მონიტორინგი
რუტინულად გამოიყენება ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლების სტანდარტული მონიტორინგი, პულსოქსიმეტრია, ეკგ, რეგულარული ლაბორატორიული ტესტები და დიურეზი კათეტერიზაციის მეშვეობით. ყველა პაციენტს, რომელიც იღებს ვაზოპრესორებს, სჭირდება არტერიული კათეტერის ჩადგმა არტერიული სისხლის წნევის ზუსტი კონტროლისთვის.[69]
პაციენტებს, რომელთაც სისხლის მიმოქცევის დისფუნქციის ან შოკის მტკიცებულებით, უნდა უმკურნალოთ გადაუდებელი დახმარების ან უფრო მაღალი დონის განყოფილებებში. საჭირო იქნება გამოვიყენოთ ცენტრალური ვენური კათეტერი, ვაზოაქტიური პრეპარატების ეფექტიანად მიწოდების უზრუნველსაყოფად. ვაზოპრესორების გამოყენება შესაძლებელია პერიფერიული ვენური ხაზით, თუ ცენტრალური ვენური წვდომის უზრუნველყოფა დაგვიანებულია.[69]
შესაძლებელია ცენტრალური ვენური წნევის (CVP) გამოყენება, კლინიკურ შეფასებასთან კომბინაციაში, ასევე შესაძლებელია მონიტორინგის სხვა მეთოდების გამოყენება, მიმდინარე ინფუზიური რეანიმაციის წარმართვისთვის. SSC რეკომენდაციით, რეჰიდრატაციის გზამკვლევად გამოიყენეთ დინამიური ზომები მხოლოდ ფიზიკურ გასინჯვაზე ან სტატიკურ ზომებზე მეტად. დინამიური პარამეტრები მოიცავს პასუხს ფეხის პასიურ აწევაზე ან სითხის ბოლუსზე, დარტყმითი მოცულობის (SV), დარტყმითი მოცულობის ცვალებადობის (SVV), პულსური წნევის ცვალებადობის (PPV) ან ექოკარდიოგრაფიის გამოყენებით, სადაც ეს შესაძლებელია.[69]
შეიძლება ცენტრალური ვენური კათეტერების გამოყენება ნიმუშის ასაღებად ცენტრალური ვენური სისხლის ჟანგბადით გაჯერების (ScvO2) დადგენისთვის, რაც გლობალურად უჩვენებს ქსოვილებში ჟანგბადის მოთხოვნასა და მიწოდებას შორის ბალანსს. თუ ScvO2 დაბალია (<70%), სავარაუდოდ, ჟანგბადის მიწოდება არაადეკვატურია და უნდა შეფასდეს სისხლის გადასხმის (ჟანგბადის გადატანის უნარის გაზრდისთვის) ან ინოტროპების (გულის წუთმოცულობის გასაზრდელად) საჭიროება. თუმცა, ადრეული სეპტიკური შოკის დროს ვენური სისხლის ჟანგბადით გაჯერების მიხედვით რეანიმაციული ღონისძიებების მართვის მიზანშეწონილობა არსებული მონაცემებით, დადასტურებული არ არის.[212] ჟანგბადის მიწოდების ადეკვატურობის განსაზღვრის სხვა საშუალებები მოიცავს პირველი 6 საათის განმავლობაში ლაქტატის კლირენსის სიჩქარის გამოყენებას. დადასტურებულია, რომ ლაქტატის გაწმენდა პოზიტიურადაა დაკავშირებული გადარჩენასთან.[88]
ფილტვის არტერიის კათეტერების გამოყენება შეიძლება უპირატესობას წარმოადგენდეს შერჩეული პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ გულის უკმარისობა, ან გართულებული გამოვლინებები. ეს არ ითვლება მნიშვნელოვნად, როგორც პირველი რიგის რუტინული მონიტორინგი და კლინიკურ პრაქტიკაში მის გამოყენებას, უმთავრესად, ჩაანაცვლებს ნაკლებად ინვაზიური გულის წუთობრივი მოცულობის მონიტორინგის მეთოდები, მათ შორის, ეზოფაგეალური დოპლერი, არტერიული პულსის კონტურის ანალიზი და თერმოდილუციური / ინდიკატორის განზავების მეთოდები.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას