ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
რისკ-ფაქტორების არსებობა
ძირითადი რისკ ფაქტორებია: ავთვისებიანი დაავადება, 65 წელზე უფროსი ასაკი, დაქვეითებული იმუნიტეტი, ჰემოდიალიზი, ალკოჰოლიზმი და შაქრიანი დიაბეტი.
მაღალი (>38°C) ან დაბალი (<36°C) ტემპერატურა
ტემპერატურა არ უნდა გამოიყენებოდეს სეფსისის ერთადერთ პროგნოზულ ფაქტორად. ტემპერატურის მიხედვით დაუშვებელია სეფსისის დადასტურება ან გამორიცხვა.
ცხელება შეიძლება არ გამოვლინდეს სეფსისის მქონე პირების შემდეგ ჯგუფებში: ხანშიშესული ან სუსტი ჯანმრთელობის მქონე პაციენტები, პაციენტები, რომლებიც გადიან კიბოს მკურნალობას, ადამიანები დაქვეითებული იმუნიტეტით და მძიმე ავადმყოფები სეფსისით.
ტემპერატურის მატება შესაძლოა განპირობებული იყოს ფიზიოლოგიური პასუხით (ქირურგიული ჩარევის ან ტრავმის შემდეგ).
ტაქიკარდია
გულისცემის სიხშირე >90 დარტყმა წუთში (>100 დარტყმა წუთში ორსულებში).
ტაქიპნოე
სუნთქვის სიხშირე >20 /წთ
მწვავედ შეცვლილი ფსიქიკური სტატუსი
დაქვეითებული ცერებრალური პერფუზიისა და ანთებითი ციტოკინების გამო.
კაპილარების სუსტი ავსება, კანის აჭრელება, ნაცრისფერი კანი
ცირკულატორული უკმარისობის ნიშნები.[Figure caption and citation for the preceding image starts]: კაპილარების ავსების დრო. ზედა სურათი: კანის ნორმალური შეფერილობა; შუა სურათი: ზეწოლა 5 წამის განმავლობაში; ქვედა სურათი: გამოთვლილი დრო ჰიპერემიამდერონ დენიელსის, MB, ChB, FRCA კოლექციიდან; გამოყენებულია მისი ნებართვით [Citation ends].
ინფექციის კონკრეტულ წყაროსთან დაკავშირებული ნიშნები
ინფექციის წყარო შეიძლება იყოს მკვეთრად გამოხატული, მაგალითად, პნევმონიის კლასიკური ნიშნების და სიმპტომების შემთხვევაში (პურულენტური ნახველი, დისპნოე, ტაქიპნოე, ციანოზი) ან პერიტონიტის (მუცლის ტკივილი, დამცავი ფიქსაცია, დაჭიმულობა, მტკივნეულობა პალპაციისას, კუჭ-ნაწლავის ტონების არარსებობა). თუმცა, პაციენტების უმრავლესობის შემთხვევაში საჭიროა ინფექციის წარმოშობის აქტიურად ძებნა.
ჟანგბადით დაბალი გაჯერება (სატურაცია) -
სისხლის მიმოქცევის უკმარისობის ნიშანი
არტერიული ჰიპოტენზია
სისტოლური წნევა < 90 მმ.ვწყ.სვ., საშუალო არტერიული წნევა < 65 მმ.ვწყ.სვ., ან სისტოლური წნევის შემცირება > 40 მმ.ვწყ.სვ-ით საწყისი მნიშვნელობიდან
შეიძლება იყოს წარმოდგენილი მაშინ, როდესაც სეფსისი განაპირობებს ორგანოების დისფუნქციას.
სისხლძარღვების შემავიწროვებელი პრეპარატების გამოყენება ჰიპოტენზიის საკორექციოდ არ გამორიცხავს შოკს.
შარდის შემცირებული გამოყოფა
შარდის გამოყოფა <0.5 მლ/კგ/საათში სულ მცირე 2 საათის განმავლობაში ან შარდის გამოყოფის არარსებობა ბოლო 18 საათის განმავლობაში.
შეიძლება იყოს წარმოდგენილი მაშინ, როდესაც სეფსისი განაპირობებს ორგანოების დისფუნქციას.
ციანოზი
სისხლის მიმოქცევის უკმარისობის ნიშანი
სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
ელვისებური პურპურა
ორგანოთა დისფუნქციის ნიშანი.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ელვისებური პურპურა, ყველაზე ხშირად დაკაშირებულია პნევმოკოკურ სეპტიცემიასთანრონ დენიელსის, MB, ChB, FRCA კოლექციიდან; გამოყენებულია მისი ნებართვით [Citation ends].
იშვიათი
სიყვითლე
ორგანოთა დისფუნქციის ნიშანი.
ილეუსი
შეიძლება იყოს წარმოდგენილი მაშინ, როდესაც სეფსისი განაპირობებს ორგანოების დისფუნქციას.
რისკფაქტორები
ძლიერი
65 წელზე უფროსი ასაკი
სუსტი იმუნიტეტი
დაკავშირებულია სეფსისის მომატებულ რისკთან.
იმუნოკომპრომტირება შეიძლება წარმოიშვას მკურნალობის ფონზე (მაგ., ქიმიოთერაპია, კორტიკოსტეროიდები ან სხვა იმუნოსუპრესანტები), ძირითადი დაავადების გამოისობით (მაგ. დიაბეტი, ნამგლისებრუჯრედოვანი უჯრედები, ავთვისებიანი სიმსივნე) ან ქირურგიული ჩარევის შედეგად (მაგ., სპლენექტომია).[5][35][58]
ინტრავენური მოწყობილობები ან შარდის კათეტერები
სეფსისის რისკი მაღალია ინტრავენური/არტერიული კათეტერის არსებობისას.[5]
ახლახანს გადატანილი ქირურგიული ჩარევა ან სხვა ინვაზიური პროცედურა
ჰემოდიალიზი
დაკავშირებულია სეფსისის მომატებულ რისკთან (RR 208.7, 95% CI 142.9 - 296.3).[15]
შაქრიანი დიაბეტი
გარკვეულ როლს ასრულებს (RR 5.9, 95% CI 4.4 - 7.8) ინფექციების მიმართ დაქვეითებული წინააღმდეგობის უნარი, დიაბეტის გართულებები და ქირურგიული გართულებების მატება.[15]
ნარკოტიკების ინტრავენური მოხმარება
სეფსისის რისკი მაღალია ინტრავენური მედიკამენტების მომხმარებლებში.[5]
ალკოჰოლის მოხმარებით განპირობებული დაავადება
დაკავშირებულია სეფსისის მომატებულ რისკთან (RR 5.6, 95% CI 3.8 - 8.0).[15]
კანის მთლიანობის დარღვევა
სეფსისის რისკი მაღალია იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ კანის მთლიანობის რაიმე დარღვევა (მაგ. ნაკაწრი, დამწვრობა, ბებერა ან კანის ინფექცია).[5]
ორსულობა
ორსულობა ან ახლო წარსულში ორსულობა წარმოადგენს სეფსისის რისკფაქტორს.[5] გაერთიანებულ სამეფოში, ორსულობის დროს სეფსისით დაავადების სიხშირე შეადგენს წელიწადში 47 შემთხვევას 100 000 მშობიარობაზე, მაშინ, როცა სავარაუდო წლიური სიხშირის დონე 18-19 წლის ადამიანებში არის 29.6 შემთხვევა 100 000 ადამიანზე.[16][60]
ქალებში სეფსისის რისკი შეიძლება მაღალი იყოს თუ აღინიშნება დარღვეული იმუნიტეტი, გესტაციური დიაბეტი, დიაბეტი (ან სხვა თანმდევი დაავადება), ორსულობის დროს ინვაზიური პროცედურის ანამნეზი (მაგ. საკეისრო კვეთა, მაშებით მშობიარობა, ორსულობის ნარჩენი ქსოვილების გამოფხეკა), გარსების გახევის გახანგრძლივება მშობიარობისას, პრეეკლამპსია მშობიარობის შემდგომი სისხლდენა, მრავლობითი მშობიარობა, A ჯგუფის სტრეპტოკოკული ინფექციის მქონე პირთან კონტაქტის ანამნეზი (მაგ. ქუნთრუშა), გახანგრძლივებული ვაგინალური სისხლდენა ან პათოლოგიური, სპეციფიკური სუნის მქონე გამონადენი ვაგინიდან.[5][40]
სუსტი
ქალაქში ცხოვრება
შეიძლება განაპირობებდეს ინფექციების გაზრდილ ზემოქმედებას და პრეპარატების მიმართ რეზისტენტული პათოგენების არსებობას (RR 2.4, 95% CI 1.2 - 5.6).[15]
ფილტვის დაავადება
დაკავშირებულია სეფსისის გაზრდილ რისკთან (RR 3.8, 95% CI 2.6 - 5.4).[15]
მამრობითი სქესი
შეიძლება სეფსისის უფრო მაღალ რისკთან იყოს დაკავშირებული (OR 1.28, 95% CI 0.24 - 1.32).[11]
არა-თეთრკანიანი წინაპრები
შეიძლება სეფსისის უფრო მაღალ რისკთან იყოს დაკავშირებული (OR 1.90, 95% CI 1.81 - 2.00).[11]
ზამთრის სეზონი
სეზონური ინფექციები (მაგ, რესპირატორული ინფექციები ზამთარში) მცირე დოზით არის დაკავშირებული სეფსისთან.
სეფსისის ალბათობა 1.4-ჯერ უფრო მაღალია ზამთარში, ვიდრე შემოდგომაზე.[23]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას