დიფერენციული დიაგნოზები

ადაპტაციის დარღვევა დეპრესიული განწყობით

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ეს არის სუბსინდრომული დეპრესია ნათლად გამოხატული მაპროვოცირებელი მოვლენით. ეს, როგორც წესი, არ საჭიროებს მედიკამენტს და წყდება მწვავე სტრესის მოგვარებასთან ერთად.

კვლევები

DSM-5-TR.

ნივთიერება/წამალი ან სამედიცინო დაავადებასთან დაკავშირებული და სხვა დეპრესიული აშლილობები

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

დეპრესიული სიმპტომები, რომლებიც არ შეესაბამება სადიაგნოსტიკო კრიტერიუმებს დიდი დეპრესიული დარღვევისთვის ნივთიერების თანმდევი გამოყენების, მედიკამენტების გვერდითი ეფექტის ან სომატური სამედიცინო ავადმყოფობის გამო, ან სხვა კონკრეტული ან დაუზუსტებელი მიზეზების გამო.

კვლევები

სამედიცინო ანამნეზი და ფიზიკური, ქიმიური, ჰემატოლოგიური და სხვა ტესტები სომატური სამედიცინო ავადმყოფობის გამორიცხვის ან დიაგნოსტიკისთვის; რეცეპტურული მედიკამენტების მიმოხილვა და მონიტორინგი მედიკამენტების შესაძლო გვერდითი ეფექტისთვის; ტოქსიკოლოგიური სკრინინგი ნივთიერებების ბოროტად გამოყენების მტკიცებულებაზე.

ბიპოლარული დაავადება

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ამ მდგომარეობაში, დიდ დეპრესიულ აშლილობას თან ახლავს ან პერიოდულად თავს იჩენს მანიის, ჰიპომაიის ან შერეული ერთი ან მეტი ეპიზოდი.

კვლევები

ICD-11, DSM-5-TR.

პრემენსტრუალური დისფტორიული აშლილობა (PMDD)

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

PMDD-ს ახასიათებს დეპრესიული განწყობა, შფოთვა და გაღიზიანება ერთი კვირის გამავლობაში მესტრუაციამდე, რაც წყდება მესტრუაციასთა ერთად. PMDD-ს ასევე აქვს ტკივილის გამოხატული სიმპტომები.

კვლევები

ICD-11, DSM-5-TR.

მწუხარება/გლოვა

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

დეპრესიული სიმპტომებს შეიძლება გარდამავალი სახით ადგილი ჰქონდეს ნორმალური მწუხარების დროს. ნორმალური მწუხარების ხანგრძლივობა და გამოხატვა განსხვავდება სხვადასხვა რასობრივ/ეთნიკურ ჯგუფებში.[77]

სიმპტომები, რომლებიც უფრო შეესაბამება დეპრესიას, მოიცავს დანაშაულის არასათანადო გრძნობას საყვარელი ადამიანის სიკვდილის გარშემო ქმედებებთან დაკავშირებით, მუდმივ ფიქრებს სიკვდილზე (გადარჩენილი ადამიანის გრძნობები, რომ სჯობდა ის მომკვდარიყო ან მომკვდარიყო გარდაცვლილთან ერთად, მიიჩნევა მწუხარების ნორმალურ ნაწილად) ავადმყოფურ ფიქრებს უსარგებლობაზე, გამოხატულ ფსიქომოტორულ ჩამორჩენას, გახანგრძლივებულ და გამოხატულ ფუნქციურ გაუარესებას და ჰალუცინაციებს. გარდამავალი სახით გარდაცვლილი პირის ხმის გაგონება ან მისი დანახვა მიიჩნევა დანაკარგის ნორმალურ ფარგლებში.

DSM-5-TR-ის მიხედვით, თუ პაციენტს აქვს დიდი დეპრესიული აშლილობის სრული სინდრომი, ბოლოდროინდელი დაკარგვის ან წუხილი არ გამორიცხავს დიაგნოზს ან გამორიცხავს ანტიდეპრესანტული მკურნალობის სარგებელს. თუმცა, ფსიქოთერაპიული მიდგომა, რომელიც ფოკუსირებულია დანაკარგთან გამკლავებაზე, სავარაუდოდ უფრო წარმატებული იქნება, ვიდრე სტანდარტული ფსიქოთერაპიული მიდგომები დეპრესიის სამკურნალოდ.[78]

კვლევები

ICD-11, DSM-5-TR.

დემენცია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

დემენცია ხასიათდება კოგნიტიური (მეხსიერების) ცვლილებებით, ფსიქიატრიული სიმპტომებით, პიროვნების ცვლილებებით, პრობლემური ქცევით და ყოველდღიური ფუნქციონირების ცვლილებებით.

კვლევები

თუ დიაგნოზი გაურკვეველია, უნდა ჩატარდეს მინი ფსიქიკური მდგომარეობის გამოკვლევა ან ნეიროფსიქიატრიული ტესტირება.[79]

ფოკუსირებული ლაბორატორიული ტესტირება (ანუ, თიროიდმასტიმულირებელი ჰორმონის დონე, B12 ვიტამინის დონე) მხედველობაში უნდა იქნას მიღებული დემენციის შექცევადი მიზეზებისთვის.

შფოთვითი აშლილობები

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

შფოთვით აშლილობებს ხშირად აქვს ადგილი დეპრესიასთან ერთად. გენერალიზებულ შფოთვით აშლილობას (GAD) ახასიათებს ჭარბი შეშფოთება, კუნთების დაძაბვა, დაღლილობა, ავტონომური ჰიპერაქტიურობა, და მომატებული სიფხიზლე; შფოთვითი დეპრესიის მქონე პაციენტებს შეიძლება აღმოაჩნდეთ GAD.[80] ასევე მხედველობაში უნდა იქნას მიღებული სპეციფიკური შფოთვითი დარღვევები (ანუ, პანიკური დარღვევები, სოციალური ფობია, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, PTSD).

კვლევები

ICD-11, DSM-5-TR.

ალკოჰოლის არასწორი მოხმარებით გამოწვეული დარღვევები

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

პაციენტები ხშირად შეიძლება უჩიოდნენ უძილობას, კოშმარებს, ცუდ მეხსიერებას და ნერვიულობას.

კვლევები

სკრინინგის სხვადასხვა ინსტრუმენტები ფართო მასშტაბით გამოიყენება, მათ შორისაა CAGE კითხვარი და ალკოჰოლის მოხმარების დარღვევების გამოვლენის ტესტი (AUDIT).[81]

ნერვული ანორექსია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

კვების დარღვევები, როგორიცაა ნერვული ანორექსია უფრო ხშირია ქალებში და ხასიათდება სხეულის წონის, ზომის ან ფორმის აღქმის დარღვევით და ჯანსაღი წონის შენარჩუნების უარყოფით.

კვლევები

ICD-11, DSM-5-TR.

ჰიპოთირეოზი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ასოცირებული ნიშნები და სიმპტომები მოიცავს წონის მომატებას, შეკრულობას და დაღლილობას.

კვლევები

შრატში თიროიდმასტიმულირებელი ჰორმონის დონის მომატება მიუთითებს ჰიპოთირეოზზე.

მედიკამენტების არასასურველი ეფექტები

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

პაციენტებს უნდა ჰკითხონ გლუკოკორტიკოიდების, ინტერფერონის, ლევოდოპას, პროპრანოლოლის და ორალური კონტრაცეპტივების გამოყენების შესახებ. კვლევების შედეგები, რომლებიც ამოწმებენ, ზრდის თუ არა იზოტრეტინოინი დეპრესიის და/ან სუიციდური აზრების სიხშირეს, არათანმიმდევრულია; დეპრესიის ნიშნები და სიმპტომები უნდა იყოს მონიტორინგი იზოტრეტინოინით მკურნალობის დროს და მის შემდეგ.[82]

კვლევები

ეს ეფექტები შეიძლება დროებით იყოს დაკავშირებული მედიკამენტების დაწყებასთან.

კუშინგის დაავადება

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ეს დაავადება უკავშირდება პროგრესულ სიმსუქნეს, დერმატოლოგიურ გამოვლინებებს, თირკმელზედა ჯირკვლის ანდროგენის სიჭარბის ნიშნებს და პროქსიმალური კუნთების განლევას.

კვლევები

შარდის თავისუფალი კორტიზოლის 24 საათიანი დონის მომატება.

B12 ვიტამინის დეფიციტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ეს დეფიციტი დაკავშირებულია მაკროციტურ ანემიასთან, პარესთეზიასთან, დაბუჟებასთან და მეხსიერების გაუარესებასთან.

კვლევები

შრატი B12 ვიტამინის დონის შემცირება.

ძილის ობსტრუქციული აპნოეს სინდრომი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

დეპრესიული სიმპტომებია OSA-ს ხშირი შედეგია და შეიძლება ალაგდეს OSA-ზე მიმართული მკურნალობის შედეგად.[83]

კვლევები

ძილის შესწავლა.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას