ეტიოლოგია
პნევმოცისტურ პნევმონიას იწვევს სოკოვანი მიკროორგანიზმი Pneumocystis jirovecii (რომელსაც ადრე უწოდებდნენ Pneumocystis carinii-ს). Pneumocystis-ის ტრანსმისიის ფორმა კარგად შესწავლილი არ არის, თუმცა ცხოველებსა და ადამიანებზე ჩატარებული კვლევების შედეგად ვარაუდობენ, რომ გადაცემის ფორმა, მაღალი ალბათობით აეროგენულია.[32]
პნევმოცისტებით გამოწვეული პნევმონია პირველად ამოიცნეს 1940-იან და 1950-იან წლებში. მიკროორგანიზმი პროტოზოად ითვლებოდა 1988 წლამდე, როცა რნმ კვლევებმა აჩვენა უფრო მეტი ჰომოლოგია სოკოებთან.[33] 2001 წელს პნევმოცისტების რეკლასიფიცირება მოხდა და მიაკუთვნეს სოკოებს და დაერქვა Pneumocystis jirovecii.[34][35]პნევმოცისტური პნევმონია ყევლაზე ხშირად განიხილება, როგორც PCP.
პათოფიზიოლოგია
ფილტვების ინფექცია იწყება მიკროორგანიზმის გამრავლებით ალვეოლებში. ინფექციის პროგრესირებასთან ერთად ალვეოლები ივსება ექსუდატით, ვლინდება მე-2 ტიპის პნევმოციტების ჰიპერპლაზია და მონონუკლეარული უჯრედების ინფილტრაცია ფილტვებში. ალვეოლების ამომფენი უჯრედების დესქვამაცია ზრდის ალვეოლების კაპილარული მემბრანის გამტარობას და ფილტვის არაკარდიოგენულ შეშუპებას.
შიდსის მქონე პაციენტების ფილტვებში დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი პნევმოცისტური მიკროორგანიზმები და ნაკლები ანთებითი უჯრედები, ვიდრე პნევმპცისტური პნევმონიის მქონე პაციენტებში, რომლებსაც არ აღენიშნებათ აივ ინფექცია.[36] PCP-ს მქონე შიდსიან პაციენტებში ანთებითი უჯრედების უფრო ნაკლები რაოდენობა უკავშრდება უკეთეს ოქსიგენაციასა და გადარჩენას, ვიდრე პაციენტებში, რომლებსაც არ აქვთ შიდსი.[36]
ფილტვის შემდგომმა დესტრუქციამ შესაძლოა პნევმატოცელეების (აგრეთვე ცნობილია, როგორც ცისტები, ბუშტები ან ღრუები) და პნევმოთრაქსის წარმოქმნა გამოიწვიოს. ეს დაზიანება შესაძლოა გამოვლინდეს ქრონიკული, დაბალი ხარისხის ინფექციის, პროტეაზებისა და ელასტაზების გამომყოფი ანთებით განპირობებული ფილტვის პარენქიმის ეროზიის ან ფილტვის შემაერთებელი ქსოვილის აივ ინფექციით შეცვლის შედეგად.[37][Figure caption and citation for the preceding image starts]: წინა-უკანა გულმკერდის რენტგენი აჩვენებს ფილტვის მძიმე ფორმის, ბილატერალურ ინტერსტიციულ ინფილტრაციას პნევმატოცელეებითმეთიუ გინგოს კოლექციიდან, UPMC [Citation ends].[Figure caption and citation for the preceding image starts]: გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფიით ფილტვში ვლინდება ორმხრივი ინტერსტიციული ინფილტრატები და პნემვმატოცელეები (ცისტები), რაც დამახასიათებელია პნევმოცისტური პნევმონიისათვისმეთიუ გინგოს კოლექციიდან, UPMC [Citation ends].
კლასიფიკაცია
ბიოლოგიური კლასიფიკაცია
სამეფო: სოკოები
ქვე-სამეფო: Dikarya
ტიპი: Ascomycota
ქვე-ტიპი: Taphrinomycotina
კლასი: Pneumocystidomycetes
რიგი: Pneumocystidales
ოჯახი: Pneumocystidaceae
გვარი: პნევმოცისტები
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას