კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
სისხლის კულტურა
ტესტი
სისხლის კულტურების სინჯის აღება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, სასურველია ანტიბიოტიკებით მკურნალობის დაწყებამდე, იმ პირობით, რომ სინჯების აღება არ დააყოვნებს ანტიბიოტიკების მიცემას.
იდეალურ შემთხვევაში, სინჯების ერთი კომლექტის აღება უნდა მოხდეს პერკუტანეულად, ხოლო მეორის- სისხლძარღვში შეყვნილი ნებისმიერი მოწყობილობიდან, რომელიც ადგილზე იყო 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში.[81][82]
შედეგი
შეიძლება დადებითი იყოს ორგანიზმზე
ლაქტატის დონე
ტესტი
შრატში ლაქტატის მომატება მიანიშნებს ქსოვილების ჰიპოპერფუზიაზე და ყველაზე საიმედოდ ფასდება სისხლის არტერიული გაზის (ABG) ნიმუშის მეშვებით.[84]
ლაქტატის მომატებული დონე დაკავშირებულია ანაერობული მეტაბოლიზმის მომატებულ დონეებთან.
ლაქტატის მუდმივად მომატებული დონე შეიძლება კორელაციაში იყოს დაქვეითებულ პერფუზიასთან ან ორგანოების უკმარისობასთან.
აღმოჩნდა, რომ ლაქტატის კლირენსის განსაზღვრა (6 საათის განმავლობაში ლაქტატის გამოდევნის სიჩქარე) ისევე მნიშვნელოვანია მკურნალობის ეფექტის დასადგენად, როგორც უფრო ინვაზიური კვლევები, როგორიცაა ცენტრალური ვენური ჟანგბადის სატურაცია.[88][89]
შედეგი
შეიძლება იყოს მომატებული >2 მმოლ/ლ (>18 მგ/დლ), რაც დაკავშირებულია უარყოფით პროგნოზებთან; ხოლო >4 მმოლ/ლ (>36 მგ/დლ) შემთხვევაში პროგნოზი კიდევ უფრო უარესია
სისხლის საერთო ანალიზი
ტესტი
ლეიკოციტების რიცხვი სენსიტიურია სეფსისის მიმართ, მაგრამ არ არის სპეციფიკური.
არა-ინფექციური დაშავება (მაგ. მოტეხილობა), კიბო და იმუნოსუპრესივები შეიძლება ასევე იწვევდეს ლეიკოციტების რიცხვის მომატებას ან შემცირებას.
სეფსისით მძიმედ დაავადებულ პაციენტებს ასევე შეიძლება აღენიშნოთ არა-ჰემორაგიული წარმოშობის თრომბოციტოპენია.
შედეგი
ლეიკოციტების რაოდენობა >12×10^9/ლ (12,000/მიკროლიტრზე) (ლეიკოციტოზი); ლეიკოციტების რაოდენობა <4×10^9/ლ (4000/მიკროლიტრზე) (ლეიკოპენია); ან ლეიკოციტების ნორმალური რაოდენობა >10% მოუმწიფებელი ფორმებით; თრომბოციტების დაბალი დონე
სისხლში შარდოვანა და შრატში ელექტროლიტები
ტესტი
სისხლში შარდოვანას განსაზღვრა ხდება შრატში კრეატინინთან ერთად, თირკმლის დისფუნქციის შესაფასებლად.
შრატში ელექტროლიტების და გლუკოზის შემცველობა უნდა განისაზღვროს დასაწყისში და შემდგომ რეგულარულად, პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.
შედეგი
შრატის ელექტროლიტები ხშირად სცილდება ნორმის ფარგლებს; სისხლში შარდოვანას დონე შეიძლება იყოს მომატებული
სისხლის შრატის კრეატინინი
ტესტი
სეფსისის დროს შეიძლება აღინიშნებოდეს მომატებული კრეატინინი, რაც დაკავშირებულია თირკმლის დისფუნქციასთან.
შედეგი
შეიძლება მომატებული იყოს
ღვიძლის ფუნქციური სინჯები
ტესტი
საწყისი ტესტი.
სეფსისი შეიძლება წარმოიშვას ჰეპატური ან პერი-ჰეპატური ინფექციებიდან
სეფსისის დროს, ღვიძლის თანმხლებმა დაავადებამ შეიძლება ცუდი ზემოქმედება მოახდინოს პრეპარატების მეტაბოლიზმსა და შედეგებზე.
სეპტიკურმა შოკმა შეიძლება დაარღვიოს სისხლის მიმოქევა და მეტბოლიზმი ღვიძლში, ლაქტატის ჩათვლით.
შედეგი
მომატებული ბილირუბინი, ალანინ ამინოტრანსფერაზა, ასპარტატ ამინოტრანსფერაზა, ტუტე ფოსფატაზა და გამა გლუტამილ ტრანსფერაზა
კოაგულოგრამა (INR, აქტივირებული PTT)
ტესტი
საბაზისო ტესტი, განსაკუთრებით ცენტრალური ხაზის განთავსებამდე.
შედეგი
შეიძლება იყოს გახანგრძლივებული
შრატის გლუკოზა
ტესტი
შეიძლება იყოს მომატებული, დადასტურებული დიაბეტის ისტორიით ან მის გარეშე, სტრესული რეაქციის და გლუკოზის შეცვლილი მეტაბოლიზმის გამო.
ჰიპერგლიკემიასთან დაკავშირებულია გაზრდილი ავადობის და სიკვდილიანობის რიცხვი.
ასევე მნიშნელოვან საფრთხეს ქმნის სპონტანური ან იატროგენული ჰოპოგლიკემია.[109][110]
სეფსისის გადარჩენის კამპანიის რეკომენდაციაა ნორმოგლიკემიის შენარჩუნება (ნორმალურის ქვედა ზღვარს ზემოთ, მაგრამ <10 მმოლ/ლ [180 მგ/დლ]), სასურველია ინსულინის ინფუზიის პროტოკოლის გამოყენებით.[69]
იშვიათად, გლუკოზა შეიძლება იყოს დაბალი, რაც მიანიშნებს ღვიძლის აქტიურ უკმარისობაზე.
შედეგი
შეიძლება იყოს მომატებული, ან უფრო იშვიათად - შემცირებული
CRP
ტესტი
საწყისი ტესტი. ანთების მარკერი
შედეგი
მოამტებულია
სხვა კულტურები (მაგ.ნახველის, განავლის, შარდის, ჭრილობების, კათეტერების, პროთეზული იმპლანტების, ეპიდურალური ადგილების, პლევრალური ან პერიტონიალური სითხის)
ტესტი
სხვა კულტურების (მაგ.ნახველის, განავლის და შარდის) სინჯების აღება უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც ეს იქნება კლინიკურად ნაჩვენები.
თუ არის ეჭვი მენინგიტზე, საჭიროა ლუმბალური პუნქცია (LP) თავზურგტვინის სითხის მიკროსკოპიისთვის და კულტურების დასათესად. ლუმბალურ პუნქციამდე უნდა გაკეთდეს კტ, ქალასშიდა წნევის მომატების გამოსარიცხად, თუ არსებობს ამის რაიმე კლინიკური ეჭვი.
თუ საეჭვოა დახურული პროცესზე, როგორიცაა აბსცესი ან ემპიემა, რეკომენდებულია მისი დრენირება და კულტივირება ავადმყოფობის ადრეულ ეტაპზე (იდენტიფიკაციის შემდეგ 6-12 საათის განმავლობაში).[69][83]
ინტუბირებული პაციენტების შემთხვევაში, ვისაც, სავარაუდოდ, აქვს პნევმონია, საჭიროა ტრაქეალური ასპირატების, ბრონქო-ალვეოლური ლავაჟის ან დაცული ნიმუშების აღება.
ლოკალიზაციის ნიშნების არარსებობისას, საჭიროა ინფექციის ყველა პოტენციური ადგილიდან, მათ შორის, ჭრილობების, საშარდე და ინტრავენური კათეტერების, პროტეზული იმპლანტების, ეპიდურალური და სხვა ადგილებიდან სინჯების, ასევე პლევრალური და პერიტონეალური სითხეების სინჯების აღება, როგორც ნაჩვენებია კლინიური სურათიდან და ანამნეზიდან.
როგორ ჩატარდეს დიაგნოსტიკური ლუმბალური პუნქცია მოზრდილებში. მოიცავს პაციენტის პოზიციის განხილვას, ნემსის არჩევას და გახსნისა და დახურვის წნევის გაზომვას.
შედეგი
შეიძლება დადებითი იყოს ორგანიზმზე
არტერიული სისხლის აირები(ABG) ან ვენური სისხლის აირები(VBG)
ტესტი
ABG შეფასება ხელს უწყობს ოქსიგენიზაციის ოპტიმიზაციას და ინდიკატურია მეტაბოლური მდგომარეობისთვის (მჟავა-ტუტოვანი ბალანსისთვის).
იმ პაციენტების შემთხვევაში, რომლებსაც უტადებათ ვენტილაცია, ის ხელს უწყობს ოპტიმალური, ამოსუნთქვის ბოლოს დადებითი წნევის (PEEP )განსაზღვრას და ამასთან, მინიმუმამდე ამცირებს ჩასუნთქვის წნევის უარყოფით დონეებს და ზედმეად მაღალი ჩასუნთქული ჟანგბადის ფრაქციას (FiO2).
რესპირატორული და მეტაბოლური აციდოზის დიფერენცირება, იძლევა მეტაბოლური საჭიროებების იდენტიფიკაციის და მკურნალობის საშუალებას.
ლაქტატის დონე ყველაზე საიმედოდ ფასდება ABG ნიმუშის მეშვებით. თუმცა, პრაქტიკაში საზოგადოდ გამოიყენება ვენური სისხლის აირის (VBG) ნიმუში, რამდენადაც მისი მიღება უფრო ადვილად და სწრაფად ხდება ABG-სთან შედარებით. პაციენტების უმრავლესობას არ უტარდება ABG კვლევა, გარდა იმ შემთხვევებისა როცა აღინიშნება რესპირატორული გართულება.
სისხლის გაზების განმეორებითი ტესტი ნაჩვენებია პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მიხედვით.
შედეგი
PaCO₂ <4.3 კპა (32 მმ.ვწყ.სვ) სისტემური ანთებითი რეაქციის სინდრომის ერთ-ერთი სადიაგნოსტიკო კრიტერიუმია; შეიძლება აღინიშნებოდეს ჰიპოქსიემია, ჰიპერკაპნია
გულმკერდის რენტგენი
ტესტი
საჭიროა სეფსისის მიზეზის დადგენისთვის.
გულმკერდის რენტგენოგრაფია ყოველთვის ნაჩვენებია ცენტრალური ვენური წნევის და ენდოტრაქეალური მილის განთავსების შემდეგ, არასწორად განთავსების და გართულებების გამოსარიცხად.
შედეგი
შეიძლება ნაჩვენები იქნეს ინფიცირების მტკიცებულებები, როგორიცაა კონსოლიდაცია, ან პლევრალური ექსუდატი, გულის ანომალიები ან პნევმოთორაქსი
ელექტროკარდიოგრამა
ტესტი
ეკგ უნდა გაკეთდეს სხვა დიფერენციული დიაგნოზების გამორიცხვის ხელშესაწყობად, მათ შორის, მიოკარდიუმის ინფარქტის, პერიკარდიტის და მიოკარდიტის. სეფსისი ასევე იწვევს მიოკარდიუმის დისფუნქციის რისკის მატებას (განსაკუთრებით სეპტიკური შოკის დროს) და არითმიებს (მაგ. წინაგულოვან ფიბრილაციას).[5][87]
შედეგი
შეიძლება გამოჩნდეს იშემიის ნიშნები, მოციმციმე არითმია ან სხვა სახის არითმია; შეიძლება იყოს ნორმალური
გასათვალისწინებელი კვლევები
ხერხემლის პუნქცია
ტესტი
კეთდება იმ დროს, როდესაც ეჭვია მენინგიტზე იმ პირობით, რომ არ არის ეჭვი ქალასშიდა წნევის მომატებაზე. ლუმბალურ პუნქციამდე საჭიროა კომპიუტერული ტომოგრაფია ქალასშიდა წნევის მომატების გამოსარიცხად, თუ არსებობს ამაზე კლინიკური ეჭვი.
ბაქტერიული მენინგიტი: ლეიკოციტების რაოდენობა მომატებულია; მომატებულია ცილა; გლუკოზა ნორმალურია ან დაქვეითებული; ლეიკოციტური ფორმულა უმეტესად წარმოადგენს ნეიტროფილებს.
ვირუსულ მენინგიტთან შეიძლება დაკავშირებული იყოს ლეიკოციტების შემცირებული რიცხვი და პრედომინანტური ლიმფოციტები.
როგორ ჩატარდეს დიაგნოსტიკური ლუმბალური პუნქცია მოზრდილებში. მოიცავს პაციენტის პოზიციის განხილვას, ნემსის არჩევას და გახსნისა და დახურვის წნევის გაზომვას.
შედეგი
მომატებული ლეიკოციტების რიცხვი, ორგანიზმების არსებობა მიკროსკოპიის მიხედვით და დადებითი კულტურები
ექოკარდიოგრამა (ტრანს-თორაკალური ან ტრანს-ეზოფაგური)
ტესტი
ტრანს-თორაკალური ან ტრანს-ეზოფაგური ექოკარდიოგრამა სასარგებლოა იმ პაციენტების შემთხვევაში, რომლებიც არიან არტერიული ენდოკარდიტის რისკის ქვეშ ან აქვთ ბაქტერიულ ენდოკარდიტთან შეთავსებადი სიმპტომები.
თუ ადვილად ხელმისაწვდომია, შეიძლება დამახასიათებელი იყოს უცნობი წარმოშობის სეფსისის მქონე პაციენტებისთვის.
იგი ასევე სასარგებლოა ჰიპოვოლემიური, კარდიალური და სეპტიკური შოკის დიფერენციაციისთვის.
შეიძლება განსაზღვროს ალტერნატიული დიაგნოზები, როგორებიცაა სარქვლოვანი ანომალიები, ფილტვის ემბოლია, მიოკარდიული იშემია, სეგმენტური ან გლობალური დისფუნქცია, ჰიპოვოლემია და პულმონარული ჰიპერტენზია.
შედეგი
მარცხენა პარკუჭის არასათანადოდ შევსება მიანიშნებს ჰიპოვოლემიაზე; ვეგეტაციებზე, თუ სეფსისის მიზეზია ენდოკარდიტი
ულტრაბგერითი გამოკვლევა
ტესტი
მათ შორის მუცლის ღრუს ულტრასონოგრაფია და არა მხოლოდ ის.
შეიძლება აღნიშნოს ინფექციის წყარო (მაგ. სანაღვლე სადინრის დილატაცია, რაც მიანიშნებს სანაღვლე გზების ობსტრუქციაზე).
შედეგი
შეიძლება გამოჩნდეს აბსცესი, სითხის დაგროვება, პნევმოპერიტონეუმი ორგანოს პერფორაციის გამო, კუჭ-ნაწლავის/თირკმლის/ბილიარული ტრაქტის ობსტრუქცია
გულმკერდის ან მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია
ტესტი
თუ კლინიკურად ნაჩვენებია, ინფექსიის წყაროს დასადგენად.
საჭიროებს პოტენციურად არასტაბილური პაციენტის გადაყვანას და საჭიროა რისკისა და სარგებლის ერთმანეთთან შედარება.
შედეგი
შეიძლება იყოს ნაჩვენები აბსცესი, ექსუდატი
შრატის პროკალციტონინი
ტესტი
თუ შესაძლებელია, შრატში პროკალციტონინის განსაზღვრა უნდა განიხილებოდეს სეფსისით დაავადებულკ ყველა პაციენტთან, რათა, კლინიკურ შეფასებასთან ერთად, გადაწყდეს, როდის უნდა შეწყდეს ანტიბიოტიკოთერაპია მწვავე რესპირატორული ინფექციების (მათ შორის სეფსისის გამო) შემთხვევაში პროკალციტონინით მართული თერაპია დაკავშირებული იყო ანტიბიოტიკების კურსის 2-დღიან შემცირებასთან, ანტიბიოტიკების გვერდითი ეფექტების 27%-იან შემცირებასთან და სიკვდილობის 30-დღიანი მაჩვენებლის 10%-იან შემცირებასთან.[91]
თუმცა, მხოლოდ კალციტონინის პროგნოზული ღირებულების მტკიცებულება ბუნდოვანია, კალციტონინის გამოყენება სეფსისის დიაგნოსტიკისათვის არ არის მითითებული მრავალ გაიდლაინში.[69][92][93][94] ამასთან, პროკალციტონინის დონეები შეიძლება უფრო გვიან შეიცვალოს, ვიდრე ლაქტატის, თუმცა, ორივე მარკერის კომბინაციას დიდი მნიშვნელობა აქვს 24-48 საათის განმავლობაში გამოსავალის პროგნოზირებისთვის.[95] სხვა პრო-ანთებითი მდგომარეობები, როგორიცაა მწვავე პანკრეატიტი, ტრავმა, მნიშვნელოვანი ქირურგიული ჩარევა და დამწვრობა, ასევე შეიძლება იწვევდნენ პროკალციტონინის მატებას.
შედეგი
მოამტებულია
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას