კრიტერიუმები
ნიუ-იორკის გულის ასოციაციის (NYHA) კლასიფიკაცია[113]
ეს კლასიფიკაცია ეფუძნება სიმპტომებს და, პირველ რიგში, გამოიყენება ფუნქციური შეზღუდვების აღსაწერად. გულის უკმარისობა კონკრეტულ პაციენტში შეიძლება პროგრესირებდეს ერთი კლასიდან შემდეგისაკენ, თუმცა შესაძლებელია უკუგანვითარებაც; მაგალითად, NYHA-ს IV კლასის სიმპტომების მქონე პაციენტი მხოლოდ დიურეტიკების ფონზე შეიძლება დაუბრუნდეს III ფუნქციურ კლასს.
I კლასი: მსუბუქი. შეუზღუდავი ფიზიკური აქტივობა. ჩვეულებრივი ფიზიკური დატვირთვა არ იწვევს დაღლილობას, გულის ფრიალს ან ქოშინს.
II კლასი: მსუბუქი. ფიზიკური აქტივობის უმნიშვნელო შეზღუდვა. ადამიანი თავს კომფორტულად გრძნობს მოსვენებულ მდგომარეობაში, მაგრამ ჩვეულებრივი ფიზიკური დატვირთვა იწვევს დაღლილობას, გულის ფრიალს და ქოშინს.
III კლასი: საშუალო. ფიზიკური აქტივობის გამოხატული შეზღუდვა. ადამიანი თავს კომფორტულად გრძნობს მოსვენებულ მდგომარეობაში, მაგრამ მცირე ფიზიკური დატვირთვა იწვევს დაღლილობას, გულის ფრიალს და ქოშინს.
IV კლასი: არ შეუძლია ფიზიკური აქტივობა დისკომფორტის გარეშე. გულის უკმარისობის სიმპტომები მოსვენებულ მდგომარეობაში. ნებისმიერი ფიზიკური აქტივობისას დისკომფორტი მატულობს.
გულის უკმარისობის უნივერსალური განმარტება და კლასიფიკაცია: HF სტადიები[1]
გულის უკმარისობის რისკის ქვეშ (A სტადია): მოიცავს პაციენტებს, რომლებსაც არ აქვთ ამჟამინდელი ან ადრეული სიმპტომები ან ნიშნები, გულის სტრუქტურული ცვლილებები, ან გულის დაავადების მომატებული ბიომარკერები, მაგრამ რომლებიც იმყოფებიან HF-ის რისკის ქვეშ.
პრე-HF(სტადია B): მოიცავს პაციენტებს, რომლებსაც არ აქვთ ამჟამინდელი ან წინა სიმპტომები ან ნიშნები, მაგრამ აქვთ გულის სტრუქტურული დაავადების, გულის პათოლოგიური ფუნქციის ან ნატრიურეზული პეპტიდის ან გულის ტროპონინის მატება.
HF (სტადია С): გულისხმობს პაციენტებს,რომლებსაც უკვე აქვთ გულის უკმარისობის სი მპტომები,ან HF წინა სიმპტომები და ნიშნები,რაც გამოწვეულია გულის ნსტრუქტურული ან ფუნქციური დარღვევებით.
განვითარებადი HFგანისაზღვრება,როგორც HF მძიმე სიმპტომების/ნიშნების არსებობა მოსვენებულ მდგომარეობაში, განმეორებითი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები, მიუხედავად იმისა,რომ იმყოფება მედიკამენტოზურ თერაპიაზე (GDMT), თუ ვითარდება რეფრაქტერობა ან აუტანლობა GDMT მიუხედავად მოწინავე მეთოდებით მკურნალობისა, განიხილება ტრანსპლანტაცია, მექანიკური სისხლის მიმოქცევის მხაედაჭერა ან პალიატიური მზრუნველობა.
ამერიკის გულის ასოციაცია; ამერიკის კარდიოლოგთა კოლეჯი; გულის რითმის საზოგადოება[7]
HF-ის რისკის ქვეშ (A სტადია): მოიცავს პაციენტებს, რომლებსაც არ აღენიშნებათ HF-ის მიმდინარე ან წინა სიმპტომები ან ნიშნები, გულის სტრუქტურული ან ფუნქციური ცვლილებები, ან არანორმალური ბიომარკერები, მაგრამ არიან HF-ის რისკის ქვეშ (მაგ. ჰიპერტენზია, გულ-სისხლძარღვთა დაავადება, სიმსუქნე. ოჯახური ისტორია ან კარდიომიოპათიის გენეტიკური ვარიანტი, კარდიოტოქსიური აგენტების ზემოქმედება).
PRE-HF( სტადიაB):მოიცავს პაციენტებს, რომლებსაც არ აქვთ ამჟამინდელი ან წინა სიმპტომები ან ნიშნები, მაგრამ აქვთ გულის სტრუქტურული დაავადების მტკიცებულება; გაზრდილი შევსების წნევა; ან რისკ ფაქტორები მომატებული ნატრიურეზული პეპტიდით ან გულის ტროპონინთან კონკურენტული დიაგნოზის არარსებობის შემთხვევაში
სიმპტომური HF (სტადია C): მოიცავს პაციენტებს ამჟამინდელი ან წინა სიმპტომებით და/ან ნიშნებით HF.
განვითარებული HF (სტადია D): მოიცავს პაციენტებს HF-ის გამოხატული სიმპტომებით, რომლებიც ხელს უშლის ყოველდღიურ ცხოვრებას და განმეორებით ჰოსპიტალიზაციას GDMT-ის ოპტიმიზაციის მცდელობის მიუხედავად.
გულის ქრონიკული უკმარისობის(CHF) სადიაგნოსტიკო ფრამინგჰემის კრიტერიუმები.[33]
გულის უკმარისობის კლინიკური დიაგნოზი გულის უკმარისობის დიაგნოზის კლინიკური კრიტერიუმები, HF-ის დიაგნოზის ფრამინგემის კრიტერიუმები შემუშავდა სისტოლური და დიასტოლური დისფუნქციის ექოკარდიოგრაფიული შეფასების ფართოდ დანერგვამდე. ფრამინგემის ქვემოთ ჩამოთვლილი კლინიკური კრიტერიუმები 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში განსაკუთრებით სასარგებლო იყო გულის უკმარისობის მქონე პაციენტების იდენტიფიცირებისთვის როგორც კლინიკურ პრაქტიკაში, ასევე ეპიდემიოლოგიურ კვლევებში. ვინაიდან მათი სპეციფიკურობა მათ მგრძნობელობას აღემატება, შესაძლებელია, რომ ამ კრიტერიუმებით გულის უკმარისობის მსუბუქი შემთხვევები "გაგვეპაროს" და ვერ აღმოვაჩინოთ. HF-ის უტყუარი დიაგნოზის დადგენისათვის საჭიროა 2 დიდი კრიტერიუმის, ან 1 დიდი და 2 მცირე კრიტერიუმის არსებობა.
ძირითადი კრიტერიუმები:
კისრის ვენების შებერილობა
ხიხინი
ფილტვების მწვავე შეშუპება
S3 ჭენების რითმი
ვენური წნევის მომატება 16 სმ-ზე მეტი წყლის სვეტის მიხედვით.
ცირკულაციის დრო 25 წამზე მეტი
ჰეპატოიუგულური რეფლუქსი
კარდიომეგალია
პაროქსიზმული ღამის ქოშინი ან ორთოპნოე.
მცირე კრიტერიუმები:
კოჭების შეშუპება
ხველა ღამის საათებში
ქოშინი ფიზიკურ დატვირთვაზე
ჰეპატომეგალია
პლევრული გამონაჟონი
მაქსიმალური სასიცოცხლო ტევადობის ერთ მესამედზე ნაკლები
ტაქიკარდია (გულისცემის სიხშირე > 120 დარტმა/წთ).
დიდი ან მცირე კრიტერიუმები:
მკურნალობის შედეგად 5 დღეში წონის 4,5 კგ-ზე მეტად კლება.
კარდიოლოგთა საზოგადოების გულის უკმარისობის ასოციაცია (HFA-ESC) 2018 წლის კრიტერიუმები გავრცელებული HF-ის განსაზღვრისთვის[8][114]
უკმარისობის დიაგნოზისთვის, ოპტიმალური სამედიცინო მკურნალობის მიუხედავად, უნდა იყოს წარმოდგენილი შემდეგი კრიტერიუმები:
HF-ის მძიმე და მუდმივი სიმპტომები (NYHA კლასი III ან IV)
გულის მძიმე დისფუნქცია, რომელიც განისაზღვრება მარცხენა პარკუჭის (LV) განდევნის ფრაქციით ≤30%, იზოლირებული მარჯვენა პარკუჭის უკმარისობა, არაოპერაციული მძიმე სარქვლოვანი ანომალიები, არაოპერაციული მძიმე თანდაყოლილი ანომალიები ან მუდმივად მაღალი (ან მზარდი) B ტიპის ნატრიურეზული პეპტიდი (B) ან N-ტერმინალური პრო-ტვინის ნატრიურეზული პეპტიდის (NT-pro-BNP) დონეები და მძიმე დიასტოლური დისფუნქცია ან LV სტრუქტურული დარღვევები (HF-ის ESC განმარტებების მიხედვით შენარჩუნებული განდევნის ფრაქციით [HFpEF] და HF მსუბუქად შემცირებული განდევნის ფრაქციით [HFmrEF] )
ფილტვის ან სისტემური შეგუბების ეპიზოდები, რომლებიც საჭიროებენ მაღალი დოზების ინტრავენურ დიურეზულებს, ან დაბალი გამომუშავების ეპიზოდები, რომლებიც საჭიროებენ ინოტროპებს ან ვაზოაქტიურ პრეპარატებს ან ავთვისებიანი არითმიები, რომლებიც იწვევენ >1 დაუგეგმავ ჰოსპიტალიზაციას ბოლო 12 თვის განმავლობაში
ფიზიკური დატვირთვის დროს მძიმე დარღვევები,ფიზიკური დატვირთვის შეუძლებლობა,6 წუთზე ნაკლები დროის განმავლობაში სიარულის შეუძლებლობა(<300 მ) ან pVO₂ <12 მლ/კგ/წუთში ან<50 % პროგნოზირებული მნიშვნელობა მიუთითებს კარდიალურ უკმარისობაზე.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას