სკრინინგი
უსიმპტომო პირისთვის ერთი სრკინინგ-ტესტი არ არსებობს. გულის უკმარისობა კლინიკური დიაგნოზია და შესაბამისად შეიძლება დაეფუძნოს მხოლოდ დაკვირვებულ ანამნეზსა და ფიზიკურ გამოკვლევას.
B-ტიპის ნატრიურეზული პეპტიდი (BNP) ბოლო დროს გამოიყენებოდა მოსახლეობაში, როგორც სკრინინგის ინსტრუმენტი გულის სტრუქტურული დაავადების იდენტიფიცირებისთვის. ერთ-ერთ კვლევაში BNP ტესტის მგრძნობელობა და სპეციფიკურობა გულის სტრუქტურული დაავადების იდენტიფიცირებისას, შეასაბამისად, 61% და 92% შეადგენს.[115] როდესაც სქესის სპეციფიკური ანალიზები ჩატარდა, მგრძნობელობა და სპეციფიკურობა მამაკაცებში იყო 61% და 91%, ხოლო ქალებში 50% და 95%. მიუხედავად იმისა, რომ BNP ტესტის ეფექტიანობა ამ რიცხვების საფუძველზე შეიძლება საერთო მოსახლეობაში არაოპტიმალურად მოგვეჩვენოს, იგი უკეთესია გულის დაავადების მაღალი სიხშირის ქვეჯგუფებში, როგორიცაა 65წ-ზე მაღალი ასაკის კოჰორტა, ან გულსისხლძარღვთა დაავადების ისეთი რისკ-ფაქტორების მქონე კოჰორტა, როგორიცაა მაგალითად ჰიპერტენზია ამ დიაბეტი. სხვა კვლევებში დადგინდა, რომ სისხლში თავის ტვინის N-ტერმინალური ნატრიურეზული პეპტიდის კონცენტრაცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ხანდაზმული ადამიანების სტრატიფიკაციაში მარცხენა პარკუჭის დისფუნქციის რისკის ჯგუფების მიხედვით. ნეიროჰორმონი საშუალო ვადაში HF სიკვდილისა და ჰოსპიტალიზაციის დამოუკიდებელი მარკერია.[116] ეს შედეგები იმაზე მიუთითებს, რომ გულის სტრუქტურული დაავადების სკრინინგის მიზნით BNP ტესტირება შეიძლება მხოლოდ მოსახლეობის იმ ნაწილში იყოს სარგებლიანი, რომელშიც გულის დაავადების გავრცელება მაღალია. ამერიკის კარდიოლოგთა კოლეგიის/ამერიკის გულის ასოციაციის/გულის უკმარისობის საზოგადოების გაიდლაინების რეკომენდაციით, გულის უკმარისობის რისკის მქონე პაციენტებისთვის (რომელიც დგინდება ჰიპერტენზიის, შაქრიანი დიაბეტის ან ცნობილი სისხლძარღვოვანი დაავადების არსებობით), მარცხენა პარკუჭის დისფუნქციის (სისტოლური ან დიასტოლური) ან ახლად განვითარებული გულის უკმარისობის პრევენციის მიზნით, შეიძლება სარგებლიანი იყოს სკრინინგი ნატრიურეზული პეპტიდის ბიომარკერით, რომელსაც მოჰყვება გუნდური თერაპია კარდიოლოგის მონაწილეობით, რაც ოპტიმიმალურს ხდის გაიდლაინების საფუძველზე ჩატარებულ მკურნალობას.[7]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას