მონიტორინგი

მონიტორინგი მკურნალობის პროცესში უნდა იყოს ფოკუსირებული მკუნალობაზე პასუხზე, წამლების ტოქსიურობაზე და აიმუნიტეტის აღდგენის ანთებით სინდრომზე (IRIS).[130]

თუ პნევმოცისტური პნევმონია (PCP)კლინიკურად უარესდება ანტირეტროვირუსული მკურნალობის (ART) დაწყების შემდეგ, მნიშნველოვანია გამოირიცხოს პნევმოცისტური პნევმონიის მიმართ მკურნალობის წარუმატებლობა, წამლებზე რეაქცია, ახალი ინფექცია, ავთვისებიანი მდგომარეობა ან სხვა პროცესი, როგორიცაა გულის შეგუბებითი უკმარისობა იმუნური რეკონსტიტუციის ანთებითი სინდრომი დიაგნოზის დასმამდე. ანტირეტროვირუსული თერაპიის ადრეულ ეტაპზე დაწყება (2 კვირაში) გვიან დაწყებასთან შედარებით შედარებით სიკვდილობის დაბალ რისკთან იყო დაკავშირებული პნევმოცისტური პნევმონიის მქონე არაინტენსიური თერაპიის პაციენტების ერთ-ერთ კვლევაში და, შესაბამისად, რეკომენდებულია ანტირეტროვირუსული მკურნალობის ადრეულ ეტაპზე დანიშვნა.[131]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას