შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი #1

34 წლის მამაკაცს, ანამნეზში სქესობრივი კავშირით მამაკაცთან, 3 კვირაა მზარდი დისპნოე აქვს, რომელსაც უკავშირდება ცხელება და არაპროდუქტიული ხველა. მას აქვს ტაქიკარდია და ტაქიპნოე და ტემპერატურა 38.1°C (100.5°F). მისი პულსოქსიმეტრია 86%-ია ოთახის ტემპერატურაზე. ის გამხდარია და საშუალო სიმძიმის რესპირატორული დისტრესი აქვს. ფილტვების გასინჯვის შედეგები უმნიშვნელოა.

შემთხვევის ანამნეზი #2

45 წლის ქალი ანამნეზში ვეგენერის გრანულომატოზით 6 თვის მანძილზე მკურნალობდა ციკლოფოსფამიდითა და პრედნიზოლონით და ერთი კვირაა აქვს ხველა, დისპნოე და ცხელება. პაციენტს ტაქიპნოე აქვს და პულსოქსიმეტრია ოთახის ჰაერზე 80%-ია. ვლინდება საშუალო სიმძიმის რესპირატორული დისტრესი და დიფუზური ხიხინი ფილტვებში.

სხვა გამოვლინებები

მძიმე ფორმის, შორსწასული აივ დაავადების მქონე პაციენტებს, განსაკუთრებით ვინც პროფილაქტიკას გადის ინჰალაციური პენტამიდინით, შესაძლოა ქონდეთ იშვიათი ექსტრაპულმონური პნევმოცისტოზი, რაც უმეტესწილად მოიცავს ლიმფურ კვანძებს, ელენთას, ღვიძლს და ძვლის ტვინს.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას