კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
გულმკერდის რენტგენი
ტესტი
რეტიკულური ან გრანულარული სიმკვრივეები ტიპურად პერიჰილარულადაა, მაგრამ შესაძლოა დიფუზურიც იყოს. უფრო ნაკლები სიხშირით ისინი ასიმეტრიულია ან პროგრესირებს რეტიკულურ-ალვეოლურ მახასითებლებამდე.
გულმკერდის რენტგენის ნიშნების სხვადასხვაობა აღინიშნა, მათ შორის წილოვანი კონსოლიდაცია, კვანძოვანი დაზიანებები, პნევმოთორაქსი, პნევმომედიასტინუმი და გულმკერდის ნორმალური რენტგენოგრამაც კი. შესაძლოა არსებობდეს კისტები ან პნევმატოცელები.[91][92]
პლევრული გამონაჟონი ან ადენოპათია ალტერნატიულ დიაგნოზზე მიუთითებს.
პაციენტებში, რომლებიც პნევმოცისტური პნევმონიის პროფილაქტიკისთვის მოიხმარდნენ ინჰალაციურ პენტამიდინს, გულმკერდის რენტგენზე შესაძლოა ინფილტრატები ძირითადად გამოვლინდეს ზედა წილებში.[93][Figure caption and citation for the preceding image starts]: წინა-უკანა გულმკერდის რენტგენი აჩვენებს ფილტვის მსუბუქ, რეტიკულურ, ბილატერალურ ინტერსტიციულ ინფილტრაციასმეთიუ გინგოს კოლექციიდან, UPMC [Citation ends].[Figure caption and citation for the preceding image starts]: წინა-უკანა გულმკერდის რენტგენი აჩვენებს ფილტვის მძიმე ფორმის, ბილატერალურ ინტერსტიციულ ინფილტრაციას პნევმატოცელეებითმეთიუ გინგოს კოლექციიდან, UPMC [Citation ends].
შედეგი
ბილატერალურად სიმეტრიული ინტერსტიციული ინფილტრატები
არტერიული სისხლის აირები
ტესტი
ოთახის ჰაერზე pO₂ ≥70 მმ.ვწყ.სვ., ან ალვეოლურ-არტერიული გრადიენტი ≤35 მმ.ვწყ.სვ. მიუთითებს მსუბუქი-საშუალო სიმძიმის დაავადებაზე.
ოთახის ჰაერზე pO₂ <70 მმ.ვწყ.სვ., ან ალვეოლურ-არტერიული გრადიენტი >35 მიუთითებს საშუალო-მძიმე ხარისხის დაავადებაზე.
შედეგი
შემცირებული pO₂ და მომატებული ალვეოლურ-არტერიული (A-a) გრადიენტი
LDH-ის დონე შრატში
ტესტი
აივ ინფიცირებულ, პნევმოცისტური პნევმონიით დაავადებული პაციენტების 90%-ს მომატებული აქვს ლაქტატდეჰიდროგენაზას დონე. წარმატებული მკურნალობის პირობებში ლაქტატდეჰიდროგენაზას დონე იკლებს.[68]
შედეგი
მომატებულია (>220 საერთაშორისო ერთეულები/ლ)
ინდუცირებული ნახველის
ტესტი
უნდა გამოიყოს ნახველი და გაიგზავნოს Pneumocystis jirovecii-ზე შესაღებად იმ მეთოდით, რომელიც უკეთ ტარდება დაწესებულების მიერ.
სპონტანურად ინდუცირებული ნახველის სენსიტიურობა პნევმოცისტური პნევმონიის სადიაგნოსტიკოდ დაბალია, ამიტომ ნახველი არ გამოიყენება. ინდუცირებული ნახველის ტესტირების მგრძნობელობა 50-90%-ია ნიმუშის ხარისხის, შეღებვის მეთოდის, პათოგენის რაოდენობის და დაწესებულების გამოცდილების მიხედვით.[32][63][64][65][66]
ამოხველებულ ნახველს სუსტი სენსიტიურობა აქვს და არ უნდა გამოვიყენოთ.
უპირატესობა ენიჭება ანტიგენის პირდაპირ ფლუორესცენტულ ანალიზს, რადგანაც ის უფრო სენსიტიური და სპეციფიკურია.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ბრონქოალვეოლარული ლავაჟის (BAL) სითხის ფოტომიკროგრაფია, რომელიც გვიჩვენებს პნევმოცისტის კისტებს, გროკოტ-გომორის მეტენამინ-ვერცხლის საღებავით შავად შეღებვას (მეთილის მწვანე კონტრასტით)მეთიუ გინგოს კოლექციიდან, UPMC [Citation ends].
შედეგი
პოზიტიური პნევმოცისტებზე
გასათვალისწინებელი კვლევები
გულ-მკერდის მაღალი რეზოლუციის კომპიუტერული ტომოგრაფია (HRCT)
ტესტი
პნევმოცისტური პნევმონიის კლინიკური გამოვლინებების მქონე პაციენტებს, რომლებსაც გულმკერდის ნორმალური ან შეუცვლელი რენტგენი აქვთ, უნდა ჩაუტარდეთ გულმკერდის მაღალრეზოლუციური კომპიუტერული ტომოგრაფიული (HRCT) სკანირება ან ფილტვის ფუნქციური სინჯები ნახშირბადის მონოქსიდის დიფუზური ტევადობის გაზომვასთან ერთად.
თუ გულმკერდის მაღალრეზოლუციური კომპიუტერულ-ტომოგრაფიული სკანირება ავლენს მინის ნამსხვრევისებრ დაჩრდილვებს, პაციენტს უნდა ჩაუტარდეს ნახველის ინდუქცია, შემდეგ კი ბრონქოალვეოლური ლავაჟი (თუ ნახველის ინდუქცია უარყოფითია), რადგან მინის ნამსხვრევისებრი დაჩრდილვები მგრძნობიარეა , მაგრამ არა სპეციფიკური პნევმოცისტური პნევმონიის მიმართ.[69][70][71]
უარყოფითი HRCT-ს შემთხვევაში PCP ნაკლებად სავარაუდოა.[69][Figure caption and citation for the preceding image starts]: გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფიით ფილტვში ვლინდება ორმხრივი ინტერსტიციული ინფილტრატები და პნემვმატოცელეები (ცისტები), რაც დამახასიათებელია პნევმოცისტური პნევმონიისათვისმეთიუ გინგოს კოლექციიდან, UPMC [Citation ends].
შედეგი
დიფუზური, ბილატერალური დაბურული შუშისებრი სიმკვრივეები
სუნთქვის ფუნქციური სინჯები
ტესტი
პნევმოცისტური პნევმონიის კლინიკური გამოვლინებების მქონე პაციენტებს, რომლებსაც გულმკერდის ნორმალური ან შეუცვლელი რენტგენი აქვთ, უნდა ჩაუტარდეთ გულმკერდის მაღალრეზოლუციური კომპიუტერული ტომოგრაფიული (HRCT) სკანირება ან ფილტვის ფუნქციური სინჯები ნახშირბადის მონოქსიდის დიფუზური ტევადობის გაზომვასთან ერთად.
თუ ნახშირორჟანგის დიფუზიის მოცულობა დაქვეითებულია, პაციენტს უნდა ჩაუტარდეს ნახველის ინდუქცია, რასაც მოსდევს ბრონქოალვეოლური ლავაჟი (თუ ნახველის ინდუქცია უარყოფითია), რადგანაც დაქვეითებული DLCO სენსიტიურია, მაგრამ არასპეციფიკური პნევმოცისტური პნევმონიისთვის.[69][70][71]
ნორმალური DLCO PCP-ს დიაგნოზს ნაკლებად სავარაუდოს ხდის. თუ DLCO დაბალია (სავარაუდოზე <80%), პაციენტს უნდა ჩაუტარდეს ნახველის ინდუქცია.
შედეგი
დაქვეითებული ნახშირორჟანგის დიფუზური მოცულობა (DLCO)
ბრონქოსკოპია და ბრონქოალველოური ლავაჟი (BAL)
ტესტი
ბრონქოსკოპია BAL-თან ერთად უნდა შესრულდეს, თუ ინდუცირებული ნახველი უარყოფითია.
ლავაჟის სითხე უნდა გაიგზავნოს ჰისტოქიმიური შეღებვისთვის.
BAL-ის სენსიტიურობა 90-99%-ია აივ-ინფიცირებულ პაციენტებში.[32]
შედეგი
პოზიტიური პნევმოცისტებზე
ბიოფსიის
ტესტი
აივ-უარყოფით პაციენტებში ტრანსბრონქული ბიოფსია უფრო ხშირადაა აუცილებელი დიაგნოზის დასადასტურებლად, რადგანაც BAL ნაკლებად სენსიტიურია.
ტრანსბრონქული ბიოფსიის სენსიტიურობა 95-100%-ია.[32]
თუ კლინიკური ეჭვი პნევმოცისტურ პნევმონიაზე კვლავ მაღალია ან წინა ანალიზმა არ გამოავლინა პაციენტის დაავადების ეტიოლოგია, ღია ფილტვის ბიოფსიის ჩატარებაზე უნდა ვიფიქროთ, რათა დადასტურდეს ან გამოირიცხოს პნევმოცისტური პნევმონია, ასევე დადგინდეს, არის თუ არა რაიმე სხვა პათოლოგია. ღია ფილტვის ბიოფსიის მგრძნობელობა 95-100%-ია.[32]
შედეგი
პოზიტიური პნევმოცისტებზე
ახალი ტესტები
პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR)
ტესტი
PCR, რეალურ დროში PCR და რევერს ტრანსკრიპაზა PCR, შესაძლოა განისაზღვროს Pneumocystis jirovecii დნმ-ის დაბალი დონე.
ამ ანალიზების მეშვეობით პნევმოცისტური პნევმონიის დიაგნოსტიკური მგრძნობელობა იზრდება, თუმცა ანალიზები ხშირად ხელმისაწვდომი არ არის. ეს ანალიზები ხასიათდება ცრუ-დადებითი შედეგების უფრო მაღალი მაჩვენებლით, ვიდრე ჰისტოქიმიური წესით შეღებვა.[74][75][76][77][78][80]
შედეგი
პოზიტიური პნევმოცისტებზე
პლაზმაში S-ადენოზილმეთიონინის დონე
ტესტი
შესაძლოა გაზარდოს პნევმოცისტური პნევმონიის დიაგნოსტიკის მგრძნობელობა, თუმცა ამჟამად არ არის კლინიკურად ხელმისაწვდომი.[79]
შედეგი
დაქვეითებული
შრატის (1,3)-ბეტა-D-გლუკანის დონე
ტესტი
პნევმოცისტური პნევმონიის დიაგნოსტიკის გასაუმჯობესებლად გაჩნდა ინტერესი, შემოწმებულიყო შრატში (1,3)-ბეტა-D-გლუკანი, რომელიც სოკოს კედლის ელემენტია.[81][82][83][84][85]
ამ კვლევებმა აჩვენა, რომ (1,3)-ბეტა-D-გლუკანი მნიშვნელოვნადაა მომატებული PCP-ს მქონე პაციენტებში, თუმცა უფრო ნაკლებად, ვიდრე PCP-ს მქონე აივ-უარყოფით პაციენტებში და დონეები არ იყო დაკავშირებული სიმძიმესა და მკურნალობაზე პასუხთან.[86]
სულ მცირე ერთი რესპირატორული სიმპტომის მქონე, შიდსის მქონე 159 პაციენტის კვლევაში, რომელთაგან 139-ს პნევმოცისტური პნევმონია ქონდა, (1,3)-ბეტა-D-გლუკანის (≥80 ნგ/მლ) სენსიტიურობა და სპეციფიკურობა იყო 92.8% და 75.0%, შესაბამისად.[90]
უფრო დიდი კვლევები, შესაბამისი შესადარებელი ჯგუფებით, საჭიროა რელევანტური ანალიზების მახასიათებლების შესამოწმებლად, რადგანაც ეს მარკერი აგრეთვე შესაძლოა გაიზარდოს სხვა სოკოვანი ინფექციების დროსაც.
შედეგი
მოამტებულია
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას