Videos

როგორ ჩავატაროთ ეკგ-ს ანიმაციური დემონსტრირება

როგორ ჩაიწეროს ეკგ. აჩვენებს გულმკერდის და კიდურების ელექტროდების განლაგებას.

საჭირო ხელსაწყოები

  • ეკგ-ს დანადგარი

  • ელექტროდების მისაწებებლები

  • ეკგ განხრები

  • საწმენდი ხელსახოცები და საპარსი, საჭიროებისამებრ.

თუ ეს შესაძლებელია, ეკგ უნდა ჩაიწეროს კომფორტულ და წყნარ გარემოში, რათა პაციენტის შფოთვა, სტრესი და მოძრაობა მინიმალური იყოს და შედეგები არ შეიცვალოს.

უკუჩვენებები

ეკგ-ს ჩაწერას სპეციფიკური კლინიკური უკუჩვენებები არ აქვს. თუ პაციენტი აჟიტირებულია, აქვს კონფუზია, ტრემორი ან მოძრაობის პათოლოგია, ეკგ-ს ზუსტი ჩაწერა გართულდება, თუმცა შეუძლებელი არ არის.

როგორც ნებისმიერი პროცედურის შემთხვევაში, ეკგ-ს ჩატარება არ შეიძლება თუ პაციენტს შეუძლია თანხმობის გაცემა, მაგრამ უარს ამბობს პროცედურაზე.

ჩვენებები

  • ჯანმრთელობის რუტინული სკრინინგი/პრეოპერაციული შეფასება

  • ტკივილი გულმკერდის არეში/გულის იშემიური დაავადება

  • შუილი/გულის სარქვლოვანი დაავადება

  • გულის უკმარისობა

  • ჰიპოქსია/ჰიპერკაპნია

  • ქოშინი

  • გულის ფრიალი

  • სინკოპე/პრესინკოპე

  • მედიკამენტური ტოქსიკურობა/ზედოზირება

  • ელექტროლიტური ან მჟავა-ტუტოვანი გადახრები

  • ანემია

  • დაზიანება

  • სეფსისი

  • კომა.

გართულებები

იშვიათად, ელექტროდის მისაწებებელზე რეაქცია შეიძლება გამოვლინდეს სიწითლით და შესიებით მიმაგრების ადგილზე.

შემდგომი მოვლა

სწორად დააწერეთ ეკგ-ს პაციენტის სახელი, დაბადების თარიღი, მიმდინარე თარიღი და დრო. ეკგ-ს ინტერპრეტაციისთვის საჭიროა სპეციფიკური ტრენინგი და უნარები, რომელიც ამ დემონსტრაციაში არ არის განხილული.

მნიშვნელოვანია, რომ მცოდნე პროფესიონალმა მიმოიხილოს ეკგ; საჭიროებისამებრ მოიწვიეთ კარდიოლოგ-სპეციალისტი. ეკგ-ს ცვლილებების ამოცნობის დაყოვნება შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობის იყოს პაციენტისთვის, განსაკუთრებით მწვავე შემთხვევებში (მაგ. შესაძლო მიოკარდიუმის ინფარქტი).