კრიტერიუმები

არსებობს სეფსისის და ორგანული დისფუნქციით მიმდინარე სეფსისის შეფასების მრავალი სისტემა და განსაზღვრებები. არც ერთი მათგანი არ არის სრულყოფილი და ბევრი ცდილობს მსგავსი ცვლადების გაზომვას. თანმიმდევრული (ან სეფსისთან დაკავშირებული) ორგანოთა უკმარისობის შეფასების (SOFA) ქულა რეკომენდირებულია 2016 წლის საერთაშორისო კონსენსუსის განმარტებებში, მაგრამ მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ ნებისმიერი ქულის კლინიკური სარგებლობა ეყრდნობა ინდივიდუალური პრაქტიკოსის კლინიკურ შეფასებას და გადაწყვეტილების მიღებას. SOFA კრიტერიუმები და სისტემური ანთებითი რეაქციის სინდრომის (SIRS) კრიტერიუმები, რომლებიც მათ შეცვალეს, ორივე საჭიროებს სისხლის ანალიზების ლაბორატორიულ ანალიზს. შესაბამისად, დაგვიანებით იდენტიფიცირდება ის იმ პაციენტები, რომლებიც სეფსისი გამო გაუარესებისა და ორგანული დისფუნქციის რისკის ქვეშ იმყოფებიან.

სეფსისის და სეპტიკური შოკის მესამე საერთაშორისო შემათანხმებელი კომისიის განსაზღვრებები (სეფსისი-3) (2016)[1]

1. სეფსისი: მესამე საერთაშორისო შემათანხმებელი კომისიის მიერ შემუშავებული სეფსისის განსაზღვრება, გამოქვეყნებული 2016 წ., განმარტავს სეფსისს, როგორც სიცოცხლისთვის საშიშ ორგანოთა დისფუნქციას, რომელიც გამოწვეულია მიმღები ორგანიზმის უმართავი რეაქციით. კონსესუსის კომისიის 2016 წ. განსაზღვრების მიხედვით, 2-ზე მეტად მომატებული SOFA ქულა ორგანოთა დისფუნქციაზე მიუთითებს. SOFA ქულების გამოთვლა ხდება შემდეგი სისტემების შეფასებით, ინტენსიური თერაპიის განყოფილბაში (ICU):

  • რესპირატორული (PaO2/FiO2 თანაფარდობა)

  • ნევროლოგიური (გლასგოს კომის შკალის შეფასებით)

  • გულსისხლძარღვთა (საშუალო არტერიული წნევა [MAP] ან ვაზოპრესორების გამოყენება)

  • კოაგულაცია (თრომბოციტების რიცხვი)

  • თირკმლის (კრეატინინის დონე და შარდის მოცულობა)

  • ღვიძლი (ბილირუბინის დონე)

2016 წ. შემათანხმებელი კომისიის განსაზღვრებით რეკომენდებულია, რომ SOFA კრიტერიუმებმა ჩაანაცვლოს ორგანოთა დისფუნქციის ადრე რეკომენდებული კრიტერიუმები, რომლებიც შემოთავაზებული იყო 2001 წლის განსაზღვრებების კონსესუსის კონფერენციის მიერ. "სწრაფი" (q)SOFA კრიტერიუმები რეკომენდირებულია ICU პარამეტრის მიღმა, გამოსაყენებლად, რათა სწრაფად იდენტიფიცირდეს საეჭვო ინფექციით დაავადებული პაციენტები, რომლებსაც, სავარაუდოდ, ცუდი შედეგი ექნებათ. თუმცა, Surviving Sepsis Campaign გვირჩევს არ გამოიყენოთ qSOFA, როგორც სეფსისის ან სეპტიური შოკის სკრინინგის ერთი ინსტრუმენტი, ინფექციაზე საეჭვო პაციენტებში(საწოლთან შედარებით ადრეული გაფრთხილების ქულებთან და SIRS კრიტერიუმებთან შედარებით) მისი დაბალი მგრძნობელობის გამო პაციენტებისთვის საეჭვო ინფექციით.[69][70][71]​​

2. მძიმე სეფსისი: სეფსისის განსაზღვრების ცვლილების გათვალისწინებით, 2016 წ. შემათანხმებელი კომისიის განსაზღვრების მიხედვით, ტერმინი "მძიმე სეფსისი" (როგორც იგი განისაზღვრა 1991-2001 კონსესუსის ჯგუფის განსაზღვრებების ფარგლებში) უნდა გაუქმდეს.

3. სეპტიკური შოკი: ხელახლა გაანისაზღვრა სეპტიკური შოკი, როგორც სეფსისის ქვეჯგუფი, რომელშიც განსაკუთებით ძლიერი სისხლის მიმოქცევის, უჯრედოვანი და მეტაბოლური დარღვევებით დაკავშირებულია სიკვდილიანობის უფრო მაღალ რისკთან, ვიდრე მხოლოდ სეფსისის შემთხვევაში.[1] 2016 წ. კონსესუსის კომისიის განსაზღვრებების მიხედვით, სეპტიკური შოკი არის სეფსისი, შემდეგში მახასიათებლებით:

  • პერსისტენტული ჰიპოტენზია, რომელიც საჭიროებს სისხლძარღვების შემავიწროვებელ პრეპარატებს, რათა შენარჩუნებულ იქნას MAP ≥65 მმ.წვყ.ვ

  • ლაქტატას შრატში >2 მმოლ/ლ (>18 მგ/დლ), სისხლის მიმოქცევის აღდგენის ღონისძიებების მიუხედავად.

მწვავე ფიზიოლოგიური და ქრონიკული ჯანმრთელობის შეფასების II სკალა (APACHE II)[113]

APACHE ქულები ხშირად გამოიყენება დაავადების სიმძიმის დასადგენად ინტენსიურ განყოფილებაში და სიკვდილის რისკის პროგნოზისთვის. [ APACHE II ქულების სისტემა Opens in new window ] ლეტალობის რისკი მაღალია, თუ ქულები ≥25.

სეფსისის რისკის შეფასების სხვა მოდელები

შემუშავებულია რამდენიმე მოდელი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გამოყენებისთვის, მათ შორის, APACHE III, მწვავე ფიზიოლოგიური ცვლილებების გამარტივებული შალა და სიკვდილიანობის ალბათობის მოდელი II.[34][114][115]

შემუშვებულია ასევე პაციენტების ჯგუფისთვის დამახასიათებელი შეფასების სისტემები. მაგალითად, შემუშვებულია ინსულტის რეაქციის და ორგანოთა უკმარისობის მიმართ მიდრეკილების და გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში სეფსისის შკალები, რათა მოხდეს იმ პაციენტების კლასიფიკაცია რისკის ჯგუფების მიხედვით, სეფსისის ან სეპტიკური შოკის შემთხვევაში, რომლებიც მიიღეს ავარიების და გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში; მეანობაში სეფსისის შკალა შემუშვებულია ფეხმძიმობის ან მშობიარობის შემდგომ პერიოდში ქალების რისკის ჯგუფის დასადგენად.[116][117] შეფასების ეს სისტემები ხელს უწყობს სეფსისის იდენტიფიკაციას და მენეჯმენტს პაციენტების კონკრეტულ ჯგუფებში.[118]

მიმდინარეობს მრავალრიცხოვანი კვლევები სეფსისის სიმძიმის "ეტაპების განსაზღვრის" მეთოდების დასადგენად, სისხლის სხვადასხვა მარკერების გამოყენებით.[92][119] მართალია ზოგიერთი მეთოდი თავდაპირველად პერსპექტიული ჩანდა, მაგრამ მათი მტკიცებულებების ბაზა კვლავაც სუსტია და მათი როლი მომავალ კლინიკურ პრაქტიკაში გაურკვეველია.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას