პირველადი პრევენცია

პნევმოცისტური პნევმონიის (PCP) პრევენცია შესაძლებელია აივ-დადებით პაციენტებში კომბინაციური ანტირეტროვირუსული მკურნალობის (ART) გამოყენებით იმუნური ფუნქციის აღდგენისა და შენახვის მიზნით.[22][32][46]

სპეციფიკური პროფილაქტიკური მკუნრალობა ესაჭიროება თითოეულ პაციენტს, რომელიც იმყოფება პნევმოცისტური პნევმონიის ინფექციის მაღალი რისკის ქვეშ.

მოზრდილები ან მოზარდები, აივ-დადებითი[32]

  • აივ-დადებითი პაციენტები, რომლებსაც PCP-ს კლინიკური სიმპტომები ან ნიშნები აქვთ, პირველადი პროფილაქტიკური მკურნალობა ესაჭიროებათ შემდგომ გარემოებებში:

    • CD4 უჯრედების რაოდენობა <200 უჯრედი/მიკროლიტრი

    • CD4 უჯრედების პროცენტულობა <14%

    • CD4 უჯრედების რაოდენობა >200 უჯრედი/მიკროლიტრი - <250 უჯრედი/მიკროლიტრი, თუ ანტირეტროვირუსული მკურნალობა ყოვნდება და შეუძლებელია CD4 უჯრედების რაოდენობის კონტროლი ყოველ 1-3 თვეში.

  • პაციენტებს, რომლებიც ტოქსოპლაზმოზის სუპრესიისთვის მკურნალობენ პირიმეთამინი/სულფადიაზინით, არ ესაჭიროებათ დამატებითი პროფილაქტიკა.

აივ რისკის მქონე ბავშვები[22]

  • PCP პროფილაქტიკა რეკომენდებულია მომდევნო ჯგუფის ბავშვებში:

    • 1-12 თვის ასაკის აივ დადებით ჩვილები, განურჩევნლად CD4 უჯრედების რაოდენობის ან პროცენტისა

    • 1-5 წლის ასაკის აივ-დადებითი ბავშვები CD4 უჯრედების რაოდენობით <500 უჯრედი/მიკროლიტრი ან CD4 პროცენტულობით <15%

    • 6-12 წლის აივ-დადებითები CD4 უჯრედების რაოდენობით <200 უჯრედი/მიკროლიტრი ან CD4 პროცენტულობით <15 %

    • აივ-დადებითი დედების აივ-განუსაზღვრელი ჩვილები.

აივ-უარყოფითი, იმუნოკომპრომისული პაციენტები[31][47][48][49]

  • პნევმოცისტური პნევმონიის პროფილაქტიკის ჩვენებები რისკის შეფასების შემდეგ:

    • ჰემატოლოგიური ავთვისებიანი მდგომარეობანი

    • ჰემატოპოეტური უჯრედების ტრანსპლანტაცია

    • სხვა ავთვისებიანი დაავადებები, რომელთა სამკურნალოდ დანიშნული ქიმიოთერაპიის რეჟიმი დაკავშირებულია პნევმოცისტური პნევმონიის >3.5%-იან რისკთან

    • მკვრივი ორგანოების ტრანსპლანტაცია

    • კორტიკოსტეროიდების ქრონიკული გამოყენება სხვა იმუნოსუპრესიულ მედიკამენტებთან და მათ გარეშეც

    • ზოგიერთი პირველადი იმუნოდეფიციტური დაავადება (მაგ. მძიმე კომბინირებული იმუნოდეფიციტი).

პირველი რიგის პროფილაქტიკური მედიკამენტია ტრიმეტოპრიმ/სულფამეთოქსაზოლი (TMP/SMX) უკუჩვენებების არარსებობის შემთხვევაში. იმ პაციენტთათვის, რომლებსაც არ აქვთ ამტანობა ტრიმეტოპრიმ/სულფამეთოქსაზოლის მიმართ, სხვა ვარიანტებია: დაპსონი + პირიმეთამინი + ფოლინის მჟავა (კალციუმის ფოლინატის ფორმით), ატოვაქონი, ატოვაქონი + პირიმეთამინი + ფოლინის მჟავა (კალციუმის ფოლინიტის ფორმით), ან აეროზოლირებული პენტამიდინი.[32] ინტრავენური პენდამიდინი განიხილება >2 წლის ბავშვებში, როცა სხვა ვარიანტი არ გვაქვს.[22] ყველა პაციენტი უნდა შემოწმდეს გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზის (G6PD) დეფიციტზე დაფსონის დაწყებამდე, თუ ეს შესაძლებელია. PCP პროფილაქტიკის ყველა დეტალისთვის გთხოვთ იხილოთ მართვის ნაწილი.

მიუხედავად მტკიცებულებების არსებობისა, რომ მიკროორგანიზმი ადამიანიდან ადამიანზე გადადის, პნევმოცისტური პევმონიის მქონე პაციენტებში რესპირატორული იზოლაცია არ არის რეკომენდებული.[32][50][51][52][53]

ვაქცინები ჯერ-ჯერობით შემუშავების სტადიაშია.[54][55][56][57][58][59]

მეორეული პრევენცია

პაციენტები, რომლებსაც ქონდათ PCP ინფექცია, მკურნალობდნენ და არ აქვთ სიმპტომები, იღებენ მეორად პროფილაქტიკას, რომელიც პირველადი პროფილაქტიკის მსგავსად მიდის თითოეული ჯგუფის პაციენტისთვის.

მეორეული პროფილაქტიკა რეკომენდებულია აივ-დადებითი პაციენტებისთვის, რომლებსაც გადატანილი აქვთ პნევმოცისტური პნევმონია; ეს უნდა დაიწყოს პნევმონიის მკურნალობის შემდეგ და გაგრძელდეს სანამ არ მოხდება იმუნიტეტის აღდგენა ანტირეტროვირუსული მკურანლობის შედეგად.[22][32]

მეორეული პროფილაქტიკა პაციენტთა უმეტესობასთან უნდა შეწყდეს იმავე კრიტერიუმების გამოყენებით, რომლებსაც პირველადი პროფილაქტიკის შეწყვეტისას ვიყენებთ. PCP პროფილაქტიკა აივ-ინფიცირებულ <1 წლამდე ჩვილებში არ უნდა შეწყდეს. პროფილაქტიკა სიცოცხლის მანძილზე უნდა გაგრძელდეს პაციენტებთან, რომლებსაც PCP CD4 უჯრედების >200 უჯრედი/მიკროლიტრზე რაოდენობის მიუხედავად განუვითარდათ.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას