დიფერენციული დიაგნოზები
ასაკის მატება/ჰიპოდინამია
ნიშნები / სიმპტომები
ასაკის მატებას, ჰიპოდინამიას და/ან სიმსუქნეს შეიძლება თან ახლდეს ფიზიკური დატვირთვის მიმართ ამტანობის დაქვეითება ქოშინის და/ან დაღლილობის გამო, თუმცა სახეზე შეიძლება არც იყოს გულის უკმარისობის დიდი და მცირე დიაგნოსტიკური კრიტერიუმები.
კვლევები
დატვირთვის მიმართ დაბალი ამტანობის ზუსტი მიზეზის დადგენა შეიძლება რთული იყოს, ვინაიდან ერთსა და იმავე პაციენტს შეიძლება ერთდროულად რამდენიმე დარღვევა ჰქონდეს. ექოკარდიოგრაფია გულის უკმარისობის დროს გვიჩვენებს გულის უკმარისობის დამახასიათებელ ნიშნებს. თუმცა, ზუსტი დადგენა ზოგჯერ მხოლოდ აირის ცვლის ან სისხლის ჟანგბადით გაჯერების გაზომვით ან ინვაზიური ჰემოდინამიკური გაზომვებით არის შესაძლებელი ფიზიკური დატვირთვის დიფერენცირებულ დონეებზე (კარდიოპულმონარული ტესტი VO₂ max-ით).
ფქოდ/პნევმოსკლეროზი
ნიშნები / სიმპტომები
ქოშინი შეიძლება იყოს ეპიზოდური ხასიათის, გარემოს ფაქტორების ხელშეწყობით ან მათ გარეშე. მას, ჩვეულებრივ, თან ახლავს ხველა, მსტვინავი ხიხინი, ნახველი და მოწევის ან სამრეწველო გარემოს ზემოქმედების ანამნეზი.
კვლევები
ფილტვის ფუნქციური ტესტებით ვსვამთ ფილტვის ობსტრუქციული ან რესტრიქციული დაავადების საბოლოო დიაგნოზს. პლაზმის B-ტიპის ნატრიურეზული პეპტიდის დონე ფქოდ-ის დროს შეიძლება საშუალო იყოს (100-დან 400-მდე ნანოგრამი/ლ ან 100-დან 400-მდე პიკოგრამი/მლ).
პნევმონია
ნიშნები / სიმპტომები
პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს ცხელება, ხველა და უხვი ნახველი, შეხორცებების ადგილობრივი ნიშნებით (გაძლიერებული ხმის კანკალი და ბრონქული სუნთქვა).
კვლევები
გულმკერდის რენტგენოგრაფიით შეიძლება გაოვლინდეს შეხორცებითი პროცესები. სისხლის საერთო ანალიზში შესაძლოა იყოს: ლეიკოციტოზი, ხოლო სისხლის კულტურა შეიძლება დადებითი აღმოჩნდეს ეტიოლოგიურ ორგანიზმზე.
ფილტვის ემბოლია
ნიშნები / სიმპტომები
უეცრად განვითარებული ტკივილი გულმკერდის არეში, დისპნოე, ჰემოფტიზი, განსაკუთრებით მშობიარობის შემდეგ, მიუთითებს ფილტვის ემბოლიაზე.[112] დისპნოე გულმკერდის ტკივილით ან მის გარეშე შეიძლება გამოვლინდეს სხვა მდგომარეობების დროსაც, რომლებიც უკავშირდება ვენურ თრომბოზს და ფილტვის ემბოლიას (მაგ. კიბო, გახანგრძლივებული იმობილიზაცია, პოსტოპერაციული მდგომარეობა).
კვლევები
PE-ის შემთხვევაში ეკგ უმეტესად პათოლოგიურია და I განხრაში აჩვენებს ღრმა S კბილს, ხოლო III განხრაში - ღრმა Q კბილს და T კბილის ინვერსიას (S1-Q3-T3). სხვა ხშირი ნიშნები მოიცავს სინუსურ ტაქიკარდიას, ჰისის კონის მარჯვენა ფეხის სრულ ან არასრულ ბლოკადას და T კბილის ინვერსიას ქვედა (II, III, aVF) ან წინა განხრებში (V1 - V4).
D-დაიმერის ნორმალური დონე გვეხმარება პულმონური ემბოლიის(PE) გამორიცხვაში, მაგრამ მომატებული დონე სხვა მდგომარეობების დროსაც გვხვდება (მაგ. აორტის განშრევება და მრავალი ტიპის კარდიომიოპათია), იევე როგორც PE-ის დროს.
მშობიარობის შემდგომი კარდიომიოპათია (PPCM)
ნიშნები / სიმპტომები
პაციენტებს ყველაზე ხშირად აღენიშნებათ ქოშინი, თუმცა არის სხვა ხშირი ჩივილებიც, როგორიცაა ხველა, ღამის პაროქსიზმული ქოშინი, სისხლიანი ნახველი და დისკომფორტი გულმკერდის არეში, რაც ასევე წარმოადგენს ფილტვის ემბოლიის ხშირ სიმპტომებს.[112] PPCM დგინდება 4 კრიტერიუმის საფუძველზე: 1) გულის უკმარისობის განვითარება ორსულობის ბოლო ერთი თვის ან მშობიარობიდან 5 თვის მანძილზე; 2) გულის უკმარისობის იდენტიფიცირებადი მიზეზის არარსებობა; 3) ორსულობის ბოლო თვემდე გულის ცნობილი დაავადების არარსებობა; 4) ექოკარდიოგრაფიით მარცხენა პარკუჭის სისტოლური დისფუნქცია. PPCM-ის დიაგნოზზე შეიძლება რამდენიმე რისკფაქტორი მიუთითებდეს, მათ შორის ასაკი >30 წელზე, მრავალნაყოფიანობა, აფრიკული წარმომავლობა, პრეეკლამფსიის/ეკლამფსიის/მშობიარობის შემდგომი ჰიპერტენზიის ანამნეზი და კოკაინის მოხმარება.
კვლევები
მომატებული D-დიმერის (დამახასიათებელია ორსულობისთვის) და თრომბოემბოლიური მოვლენების დადებითი რისკფაქტორების არსებობის პირობებში, ექოკარდიოგრაფიით ვლინდება მარცხენა პარკუჭის სისტოლური დისფუნქცია, რაც PPCM-ის დიაგნოზზე მიუთითებს. ექოკარდიოგრაფიულად, როგორც წესი ვლინდება მარცხენა პარკუჭის გადიდებას და განდევნის ფრაქციის მნიშვნელოვან გლობალურ შემცირება. სხვა შესაძლო ნიშნები მოიცავს მარცხენა წინაგულის გადიდებას, მიტრალურ და ტრიკუსპიდულ რეგურგიტაციას და მცირე პერიკარდიულ გამონაჟონს.
ციროზი
ნიშნები / სიმპტომები
ჩვეულებრივ იწვევს სიყვითლეს, სისუტეს, გულისრევას, პერიფერიულ შეშუპებას, ასციტს, სისხლჩაქცევებს და გახანგრძლივებულ სისხლდენებს, გინეკომასტიას და სისხლიან პირღებინებას.
კვლევები
ღვიძლის ფუნქციური სინჯები ნორმის ფარგლებში არ არის. ულტრაბგერითი გამოკვლევით ან კტ სკანირებით შეიძლება გამოვლინდეს ასციტი და ღვიძლის პათოლოგია. ღვიძლის ბიოფსიით დგინდება დამახასიათებელი ციროზული ცვლილებები და, შესაძლოა, ციროზის ფონური მიზეზიც დადგინდეს.
ნეფროზული სინდრომი
ნიშნები / სიმპტომები
ტიპიურად იწვევს პერიფერიულ შეშუპებას, სისუსტეს, ქოშინს და მადის დაქვეითებას.
კვლევები
შარდის ანალიზით სახეზეა პროტეინურია, ხოლო შრატის ალბუმინი დაქვეითებულია. 24-საათიანი შარდის ანალიზით - პროტეინი >3,5 გ. მოგვიანებით სტადიებზე შეიძლება გამოვლინდეს შრატის შარდოვანასა და კრეატინინის კლირენსის დარღვევა. შეიძლება მომატებული იყოს შრატის ქოლესტერინი და ტრიგლიცერიდები. თირკმლის ულტრაბგერითი კვლევითა და ბიოფსიით შეიძლება გამოვლინდეს გამომწვევი მიზეზი.
პერიკარდიუმის დაავადება
ნიშნები / სიმპტომები
შეიძლება გამოვლინდეს ტკივილით გულმკერდის არეში, რომელიც ძლიერდება დაწოლის, ყლაპვის ან ხველების დროს; ტაქიკარდიით, ქოშინით, შეშუპებით, სისუსტითა და სუბფებრილური ცხელებით. მკერდის ძვლის მარცხენა კიდესთან ან გულის მწვერვალთან მოისმინება პერიკარდიუმის ხახუნის ხმიანობა.
კვლევები
ეკგ-ზე შეიძლება გამოჩნდეს ელექტრული ცვალებადობები ან ST სეგმენტის ელევაცია და T კბილის გასწორება ან ინვერსია. ექოკარდიოგრაფიით შეიძლება გამოვლინდეს პერიკარდიუმის ღრუში გამონაჟონი, ტამპონადა და პერიკარდიუმის ფიბროზი. კტ სკანირებით ან მრტ კვლევით კი - პერიკარდიუმის გასქელება. პერიკარდიუმის ბიოფსიით შეიძლება გამოოვლინდეს ფონური მიზეზი.
ვენური სტაზი
ნიშნები / სიმპტომები
შეშუპება აღინიშნება მხოლოდ ქვემო კიდურებზე და შეიძლება სახეზე იყოს ვარიკოზული ვენები. ფეხების ქვედა ნაწილში კანი შეიძლება იყოს გამუქებული, წყლულოვანი დაზიანებებით.
კვლევები
დოპლეროგარფიით ვარიკოზულ ვენებში შეიძლება გამოჩნდეს დისფუნქციური სარქველები.
ღრმა ვენების თრომბოზი
ნიშნები / სიმპტომები
ჩვეულებრივ იწვევს ერთი წვივის ტკივილს, შესიებას და მტკივნეულობას. წვივი ხდება წითელი და თბილი.
კვლევები
D-დაიმერის ტესტი შეიძლება იყოს დადებითი. ულტრაბგერითი სკანირებით ან კონტრასტული ვენოგრაფიით შეიძლება გამოვლინდეს თრომბოზის უბანი.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას