ახალი ტიპის მკურნალობა
ანგიოტენზინ II
რანდომიზებულმა კონტროლირებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ანგიოტენზინ II ზრდის არტერიულ წნევას ვაზოდილატაციური შოკის მქონე პაციენტებში, რომლებიც არ ექვემდებარებიან სტანდარტული ვაზოპრესორების მაღალ დოზებით მკურნალობას.[197] აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტომ დაამტკიცა ანგიოტენზინ II-ის გამოყენება ჰიპოტენზიის სამკურნალოდ სეპტიკური ან სხვა ტიპის დისტრიბუციული შოკის მქონე ზრდასრულებისთვის.
ახალი ანტიბიოტიკები
მეროპენემი/ვაბორბაქტამი არის კარბაპენემისა და ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორის კომბინაცია, რომელმაც გამოამჟღავნა კლინიკური განკურნების მაღალი მაჩვენებელი საუკეთესო ხელმისაწვდომ თერაპიებთან შედარებით, კარბაპენემის მიმართ რეზისტენტული Enterobacteriaceae-ს და სხვა ინფექციების სამკურნალოდ.[198] მეროპენები/ვაბორბაქტამი დამტკიცებულია სურსათისა და წამლის სააგენტოს მიერ ზრდასრულებში საშარდე გზების გართულებული ინფექციების სამკურნალოდ. ამასთან, სურსათისა და წამლის სააგენტომ დაამტკიცა ცეფალოსპორინი/ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბოტორის კომბინაციური ანტიბიოტიკები (ე.ი. ცეფტაზიდიმი/ავიბაქტამი და ცეფტოლოზანი/ტაზობაქტამი) შემდეგი მდგოამრეობების სამკურნალოდ: გართულებული ინტრააბდომინური ინფქეციები, საშარდე გზების გართულებული ინფექციები და ჰოსპიტალური და ვენტილაციით შეძენილი ბაქტერიული პნევმონია.
ექსტრაკორპორალური მემბრანული ოქსიგენაცია (ECMO)
ECMO შეიძლება სასარგებლო იყოს სეფსისით გამოწვეული მძიმე მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის დროს, როდესაც ჩვეულებრივი მექანიკური ვენტილაცია ვერ ხერხდება. ECMO-ს ხელმისაწვდომობა შემოიფარგლება გამოცდილი ცენტრებით, რომელთაც აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა.[69]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას