მიდგომა

HF-ის უნივერსალური განმარტება, რომელიც შემოთავაზებულია 2021 წელს ამერიკის გულის უკმარისობის საზოგადოების, ევროპის კარდიოლოგიის საზოგადოების გულის უკმარისობის ასოციაციის და იაპონური გულის უკმარისობის საზოგადოების მიერ, აღწერს HF-ს, როგორც „კლინიკურ სინდრომს სიმპტომებით და/ან ნიშნებით გამოწვეული გულის სტრუქტურული და/ან ფუნქციური ანომალია და დადასტურებული ნატრიურეზული პეპტიდების მომატებული დონეებით და/ან ფილტვების ან სისტემური შეშუპების ობიექტური მტკიცებულებებით“.[1]​ძალიან მნიშვნელოვანია გულის სტრუქტურული და/ან ფუნქციური პათოლოგიის გამომწვევი მდგომარეობის იდენტიფიცირება, რადგან ზოგიერ მდგომარეობა, რომელიც იწვევს მარცხენა პარკუჭის დისფუნქციას, პოტენციურად განკურნებადი და/ან შექცევადია.[7]​მიზეზის იდენტიფიცირების მცდელობისას შეიძლება გამოვლინდეს თანმხლები მდგომარეობებიც, რომლებიც შეიძლება ხელს უწყობდეს სიმპტომების განვითარებას ან იწვევდეს მათ გამწვავებას. თუმცა, ამ სინდრომის მქონე ბევრ პაციენტში გულის უკმარისობის მიზეზის დადგენა შეუძლებელია, ხოლო სხვა შემთხვევებში ფონური მდგომარეობა შეიძლება მკურნალობას არ დაექვემდებაროს.

რიგი მაპროვოცირებელი ფაქტორები იწვევს გულის ფუნქციის დაქვეითებას, რასაც შესაძლოა მოჰყვეს გულის მწვავე უკმარისობის ეპიზოდი. მაპროვოცირებელი ფაქტორების იდენტიფიცირება და მკურნალობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს პაციენტის მართვაში. მაპროვოცირებელი ფაქტორებია მარილის ჭარბი მიღება, რეჟიმის დაუცველობა (მედიკამენტების და დიეტის თვალსაზრისით), მიოკარდიუმის ინფარქტი, ფილტვის ემბოლია, არაკონტროლირებული ჰიპერტენზია, გულის არითმიები, ინფექცია, ჰიპოთირეოზი, თირკმლის დისფუნქცია, ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარება.[8]

მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის (LVEF) შეფასების ახალი მეთოდი.[1]

  • 1. . გულის უკმარისობა HFშემცირებული განდევნის ფრაქციით (HFrEF): ნიშნები და სიმპტომები ვითარდება, როცა LVEF ≤40%.

  • HF მსუბუქად დაქვეითებული EF-ით (HFmrEF): HF LVEF-ით 41%-დან 49%-მდე.

  • HF შენარჩუნებული EF-ით (HFpEF): HF LVEF-ით ≥50%.

  • HF გაუმჯობესებული EF-ით (HFimpEF):ბაზისური LVEF ≤40%, მზარდი LVEF ≥10 პუნქტით საწყის LVEF შედარებით დაგანმეორებითი გაზომვის LVEF>40%.

პაციენტის ანამნეზი

HF ძირითადად ხანდაზმული ადამიანების მდგომარეობაა.[2][13]​​შესაძლო გამომწვევი ფაქტორების სირთულე და მრავალფეროვნება ნიშნავს, რომ პაციენტის ანამნეზის მრავალ ფაქტორს შეიძლება არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს. პაციენტი უნდა გამოიკითხოს ჰიპერტენზიის, შაქრიანი დიაბეტის, დისლიპიდემიის, თამბაქოს მოხმარების, კორონარული / სარქვლოვანი / პერიფერიული სისხლძარღვოვანი დაავადების, რევმატოიდული ცხელების, აუსკულთაციით გულზე შუილების ან გულის თანდაყოლილი დაავადების ანამნეზის, მიოპათიის პირადი ან ოჯახური ანამნეზის, შუასაყარის დასხივების და ძილის დროს ქოშინის ანამნეზის შესახებ. მედიკამენტეური ანამნეზი უნდა მოიცავდეს ნარკოტიკების წარსულში ან ამჟამად მოხმარებას, ალკოჰოლის, ეფედრას მოხმარებას, ასევე ანტინეოპლაზმური აგენტების მიღებას, როგორიცაა ანთრაციკლინები, ტრასტუზუმაბი ან მაღალი დოზის ციკლოფოსფამიდი, რადგან გულის უკმარისობა შეიძლება განვითარდეს წლების შემდეგ დოქსორუბიცინის ან ციკლოფოსფამიდის მიმღებიდან. ანამნეზის შეგროვების და ფიზიკალური შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს არაკარდიოლოგიურ დაავადებებს, როგორიცაა კოლაგენური სისხლძარღვოვანი დაავადებები, ბაქტერიული ან პარაზიტული ინფექციები, სიმსუქნე, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერ- ან ჰიპოფუნქცია, ამილოიდოზი და ფეოქრომოციტომა.

უნდა შეგროვდეს დეტალური ოჯახური ანამნეზი, არა მხოლოდ ათეროსკლეროზული დაავადების მიმართ ოჯახური წინასწარგანწყობის დასადგენად, არამედ ნათესავებში კარდიომიოპათიის, უეცარი სიკვდილის, გამტარი სისტემის დაავადების და ძვლოვანი მიოპათიის შემთხვევების იდენტიფიცირებისთვის.

დისპნოე ფიზიკური დატვირთვის ან დასვენების დროს არის მარცხენა მხარის გულის უკმარისობის ყველაზე გავრცელებული სიმპტომი. მზარდი უკმარისობით, პაციენტს შეიძლება განუვითარდეს ფეხის შეშუპება, წონის მომატება და მუცლის შებერილობა ასციტის გამო.[95]​​ ძირითადად გულის მარჯვენამხრივი უკმარისობის მქონე პაციენტებში შეიძლება აღენიშნებოდეთ დაღლილობა, ფეხის შეშუპება, წონის მომატება და იშვიათად მუცლის ტკივილი,ღვიძლში შეგუბების გამო. გვიან სტადიაზე შეიძლება ჰქონდეს მუცლის შებერილობა ასციტის გამო.

ფიზიკური გამოკვლევა

განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს გულის უკმარისობის კარდიალურ ნიშნებს და სიმპტომებს. მათი არსებობა (და ხარისხი) შეიძლება გულის უკმარისობის სიმძიმესა და თანმხლებ დაავადებებზე იყოს დამოკიდებული

ზოგადი გასინჯვით შეიძლება გამოვლინდეს ტაქიკარდია და ციანოზი. გულსისხლძარღვთა სისტემის მიზნობრივი შემოწმებით შეიძლება გამოვლინდეს მომატებული წნევა საუღლე ვენაში, შეშუპება კოჭ-წვივის სახსარში და გულის მწვერვალოს გადანაცვლება, რაც კარდიომეგალიაზე მიუთითებს. აუსკულტაციით ფილტვის ხიხინის ან კრეპიტაციის გარდა შეიძლება ისმინებოდეს S3 ჭენების რითმი, რომელსაც საპროგნოზო მნიშვნელობა აქვს.


გულის მესამე ხმა-გალოპის რიტმი
გულის მესამე ხმა-გალოპის რიტმი

აუსკულტაციური ხმები: გულის მესამე ხმა-გალოპი


შეიძლება გამოვლინდეს გულის უკმარისობის ფონური ეტიოლოგიის კლინიკური ნიშნები, როგორიცაა მაკროგლოსია და ნეიროპათია ინფილტრაციული კარდიომიოპათიის, ამილოიდოზის დროს; სიფერმკრთალე (ანემია); არარეგულარული პულსი (წინაგულოვანი ფიბრილაცია); სისტოლური შუილი აორტის სტენოზის დროს და შუა დიასტოლური შუილი მიტრალური სტენოზის დროს; ან თირეოტოქსიკოზის გამოხატული ნიშნები. დიალიზზე მყოფ პაციენტებში ზოგჯერ ვლინდება დიდი ზომის არტერიოვენური ფისტულა, როგორც მაპროვოცირებელი ფაქტორი. თუმცა, კლინიკური გამოვლინებების ეტიოლოგიური გზების დეტალური განხილვა ცდება ამ თემის მასშტაბს.

კვლევები

ყველა პაციენტისთვის პირველადი გამოკვლევები უნდა მოიცავდეს ეკგ-ს, გულმკერდის რენტგენს, ტრანსთორაკალურ ექოკარდიოგრაფიას დასისხლის საერთო და ბიოქიმიურ გამოკვლევებს, მათ შორის სისხლის საერთო ანალიზი,შარდის ანალიზი, შრატის ელექტროლიტების (კალციუმის და მაგნიუმის ჩათვლით), შრატის შარდოვანას და კრეატინინს, ღვიძლის ფუნქციურ სინჯებს,. B ტიპის ნატრიურეზული პეპტიდი/N-ტერმინალური ნატრიურეზული პეპტიდის დონეები, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია, სისხლში გლუკოზა და ლიპიდები..​[7][8]​ანემია და ლიმფოციტოზი გადარჩენის მცირე ალბათობის ძლიერი რისკ-ფაქტორები და პროგნოზული მარკერებია. ქოშინის მქონე პაციენტებში ნატრიურეზული პეპტიდის ბიომარკერის განსაზღვრა სასარგებლოა გულის უკმარისობის დიაგნოზის დასადასტურებლად ან გამოსარიცხად. თუმცა, პლაზმაში ნატრიურეზული პეპტიდების მომატებული დონე შეიძლება თან ახლდეს მრავალ კარდიოგენულ და არაკარდიოგენულ მდგომარეობას; შესაბამისად აუცილებელია საკითხის კლინიკური განსჯა.

სისხლში გლუკოზის და ლიპიდების შემცველობის დადგენა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯები სასარგებლოა ხშირი თანმხლები დაავადებების შესაფასებლად.

შემდგომი გამოკვლევები,რომლებიც გვეხმარება გულის უკმარისობის სიმძიმის და ფუნქციური სტატუსის შეფასებაში, (გულ-სისხლძარღვთა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია [MRI], სტრეს-ექოკარდიოგრაფია ერთჯერადი ფოტონის ემისიის კომპიუტერული ტომოგრაფია [SPECT] პოზიტრონის ემისიური ტომოგრაფია [PET])სტანდარტული ფიზიკური დატვირთვა. ტესტირება(ველოსიპედით ან ფიზიკური დატვირთვით), კორონარული ანგიოგრამა, გულის კომპიუტერული ტომოგრაფია ანგიოგრაფიით(CT) გულ-ფილტვის ვარჯიშის ტესტი VO2 max-ით, 6 წუთი ფეხითვარჯიშის ტესტი, მარცხენა და მარჯვენა გულის კათეტერიზაცია და ენდომიოკარდიუმის ბიოფსია. ტროპონინის განსაზღვრა სასარგებლოა გულის ქრონიკულ უკმარისობაში რისკის შემდგომი განსაზღვრისთვის, ვინაიდან ტროპონინის მომატებული დონე დაკავშირებულია მარცხენა პარკუჭის პროგრესირებად დისფუნქციასთან და გაზრდილ სიკვდილობასთან..​[96]​ხსნადი ST2 და გალექტინი-3 (მიოკარდიუმის ფიბროზის ბიომარკერები) პროგნოზირებს სიკვდილს და ჰოსპიტალიზაციას პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გულის უკმარისობა და მათი პროგნოზული მნიშვნელობით წარმოადგენს ნატრიურეზულ პეპტიდს.[97]

კლინიკური ანამნეზის საფუძველზე შეიძლება ასევე ჩატარდეს აივ სკრინინგი, შემოწმდეს რკინის დონე და ტრანსფერინის სატურაცია უზმოდ, ჰემოქრომატოზის სკრინინგისთვის. გულის მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა განსაკუთრებით სარგებლიანია მიოკარდიტის და ინფილტრაციული კარდიომიოპათიის კვლევისთვის. მრავალშრიანი კომპიუტერული ტომოგრაფია შეიძლება გამოიყენოთ მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის შესაფასებლად. აღმოჩნდა, რომ მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის შეფასების თვალსაზრისით, მრავალშრიან კომპიუტერულ ტომოგრაფიასა და მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიას შორის გაანსხვავება არ არის. ასევეა მრავალშრიან კომპიუტერულ ტომოგრაფიასა და ტრანსთორაკულ ექოკარდიოგრაფიას შორის.[98]

მრავალშრიანი კომპიუტერული ტომოგრაფია შეიძლება მეტად სარგებლიანი იყოს, ვინაიდან ერთდროულადაა შესაძლებელი განდევნის ფრაქციისა და კორონარული არტერიების დაავადების შეფასება.


ვენიპუნქტურა და ფლებოტომია - ანიმაციური დემონსტრაცია
ვენიპუნქტურა და ფლებოტომია - ანიმაციური დემონსტრაცია

როგორ ავიღოთ ვენური სისხლის ნიმუში ანტეკუბიტალური ფოსოდან ვაკუუმის ნემსის გამოყენებით.



როგორ ჩავატაროთ ეკგ-ს ანიმაციური დემონსტრირება
როგორ ჩავატაროთ ეკგ-ს ანიმაციური დემონსტრირება

როგორ ჩაიწეროს ეკგ. აჩვენებს გულმკერდის და კიდურების ელექტროდების განლაგებას.


ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას