დიფერენციული დიაგნოზები
2019 წლის კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (COVID-19)
ნიშნები / სიმპტომები
სიმპტომების გამოვლენამდე 14 დღით ადრე ცხოვრება/მოგზაურობა ქვეყანაში/რეგიონებში ან ტერიტორიაზე, სადაც ადგილი აქვს შიდა გავრცელებას, ან ახლო კონტაქტი COVID-19-ის დადასტურებულ ან სავარაუდო შემთხვევასთან.
ნიშნები და სიმპტომები მსგავსია, რის გამოც შეიძლება ძნელი იყოს კლინიკური მდგომარეობების დიფერენცირება.
კვლევები
რეალურ დროში რევერს ტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (RT-PCR): დადებითია კორონავირუს 2-ით (SARS-CoV-2) RNA გამოწვეულ მძიმე მწვავე რესპირატორულ სინდრომზე.
გულმკერდის გამოსახულებითი კვლევით შეუძლებელია განვასხვავოთ COVID-19-ით გამოწვეული პნევმონია სხვა წარმოშობის პნევმონიისგან.
ბაქტერიული პნევმონია
ნიშნები / სიმპტომები
სიმპტომების გამოვლენა უფრო სწრაფად და მწვავედ ხდება, ვიდრე პნევმოცისტური პნევმონიის დროს.
ბაქტერიული პნევმონიის მქონე პაციენტებს ხშირად აქვთ კეროვანი ნიშნები, ჩირქოვანი ნახველი და ტკივილი გულმკერდის არეში.
კვლევები
გულმკერდის რენტგენოგრაფია ტიპურად გვიჩვენებს ალვეოლური ნიშნებს კეროვან სეგმენტში ან წილოვან განაწილებას.
ბაქტერიული პნევმონია შესაძლოა გამოვლინდეს CD4 უჯრედების ნებისმიერი რაოდენობის დროს.
სისხლის და ნახველის კულტურები შესაძლოა დაგვეხმაროს ეტიოლოგიის განსაზღვრაში.
უფრო ხშირი ეტიოლოგიური აგენტია Streptococcus pneumoniae.
ბრონქოალვეოლური ლავაჟი (BAL), ნახველი ან ქსოვილის ბიოფსია უარყოფითია Pneumocystis jirovecii-ზე.
კოკციდიოიდომიკოზი
ნიშნები / სიმპტომები
პაციენტებს ტიპურად ანამნეზში აქვთ მოგზაურობა კალიფორნიაში, არიზონაში, ნიუ მექსიკოში, სამხრეთ-დასავლეთ ტეხასში ან იუტას და ნევადას სამხრეთ ნაწილებში.
ჩვეულებრივ ვლინდება გრიპის მსგავსი სინდრომი, გულმკერდის ტკივილი და დისპნოე.
კანზე შესაძლებელია იყოს კვანძოვანი ერითემის ან მულტიფორმული ერითემის ნიშნები.
კვლევები
კოქციდიოიდომიკოზის დიაგნოზი შესაძლებელია დაისვას სეროლოგიური ანალიზებით, კანის სინჯებით, ნიმუშებში დადებითი კულტურის შემთხვევაში, ან ჰისტოპათლოგიით, რომელიც გვიჩვენებს ტიპურ დამახასიათებელ სფერულებს ქსოვილოვან ნიმუშებში.[94]
გულმკერდის რენტგენოგრაფია გვიჩვენებს პნევმოცისტური პნევმონიის მსგავს ინტერსტიციალურ პნევმონიას, მაგრამ შესაძლოა იყოს ერთეული ან მრავლობითი კვანძები, თხელკედლიანი ღრუები ან ჰილარული ან შუასაყრის ლიმფადენოპათია.[94]
ციტომეგალოვირუსი
ნიშნები / სიმპტომები
გამოვლინება შესაძლოა იყოს მსგავსი. CMV პნევმონიტი ჩვეულებრივ დაკავშირებულია არაპროდუქტიულ ხველასთან და ფილტვის გასინჯვისას მინიმალურ დარღვევებთან.[95]
CMV პნევმონიტი უფრო ხშირია აივ-უარყოფით პაციენტებში, ვიდრე აივ-ის მქონე პაციენტებში.
კვლევები
ციტომეგალოვირუსული პნევმონიტის ტიპი, როგორც წესი, დაკავშირებულია ციტომეგალოვირუსის ვირემიასთან. დიაგნოსტიკური ტესტებია: ვირუსის კულტივირება, სეროლოგია, pp65 ანტიგენემიის ტესტი, ჰისტოპათოლოგია და ნუკლეინის მჟავის ამპლიფიკაციის და გამოვლენის სისტემები, უხშირესად პოლიმერზას ჯაჭვური რეაქცია.
ქსოვილების ბიოფსია CMV-დადებითი ჰისტოლოგიით შესაძლოა ინვაზიურ დაავადებაზე მიუთითებდეს.[95]
ჰისტოპლაზმოზი
ნიშნები / სიმპტომები
პნევმოცისტური პნევმონიის მსგავსად, პაციენტებს კვირების განმავლობაში აღენიშნებათ ცხელება და შეუძლოდ ყოფნა, თუმცა, ამ შემთხვევაში შესაძლოა ვლინდებოდეს წონის კლებაც.
გასინჯვის შედეგები მოიცავს ჰეპატომეგალიას, სპლენომეგალიას და გენერალიზებულ ლიმფადენოპათიას. ზოგიერთ დისემინირებულ შემთხვევაში პაციენტებს აქვთ სეპტიცემია, ჰიპოტენზია, დისემინირებული სისხლძარღვშიდა კოაგულაცია, მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი, ღვიძლის უკმარისობა ან თირკმლის უკმარისობა.
პნევმოცისტური პნევმონიისგან განსხვავებით, რომელსაც იშვიათად ახასიათებს ფილტვგარეშე ჩართულობა, ჰისტოპლაზმოსის წარმდგენი სიმპტომები შესაძლოა შეგვხვდეს კანზე, ნევროლოგიურ სისტემაში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. შესაძლოა განვითარდეს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობაც.[96]
კვლევები
შესაბამისი წყაროებიდან მიღებული ორგანიზმების კულტურა სადიაგნოსტიკოა, მაგრამ შესაძლოა 4 კვირა დასჭირდეს.
სეროლოგიური ანალიზი გამოიყენება იმუნოკომპრომისულ პაციენტებში, რომლებსაც არ შეუძლიათ ანტისხეულების წარმოქმნა. შესაბამისი ნიმუშებიდან ანტიგენის განსაზღვრა შესაძლოა სწრაფი და სენსიტიური სადიაგნოსტიკო ანალიზი აღმოჩნდეს; თუმცა, შესაძლოა მივიღოთ ცრუ-დადებითი შედეგები Blastomycosis, Paracoccidioidomycosis, და Penicillium marneffei ინფექციების დროს.
სოკოებზე შეღებვა სწრაფი, მაგრამ არასენსიტიური ანალიზია.[96]
ფილტვების დაზიანება კაპოშის სარკომის დროს
ნიშნები / სიმპტომები
სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს დისპნოეს, დაღლილობას, მსტვინავ სუნთქვას და ჰემოფტიზს.
შესაძლოა დაკავშირებული იყოს დიდი ოდენობით პლევრულ გამონაჟონთან.[97]
ხშირად დაკავშირებულია კანის დაზიანებებთან.
კვლევები
გულმკერდის მაღალრეზოლუციურმა კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ (HRCT) შესაძლოა აჩვენოს >1 სმ კვანძები ბრონქოვასკულური განაწილებით.
ბრონქოსკოპია გვიჩვენებს ტიპურ პიგმენტურ დაზიანებებს სასუნთქ გზებში.
ჰისტოპათოლოგია გვიჩვენებს თითისტარისებრ უჯრედებს და სისხლძარღვების წარმოქმნის არეებს.
კაპოშის სარკომის ბიოფსია შესაძლოა დაკავშირებული იყოს სისხლდენის მომატებულ რისკთან და ზოგადად აუცილებელი არ არის.
ლიმფოციტური ინტერსტიციალური პნევმონიტი
ნიშნები / სიმპტომები
სიმპტომები მოიცავს დისპნოეს, არაპროდუქტიულ ხველას და ცხელებას.
უფრო ხშირია აივ-დადებით ბავშვებში, ვიდრე მოზრდილებში.
კვლევები
მაღალი რეზოლუციის კომპიუტერული ტომოგრაფია ავლენს ინტერსტიციულ სურათს.
შესაძლოა გამოვლინდეს CD4 უჯრედების ნებისმიერ რაოდენობაზე.
დიაგნოზის დასასმელად შესაძლოა დაგვჭირდეს ფილტვის ბიოფსია, რომლის დროსაც ქსოვილი უარყოფითია Pneumocystis jirovecii-ზე.
Mycobacterium avium complex (MAC)
ნიშნები / სიმპტომები
ფილტვების MAC იშვიათია აივ-დადბით სუბიექტებში და უფრო ხშირად არის ფილტვგარე გამოვლინებებით.
კვლევები
მაღალი რეზოლუციის კომპიუტერული ტომოგრაფია ავლენს ბრონქიოლიტის სურათს.
CD4 უჯრედების რაოდენობა ხშირად <100 უჯრედი/მიკროლიტრია.
სისხლის ან ნახველის კულტურა დადებითია Mycobacterium avium intracellulare-ზე.
ბრონქოალვეოლური ლავაჟი, ნახველი და ქსოვილის ბიოფსია უარყოფითია Pneumocystis jorivecii-ს ჰისტოქიმიური წესით შეღებვის შედეგად.
ფილტვების არა-ინფექციური ინტერსტიციული დაავადება
ნიშნები / სიმპტომები
ტიპურ სიმპტომებს მიეკუთვნება დისპნოე და დაღლილობა.
ცხელება ატიპურია.
დაწყება ნელია თვეებიდან წლების განმავლობაში.
კვლევები
მაღალრეზოლუციური კომპიუტერულ-ტომოგრაფიული ნიშნები შესაძლოა დაგვეხმაროს ფიბროზის და დარღვევების პერიფერიული განაწილების გამოვლენაში. ეს ნიშნები ატიპურია პნევმოცისტური პნევმონიისთვის.
შესაძლოა დაგვჭირდეს ბიოფსია ღია ფილტვიდან ქსოვილოვანი დიაგნოზისთვის.
პენიცილიოზი
ნიშნები / სიმპტომები
იწვევს Penicillium marneffei. ერთ დროს იშვიათი იყო, მაგრამ შემდეგ გამოვლინებები გახშირდა შიდსის შედეგად. ახლა ის მესამე ყველაზე ხშირი ოპორტუნისტული ინფექციაა (ფილტვგარე ტუბერკულოზის და კრიპტოკოკოზის შემდეგ) აივ-დადებით ინდივიდებში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ენდემურ კერებში
ტიპურად, პაციენტებს ანამნეზში აქვთ მოგზაურობა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ენდემურ მიდამოებსა და ჩინეთის სამხრეთ ნაწილში.
შესალოა გამოვლინდეს კანის დაზიანებებით, კანქვეშა კვანძებით, ჰემოფტიზით, ანემიით, ლიმფადენოპათიით და ჰეპატომეგალიით.
კვლევები
პნევმოცისტური პნევმონიის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც რადიოგრაფიულმა კვლევებმა შესაძლოა გამოამჟღავნოს ფილტვის კავიტაციური (ღრუ) დაზიანებები.
დიაგნოსტირება ხდება სოკოების იდენტიფიკაციით კლინიკურ ნიმუშებში.
ბრონქოალვეოლური ლავაჟი (BAL), ნახველი ან ქსოვილის ბიოფსია უარყოფითია Pneumocystis jirovecii-ზე.
ფილტვისმიერი ტუბერკულოზი
ნიშნები / სიმპტომები
გამოვლინება შესაძლოა ფართოდ ვარირებდეს იმუნოკომპეტენტურობის მიხედვით.
აივ დადებით პაციენტებში შესაძლოა თანაარსებობდეს პნევმოცისტურ პნევმონიასთან ერთად.
სიმპტომები შესაძლოა დარჩეს კვირების-თვეების განმავლობაში.
კვლევები
მჟავაგამძლე ბაქტერიებზე შეღებვის და რეპირატორული ან სხვა ნიმუშების კულტურების შედეგები თუ დადებითია, შესაძლოა ტუბერკულოზზე მიუთითებდეს.
ბრონქოალვეოლური ლავაჟი (BAL), ნახველი ან ქსოვილის ბიოფსია უარყოფითია Pneumocystis jirovecii-ზე.
ლეგიონელას
ნიშნები / სიმპტომები
ლეგიონერების დაავადება შესაძლოა ხასიათდებოდეს ცხელებით, არაპროდუქტიული ხველით და მცირე ოდენობით პულმონური სიმპტომებით.
ინფიცირებულ პაციენტებს შესაძლოა ქონდეთ დიარეა, ბრადიკარდია და მუცლის ტკივილი.
კვლევები
Legionella pneumophila ყველაზე ხშირი კლინიკური ტიპია. დიაგნოზის დასადგენად გამოიყენება სეროლოგია, რომელზეც უნდა გამოვლინდეს იმუნოგლობულინ G, M ან A-ის მწვავე დონეები. ასპარტატ ამინოტრანსფერაზა და ალანინ ამინოტრანსფერაზა შესაძლოა მომატებული იყოს.
კრიპტოკოკი
ნიშნები / სიმპტომები
იწვევს ფილტვის, ნევროლოგიურ და დისემინირებულ დაავადებას და კანის დაზიანებებს.
გამოვლინებები ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე უფრო მეტად კრიპტოკოკოზზე მიუთითებს, ვიდრე პნევმოცისტურ პნევმონიაზე.
კვლევები
პერიფერული და თავზურგტვინის სითხის კრიპტოკოკული სეროლოგია ძალიან სენსიტიური და სპეციფიკური ტესტია.
ბრონქოალვეოლური ლავაჟი (BAL), ნახველი ან ქსოვილის ბიოფსია უარყოფითია Pneumocystis jirovecii-ზე.
ბლასტომიკოზი
ნიშნები / სიმპტომები
Blastomyces dermatitidis ენდემურია ჩრდილო აფრიკისთვის და არის სოკოვანი მიკროორგანიზმი, რომელიც მიწაში არსებობს.
შესაძლებელია ანამნეზში არსებობდეს კონტაქტი დაინფიცირებულ ძაღლებთან ან კატებთან.
ვლინდება ცხელების სისტემური სიმპტომებით და პნევმონიით.
კანის დაზიანებები ფართოდაა გავრცელებული, დაწყლულებები ტიპური პუსტულებით კიდეების გარშემო.
კვლევები
დამახასიათებელი ფართო ფუძიანი მზარდი სოკოვანი მიკროორგანიზმები ნახველსა ან ქსოვილებში ციტოლოგიით ან ჰისტოლოგიით.
ბრონქოალვეოლური ლავაჟი (BAL), ნახველი ან ქსოვილის ბიოფსია უარყოფითია Pneumocystis jirovecii-ზე.
სარკოიდოზი
ნიშნები / სიმპტომები
შესაძლოა გამოვლინდეს პნევმოცისტური პნევმონიის მსგავსი სიმპტომებით, თუმცა ახასიათებს უფრო სისტემური ჩართულობა, მათ შორის კვანძები კანზე.
კვლევები
ბილატერალურად ჰილარული ლიმფადენოპათია გულმკერდის რენტგენზე.
ფილტვების ბიოფსია გვიჩვენებს გრანულომატოზურ ქსოვილს.
მიკრობიოლოგია და კულტურა
ნიშნები / სიმპტომები
რესპირატორული ინფექცია ვლინდება ძირითადად ბავშვებსა და ახალგაზრდებში და ხშირად აღინიშნება მჭიდროდ დასახლებულ პირობებში, როგორიცაა სკოლა-ინტერნატები, კოლეჯები და სამხედრო ბაზები.
ინციდენტობა შედარებით იზრდება გვიან ზაფხულში ან შემოდგომაზე და ეპიდემიები ხშირად ვლინდება 3-5 წლიანი ინტერვალებით.
კვლევები
Mycoplasma pneumoniae-ს მიკრობიოლოგია და კულტურა ცხვირ-ხახის ასპირატიდან ან ნახველიდან ან ყელის ნაცხიდან. ფართოდ ხელმისაწვდომი არ არის.
გამოჯანმრთელების ფაზის სისხლის შრატში მიკოპლაზმა-სპეციფიკურია იმუნოგლობულინის ტიტრის მომატება. ტიტრის რაოდენობის ცვლილება დამოკიდებულია გამოყენებულ კომერციულ ანალიზზე.
ფილტვის ემბოლია
ნიშნები / სიმპტომები
შესაძლოა რასებობდეს ღრმა ვენების თრომბოზის ისტორია.
სიმპტომები მოიცავს გულმკერდის ტკივილს და დისპნოეს.
შესაძლოა განვითარდეს სინკოპე.
ნიშნები მოიცავს ტაქიპნოეს (სუნთქვის სიხშირე >16 ჩასუნთქვა წთ-ში), ცხელება >37.8 °C (100.0°F), და მომატებული გულისცემის სიხშირე (>100 დარტყმა წთ-ში).
კვლევები
განმსაზღვრელი სადიაგნოსტიკო გამორიცხვა/დადასტურების ტესტები მოიცავს D-დიმერს, გულმკერდის მულტიდეტექტორულ კომპიუტერულ ტომოგრაფიას, ვენტილაცია-პერფუზიის სკანირებას და ფილტვის ანგიოგრაფიას.
ვირუსული პნევმონია
ნიშნები / სიმპტომები
სიმპტომები და ნიშნები შესაძლოა იყოს მსგავსი პნევმოცისტური პნევმონიისა.
ანტიბიოტიკების უეფექტობა
კვლევები
ცხვირ-ხახის დადებითი ვირუსული კულტურები.
სისხლის თეთრ უჯრედებში შედარებითი ლიმფოციტოზი.
გრიპი
ნიშნები / სიმპტომები
სიმპტომები და ნიშნები შესაძლოა იყოს მსგავსი პნევმოცისტური პნევმონიისა.
ანტიბიოტიკების უეფექტობა
კვლევები
ვირუსების სეროლოგია ან კულტურა შესაძლოა დადებითი იყოს გრიპზე.
მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი (ARDS)
ნიშნები / სიმპტომები
ასპირაციის, ინჰალაციური დაზიანების, მწვავე პანკრეატიტის, ტრავმის, დამწვრობების, ფილტვის კონტუზიის, ტრანსფუზიასთან დაკავშირებული ფილტვის დაზიანების, კარდიოპულმონური შუნტირების, ცხიმოვანი ემბოლიის, სისხლძარღვშიდა დისემინირებული კოაგულაციის და წამლის დოზის გადაჭარბების ისტორია.
გასინჯვისას ARDS-ს მქონე პაციენტებს აქვთ მწვავე ჰიპოქსიური რესპირატორული უკმარისობა, რასაც მაღალი კონცენტრაციით ჟანგბადი და/ან PEEP ესაჭიროება ჟანგბადის გაჯერების შესანარჩუნებლად >90%.
ფილტვების გასინჯვით შესაძლოა გამოვლინდეს ბაზილარული ან დიფუზური ხიხინი.
მწვავე რესპირატორული დისტრესსინდრომი, რიგ შემთხვევებში, წარმოადგენს პნევმოცისტური პნევმონიის გართულებას. ეს ორი მდგომარეობა შესაძლოა ერთდროულად არსებობდეს.
კვლევები
სისხლის, ნახველის, შარდის კულტურები და ლიპაზის სინჯები კეთდება ფონური ინექციის და პანკრეატიტის შესამოწმებლად.
ბრონქოალვეოლური ლავაჟი ან ასპირატის აღება ტრაქეიდან რეკომენდებულია მწვავე რესპირატორული დისტრესსინდრომის მქონე პაციენტებში პნევმონიის სავარაუდო არსებობის გამო. პროცედურებს ასევე იყენებენ პაციენტებში, რომლებშიც არ არის დადგენილი წინასწარი მდგომარეობის დიაგნოზი. ბრონქოალვეოლური ლავაჟის ფარგლებში შესაძლოა ჩატარდეს ტესტირება Pneumocystis jirovecii-ს მიმართ.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას