კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
კლინიკური დიაგნოზი
ტესტი
დიდი დეპრესია: ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ≥5 გამოვლინდა იმავე ორკვირიან პერიოდში და წარმოადგენს ცვლილებას წინა ფუნქციონირებასთან შედარებით. სულ მცირე ერთი სიმპტომია ან დეპრესიული განწყობა ან ინტერესის ან სიამოვნების დაკარგვა: დეპრესიული განწყობა დღის უმეტეს ნაწილს, თითქმის ყოველდღე, როგორც ამას თავად აცხადებენ ან ამჩნევენ სხვები.მკვეთრად შემცირებული ინტერესი ან სიამოვნება ყველა ან თითქმის ყველა აქტივობის მიმართ დღის უმეტესი ნაწილი, თითქმის ყოველდღე;წონის მნიშვნელოვანი დაკლება დიეტის, წონის მომატების ან მადის დაქვეითების ან მომატების გარეშე თითქმის ყოველდღე; უძილობა ან გაზრდილი ძილიანობა თითქმის ყოველდღე; ფსიქომოტორული აგზნება ან ჩამორჩენა თითქმის ყოველდღე;დაღლილობა ან ენერგიის დაკარგვა თითქმის ყოველდღე; უღირსობის ან გადაჭარბებული ან შეუსაბამო დანაშაულის გრძნობა თითქმის ყოველდღე; აზროვნების ან კონცენტრირების უნარის დაქვეითება, ან გაურკვევლობა თითქმის ყოველდღე;სიკვდილის შესახებ განმეორებადი აზრები, განმეორებადი სუიციდური აზრები კონკრეტული გეგმის გარეშე, თვითმკვლელობის კონკრეტული გეგმა ან თვითმკვლელობის მცდელობა.[1]
გარდა ამისა, ეს სიმპტომები: იწვევს ფუნქციურ გაუარესებას (მაგ., სოციალური, ოკუპაციური); არ არის დაკავშირებული პრეპარატების ბოროტად გამოყენებასთან, მედიკამენტების გვერდით ეფექტებთან ან სხვა სამედიცინო მდგომარეობასთან; არ არის დაკავშირებული მწუხარების რეაქციასთან.
ქალებს, რომლებსაც აქვთ განწყობის კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები სხვა დეპრესიულ სიმპტომებთან ერთად, რომლებიც მენსტრუალურ ციკლს უკავშირდება, შეიძლება დაუდგინდეთ პრედმენსტრუალური დისფორიის დიაგნოზი. პაციენტებს, რომლებსაც აქვთ დეპრესიული სიმპტომები, რომლებიც მიეკუთვნება სხვა მიზეზებს, როგორიცაა ფსიქოაქტიური მედიკამენტები, მედიკამენტების გვერდითი ეფექტები ან სამედიცინო დაავადება, შეიძლება დაესვას სპეციფიკური ნივთიერებით გამოწვეული ან მედიკამენტებით გამოწვეული დეპრესიული სიმპტომები ან დეპრესია, შესაბამისი სომატური სამედიცინო მდგომარეობის გამო. წინააღმდეგ შემთხვევაში, კლინიკურად მნიშვნელოვანი დეპრესია, რომელშიც სიმპტომები არ აკმაყოფილებს სრულ DSM-5-TR კრიტერიუმებს რაოდენობის, ხანგრძლივობის ან სიმძიმის შესახებ, შეიძლება დიაგნოზირდეს როგორც „სხვა განსაზღვრული დეპრესიული აშლილობა“.(სადაც მითითებულია კრიტერიუმების შეუსრულებლობის მიზეზი: მაგალითად, „გარდამავალი“ ან „მოკლე ხანგრძლივობის“ ან „არასაკმარისი სიმპტომები“) ან „დეპრესიული აშლილობა დაუზუსტებელი“, სადაც მიზეზი არ არის მითითებული.
მუდმივი დეპრესიული აშლილობა: პაციენტს აქვს დეპრესიული განწყობა მთელი დღის განმავლობაში, ხშირად ≥2 წლის განმავლობაში.[1]
შედეგი
დიაგნოსტიკური კრიტერიუმები ICD-11 ან DSM-5-TR დეპრესიული ქვეკატეგორიის მიხედვით
მეტაბოლური პანელი (სისხლის ბიოქიმიური ანალიზი)
ტესტი
უზრუნველყოფს საბაზისო მონაცემებს და შეიძლება გამოავლინოს მეტაბოლური დარღვევა.
შედეგი
ნორმის ფარგლებში
FBC
ტესტი
დაღლილობის სხვა მიზეზები, როგორიცაა ანემია, უნდა გამოირიცხოს.
შედეგი
ნორმის ფარგლებში
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯები
ტესტი
შრატში თიროიდმასტიმულირებელი ჰორმონის დონის მომატება მიუთითებს ჰიპოთირეოზზე.
შედეგი
ნორმის ფარგლებში
პაციენტის ჯანმრთელობის კითხვარი-2 (PHQ-2)
ტესტი
PHQ-2 კითხვარი ეფუძნება ფსიქიკური აშლილობის პირველადი დახმარების ინსტრუმენტს (PRIME-MD) და საშუალებას გაძლევთ სწრაფად და ზუსტად შეაფასოთ დეპრესია მხოლოდ ორ კითხვაზე პასუხის გაცემით:'გასული 2 კვირის განმავლობაში გრძნობდით თავს დაღლილი, დეპრესიული, უიმედო?' და „გასული 2 კვირის განმავლობაში, გქონიათ თუ არა რაიმე ინტერესი ან სიამოვნება რაიმეს კეთების მიმართ?[69] [ დეპრესიის (ნებისმიერის) სკრინინგი ორ პუნქტიანი PHQ-2 მეშვეობით Opens in new window ]
დადებითი პასუხი ნებისმიერ კითხვაზე მოითხოვს სადიაგნოსტიკო კრიტერიუმების ან ექვივალენტური ინსტრუმენტის საფუძვლიან განხილვას.
შედეგი
დადებითი შედეგის სკრინინგები დეპრესიაზე პირველადი ჯანდაცვის სფეროში
პაციენტის ჯანმრთელობის კითხვარი-9 (PHQ-9)
ტესტი
PHQ-9 შეიძლება გამოიყენებოდეს როგორც დიაგნოსტიკის და დაავადების მართვის ინსტრუმენტი. PHQ-9 არის 9-პუნქტიანი დეპრესიის კითხვარი, რომელიც ასახავს DSM-5-TR კრიტერიუმებს. იგი ახდენს არსებული სიმპტომების კლასიფიკაციას 0-დან (სიმპტომები არაა) 4-მდე (ყოველდღიური სიმპტომები) სკალის მიხედვით. იგი დამტკიცებულია პირველადი ჯანდაცვაში გამოსაყენებლად. PHQ-9-ის გამეორება მკურნალობის დროს კლინიცისტს საშუალებას აძლევს ობიექტურად აკონტროლოს მკურნალობაზე პასუხი.
შედეგი
დადებითი შედეგის სკრინინგები დეპრესიაზე პირველადი ჯანდაცვის სფეროში
ედინბურგის პოსტნატალური დეპრესიის სკალა
ტესტი
ექიმებმა უნდა განახორციელონ სკრინინგი პოსტნატალურ დეპრესიაზე ედინბურგის პოსტნატალური დეპრესიის სკალის მიხედვით 4-6 კვირაზე მშიბიარობის შემდეგ. Edinburgh Postnatal Depression Scale Opens in new window ეს სკალა არის 10-პუნქტიანი კითხვარი მშობიარობის შემდგომი პერიოდის ქალებისთვის. ≥10 ქულა მიგვითითებს დეპრესიაზე; ამასთან, კლინიცისტებმა უნდა გაითვალისწინონ პაციენტის ინდივიდუალური გარემოებები (მაგ., განათლება და კულტურა), რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ქულზე.[70][71][72] მიუხედავად იმისა, რომ იგი არ აფასებს დეპრესიის სიმძიმეს, სუიციდური იდეების შეფასებას ახდენს.
შედეგი
დადებითი შედეგის სკრინინგები დეპრესიაზე პოსტნატალურ პერიოდში
გერიატრიული დეპრესიის სკალა
ტესტი
მოკლე ფორმა შეიცავს 15 დიახ/არა შეკითხვას. [ გერიატრიული დეპრესიის სკალა Opens in new window ]
შედეგი
>5 მიუთითებს დეპრესიაზე; >10 მტკიცედ მიუთითებს დეპრესიაზე
კორნელის სკალა დეპრესიისთვის დემენციის დროს
ტესტი
ეს სკალა არის 19-პუნქტიანი კითხვარი, რომელიც განკუთვნილია დემენციის მქონე გერიატრიული პაციენტებისთვის. Cornell Scale For Depression in Dementia Opens in new window
ეს სკალა არ აფასებს სიმპტომების სიმძიმეს.[75]
შედეგი
>10 მიუთითებს სავარაუდო დეპრესიაზე; >18 მიუთითებს ნამდვილ დეპრესიაზე
გასათვალისწინებელი კვლევები
24 საათიანი თავისუფალი კორტიზოლი
ტესტი
მომატებული 24 საათიანი შარდის თავისუფალი კორტიზოლის დონე გვავარაუდებინებს კუშინგის დაავადებას.
შედეგი
ნორმის ფარგლებში
ვიტამინი B12
ტესტი
B12 ვიტამინის დეფიციტი დაკავშირებულია მაკროციტურ ანემიასთან, პარესთეზიასთან, დაბუჟებასთან და მეხსიერების გაუარესებასთან.
შედეგი
ნორმის ფარგლებში
ფოლიუმმჟავა
ტესტი
დადგინდა, რომ დეპრესიის მქონე პაციენტებში შრატის ფოლიუმის დონე უფრო დაბალია, ვიდრე ფსიქიატრიული დიაგნოზის გარეშე და არადეპრესიულ ფსიქიატრიულ პაციენტებთან შედარებით.[76]
შედეგი
ნორმის ფარგლებში
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას