, პაციენტებს გადაეცემა ჯანდაცვის მუშაკთა ხელებიდან.

ინტუბაცია და მექანიკური ვენტილაცია; ენდოტრაქეალური წნევა <20 სმ H₂O

ალვეოლაში ბაქტერიის მოხვედრის ყველაზე ხშირი გზაა ოროფარინგეული პათოგენების მიკროასპირაცია ან ბაქტერიების შემცველი სეკრეტის გაჟონვა ენდოტრაქეული მილის მანჟეტიდან;[15]

HAP-ის დროს პათოგენების წყაროებია სხვადასხვა მოწყობილობა (ენდოტრაქეული მილის დაინფიცირებული ბიოაპკი), გარემო (ჰაერი, წყალი, აღჭურვილობა), და მიკროორგანიზმების გადაცემა პაციენტიდან პაციენტზე ჯანდაცვის მუშაკების მეშვეობით;[18][19]

ინტუბირებულ პაციენტებში საავადმყოფოში ვენტილატორ-ასოცირებული პნევმონიით (VAP) დასნებოვნების სიხშირე შეადგენს 6-20-ს ყოველ 1000 პაციენტზე. ეს უფრო მეტია, ვიდრე HAP-ით საავადმყოფოში დასნებოვნებულთა სიხშირე, რაც შეადგენს 5-10-ს ყოველ 1000 პაციენტზე. პაციენტები ნაზოტრაქეული ინტუბაციით უფრო მარალი რისკის ქვეშ იმყოფებიან, ვიდრე ოროტრაქეული ინტუბაციით.

სუსტი

საწოლის ამაღლებული თავი (საწოლში მჯდომარე მდგომარეობა)

კვლევები, რომლებშიც გამოყენებულ იქნა რადიოაქტიული ნივთიერებით მონიშნული საკვები მექანიკურ ვენტილაციაზე მყოფ პაციენტებში, გვიჩვენებს რომ ზურგზე წოლა ხელს უწყობს ასპირაციას.[22] სხვა კვლევით დადგინდა, რომ ვენტილატორ-ასოცირებული პნევმონია მნიშვნელოვნად ნაკლები იყო პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ ნახევრადმწოლიარე პოზიცია, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც იწვნენ ზურგზე.[23] შესაბამისად, საწოლის თავის აწევა, თუ სამედიცინო თვალსაზრისით უკუნაჩვენები არ არის, რეკომენდებულია გულმკერდის ამერიკული საზოგადოების, SHEA/IDSA/APIC (ამერიკის ჯანდაცვის ეპიდემიოლოგიის საზოგადოება/ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოება/ინფექციების კონტროლისა და ეპიდემიოლოგიის პროფესიონალთა ასოციაცია), დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ და მას მხარს უჭერს ექსპერტების უმეტესობა, მიუხედავად იმისა, რომ ამ პრაქტიკის მხარდასაჭერად მტკიცებულებები დაბალი ხარისხისაა.[24][25]​ უკეთესი ხარისხის მტკიცებულებების მისაღებად ძალისხმევა გრძლედება.

პირის არასრულფასოვანი ჰიგიენა

პირის ღრუს მოვლა HAP-ის პრევენციის ყველაზე ხშირად შესწავლილი სტრატეგიაა, თუმცა სარწმუნო მონაცემები მწირია.[25]​ SHEA/IDSA/APIC (ამერიკის ჯანდაცვის ეპიდემიოლოგიის საზოგადოება/ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოება/ინფექციების კონტროლისა და ეპიდემიოლოგიის პროფესიონალების ასოციაცია) HAP-ის პრევენციისთვის რეკომენდაციას უწევს პირის ღრუს ყოველდღიურ მოვლას ქლორჰექსიდინის გარეშე.[25][26]​ მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ქლორჰექსიდინის პირის ღრუს სავლები ან გელი, როგორც პირის ღრუს ჰიგიენის ნაწილი (OHC), კრიტიკულად დაავადებულ პაციენტებთან 26%-დან დაახლოებით 18%-მდე ამცირებს ვენტილაციასთან ასოცირებული პნევმონიის (VAP) განვითარების ინციდენტობას პლაცებოსთან ან ჩვეულებრივ მოვლასთან შედარებით. ქლორჰექსიდინს გავლენა არ ჰქონია სიკვდილიანობაზე, მექანიკური ვენტილაციის ხანგრძლივობაზე ან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში (ICU) ყოფნის ხანგრძლივობაზე, თუმცა მტკიცებულება დაბალი სარწმუნობის იყო. VAP-ის ინციდენტობის და ICU-ში დაყოვნების შემცირების თვალსაზრისით OHC ანტისეპტიკებით და კბილების გასუფთავებით ერთდროულად შეიძლება უფრო ეფექტური იყოს, ვიდრე OHC მხოლოდ ანტისეპტიკებით, თუმცა მტკიცებულების სარწმუნობა დაბალია.[26]

სედაცია/სედაცია წყვეტის გარეშე

ვენტილაციაზე მყოფი პაციენტების სედაცია სადაც შესაძლებელია უნდა შემცირდეს.[25]​ სედაციის შემცირების პოტენციური სტრატეგიები მოიცავს მედდის მიერ მართული მიზანმიმართული მსუბუქი სედაციის და სედაციის ყოველდღიური შეფერხებების (ანუ სპონტანური გამოღვიძების) პროტოკოლებს პაციენტებისთვის, ვისთანაც უკუჩვენება არ არის.[25]​ დადასტურებულია, რომ სედაციის შეწყვეტა ამცირებს ინტუბაციის ხანგრძლივობას და, შესაბამისად, ამცირებს ვენტილაციასთან ასოცირებულ პნევმონიას.[27]​​ სედაციისგან დასვენება უფრო ინტენსიური თერაპიის პერსონალს საჭიროებს, ამიტომ პროტოკოლების პრაქტიკაში დანერგვამდე რესურსების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა საჭირო.

ინტუბაცია/რეინტუბაცია

ინტუბაცია და რეინტუბაცია ვენტილაციასთან ასოცირებული პნევმონიის რისკფაქტორებია.[25]​ ასოცირება უფრო ძლიერია დაუგეგმავი ექსტუბაციის შემთხვევაში დაგეგმილთან შედარებით, ან კარდიოქირურგიის შემდგომ პოსტოპერაციულ ფაზაში მყოფ პაციენტებთან.[28]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას