შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი

საავადმყოფოში შემოსულია 78 წლის ქალი გეგმიური მარჯვენამხრივი ჰემიკოლექტომიის ჩასატარებლად (კიბო ექვემდებარება რეზექციას). ანამნეზში მას აქვს ჰიპერტენზია, სტენოკარდია და შაქრიანი დიაბეტი. მას შეუძლია დამოუკიდებლად მოძრაობა, შეუძლია საყიდლებზე სიარული და აქვს წელიწადში 30 კოლოფი სიგარეტის მოწევის ანამნეზი. ოპერაცია ჩატარდა გართულებების გარეშე. ოპერაციიდან მე-5 დღეს პაციენტი გახდა კონფუზიური. გასინჯვისას გლაზგოს კომის შკალით ფიქსირდება 14/15 ქულა. მას აღებიშნება ტემპერატურა 38.5°C (101.3°F), სუნთქვის სიხშირე 28 ჩასუნთქვა/წუთში და ჟანგბადის სატურაცია 92% 2 ლ ჟანგბადზე წუთში. პაციენტს აღენიშნება ტაქიკარდია - 118 დარტყმა /წუთში, არტერიული წნევა - 110/165 მმ.ვწყ.სვ. გულმკერდის აუსკულტაციით პაციენტს აქვს მსხვილბუშტუკოვანი ხიხინი მარჯვენა ქვედა არეში. ქირურგიული ჭრილობის შეხორცება მიმდინარეობს კარგად, მუცელი არის რბილი და უმტკივნეულო.

სხვა გამოვლინებები

სეფსისმა შეიძლება გაართულოს კეთილთვისებიანი პირველადი ინფექციები, რომლებსაც ადგილი აქვს ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში და საჭიროებს სისტემური ანთებითი რეაქციის კლინიკური ნიშნების ეჭვის ქვეშ დაყენებას (ტაქიკარდია, მაღალი სიცხე, ტაქიპნოე, ან სუნთქვის უკმარისობა).

შეიძლება გამოვლინდეს დეზორიენტირებული მდგომარეობა, განსაკუთრებით ხანდაზმული პაციენტების შემთხვევაში. მსუბუქი დეზორიენტაცია ან კონფუზია გავრცელებულია უფრო მძიმე ფორმების შემთხვევაში, ძლიერი შფოთვის, აგზნების და გონების დაკარგვის ჩათვლით. ხანდაზმულ პაციენტებს ხშირად აქვთ დაქვეითებული ტემპერატურული რეაქცია და შეიძლება ნორმალური ტემპერატურაც ჰქონდეთ.[3][4]

სხვა შესაძლო ნიშნებია: შარდის გამოყოფის დაქვეითება; აჭრელებული ან მონაცრისფრო კანი; ციანოზი კანზე, ტუჩებზე ან ენაზე; გამონაყრის არსებობა კანზე რომელიც არ უფერულდება.[5]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას