ეპიდემიოლოგია

სეფსისის სიხშირისა და გავრცელების სანდო მონაცემები დეფიციტურია. ეს გამოწვეულია სეფსისის თანმიმდევრული განმარტების არარსებობით და პროფესიონალებსა და ორგანიზაციებს შორის კოდირების პრაქტიკაში განსხვავებებით.[6] სეფსისი არის სიკვდილის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი აშშ-სა და მთელ მსოფლიოში; 2017 წელს, აშშ-ში სეფსისის ასაკობრივი სტანდარტიზებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი შეადგენდა 35,1-ს 100,000-ს მოსახლეზე, ხოლო გლობალური მაჩვენებელი - 148,1-ს 100,000 მოსახლეზე-ს.[7] გლობალურად, 2017 წელს სეფსისით დაავადდა 49 მილიონი ადამიანი და დაკავშირებული იყო 11 მილიონ პოტენციურად არიდებად სიკვდილთან.[8]​ 2018 წელს, აშშ-ში 1 მილიონზე მეტი ბენეფიციარი მოხვდა საავადმყოფოში სეფსისის დიაგნოზით.[9]

​კოჰორტული კვლევით მიმოიხილეს სამედიცინო ჩანაწერები 568 პაციენტისა, რომლებიც აშშ-სექვს საავადმყოფოში იყვნენ ჰოსპიტალიზენულნი; გამოვლინდა, რომ სეფსისი ვლინდებოდა ჰოსპიტალიზებულთა 52,8%-ში, რაც თავდებოდა სიკვდილით, ხოლო უშუალოდ სიკვდილის გამომწვევი იყო ამ პაციენტთა 34,9%-ში.[10]

პოპულაციაზე დაფუძნებული შემთხვევების ზოგიერთი შეფასებით სეფსისის მონაცემი შეადგენს 176-380-ს 100,000 ადამიანზე ყოველ წელიწადში.[11][12][13][14]​ თუმცა, სიხშირე დამოკიდებულია სეფსისის განსაზღვრებაზე, კანადაში 100,000 მოსახლეზე წლიურად აღირაცხება 15.7 ადამიანი, რომელიც საჭიროებს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ჰოსპიტალიზაციას.[15]

ეპიდემიოლოგიური კვლევების უმეტესობა აჩვენებს, რომ სეფსისი უფრო ხშირია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში. განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტები. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, შემთხვევათა ორი მესამედი 65 წელს გადაცილებულ ადამიანებზე მოდიოდა.[16]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას