ეპიდემიოლოგია

პნევმოცისტური პნევმონია (PCP) ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე ხშირი შიდსის-განმსაზღვრელი დაავადებაა მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების ბავშვებთან, მოზარდებსა და მოზრდილებთან.[1]

კომბინირებული ანტირეტროვირუსული თერაპიის (ART) ეპოქაში ოპორტუნისტული ინფექციების (მათ შორის PCP-ის) ინციდენტობა შემცირდა.[2][3][4][5][6]​​​​​ EuroSIDA კვლევით, რომელშიც ევროპის 8500-ზე მეტი აივ-დადებითი პირი იყო ჩართული, გამოვლინდა რომ PCP-ის ინციდენტობა 1995 წლის მარტამდე წელიწადში 100 მოსახლეზე 4.9 შემთხვევიდან 1998 წლის მარტის შემდეგ წელიწადში 100 მოსახლეზე 0.3 შემთხვევამდე შემცირდა.[7] ანალოგიურად, NA-ACCORD- ის კვლევამ, რომელიც იკვლევდა 16 კოჰორტას 80 000-ზე მეტი აივ – დადებითი პაციენტებით აშშ – დან და კანადიდან, დააფიქსირა PCP– ის ინციდენტობის დაქვეითება 0,92 შემთხვევიდან 100 პერსონაზე - 2000 - 2003 წლებში, 0,39 – მდე 2008 - 2010 წლებში.[8] თუმცა, პნევმოცისტური ინფექცია რჩება აივ ინფიცირებულთა შორის ხშირ დიაგნოზად, რაც ინტენსიურ განყოფილებაში მოხვედრის მიზეზი ხდება.[9] ნიუ იორკში, მწვავე მდგომარეობების მესამეულ საავადმყოფოში (რომელშიც არის სრული ამბულატორიული აივ პროგრამა) 2004-2008 წლებში შიდსთან დაკავშირებული სიკვდილობის 4.8% განპიროებებული იყო პნევმოცისტური პნევმონიით.[10] აივ-დადებით მოზრდილებში PCP-ს განვითარების ყველაზე დიდი რისკფაქტორი არის CD4 უჯრედების რაოდენობა <200 უჯრედი/მიკროლიტრი, CD4 უჯრედების რაოდენობის დაქვეითება ზრდის რაოდენობის ამ დონეზე ქვემოთ დაცემის რისკს.[11][12]​ PCP-ის რისკი მცირდება თუ ART-ს ფონზე პაციენტები ინარჩუნებენ CD4 უჯრედების რაოდენობის ზრდას მეტი ვიდრე 200 უჯრედი/მიკროლიტრზე. ამგვარად, დღესდღეობით PCP-ის შემთხვევების უმეტესობა ვლინდება პაციენტებთან, რომლებმაც არ იციან თავიანთი აივ ინფიცირების შესახებ, არ მიმართავენ აივ საწინაარმდეგო სამედიცინო დახმარებას, ან ცუდი დამყოლობის ან აუტანლობის გამო არ იტარებენ ART-ს ან PCP-ის პროფილაქტიკას, და პაციენტებთან ღრმა იმუნოსუპრესიით (მაგ. CD4 უჯრედების რაოდენობით <100 უჯრედი/მიკროლიტრზე).[2][5][13][14][15]​​​​ 2000-დან და 2013 წლამდე პერიოდში ევროპულმა კვლევამ აჩვენა იმ პაციენტების ასაკობრივი ჯგუფის და პროპორციის ზრდა, რომლებთანაც PCP-ის ეპიზოდი წინ უსწრებდა აივ-ის დიაგნოზს (34-დან 44 წლამდე, და 48%-დან 67%-მდე შესაბამისად).[16]

აშშ-ში აივ ინფექციის პრევალენტობა შესაძლოა არ იყოს სათანადოდ შეფასებული და ამგვარად, PCP-ს პირველი ეპიზოდის ინციდენტობაც შესაძლოა არ იყოს სათანადოდ შეფასებული, გასნსაკუთრებით კი იმ ჯგუფებში, რომლებსაც ნაკლებად მიუწვდებათ ხელი სამედიცინო დახმარებაზე.[17] PCP-ის რისკის მქონე პაციენტების კიდევ ერთ ჯგუფს შეადგენენ აივ-დადებითი ლტოლვილები დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებიდან, რომლებთანაც PCP-ის დიფერენცირება ფილტვის ტუბერკულოზისგან ან ორმაგი ინფექციისგან შეიძლება რთული იყოს.[18]

ბავშვებში, PCP-ს საერთო ინციდენტობა შემცირდა აივ ერის დაწყებიდან, ნაწილობრივ გაუმჯობესებული ანტენატალური აივ ტესტირების და ვირუსის ვერტიკალური ტრანსმისიის პრევენციისთვის აივ მკურნალობის გამოყენების გამო, მაგრამ ასევე შესაძლოა ART-ის გამოც.[2][19]​ შიდსის პერინატალური ტრანსმისიის კოლაბორაციული კვლევის მონაცემებით PCP-ის ინციდენტობა აივ-დადებით ბავშვებთან პრე-ART ერის პერიოდში 5.2 შემთხვევიდან 100 მოსახლეზე-წელიწადში პოსტ-ART ერაში 0.3 შემთხვევამდე შემცირდა 100 მოსახლეზე-წელიწადში.[20] აივ-დადებით ბავშვებში PCP-ს უმაღლესი სიხშირეები ვლინდება 3-6 თვის ასაკის ჩვილებში. PCP-ს რისკი არ არის დაკავშირებული CD4 უჯრედების რაოდენობასთან 6 წლის ასაკამდე ბავშვებში, მაგრამ დაკავშირებულია CD4-ის პროცენტულობასთან. წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში CD4 უჯრედების რაოდენობა დაკავშირებულია PCP რისკთან ისევე, როგორც მოზრდილებში.[3][21][22]

PCP მნიშვნელოვანი ოპორტუნისტული ინფექციაა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების აივ-დადებით ბავშვებსა და მოზრდილებში, თუმცა შეზღუდული რესურსების გამო პათოგენის საბოლოო იდენტიფიკაცია შეიძლება რთული იყოს.[23]

აივ-უარყოფით პაციენტებში PCP-ს საერთო ინციდენტობა დაბალია და თითქმის ექსკლუიზიურად ვლინდება პაციენტებში, რომლებსაც იმუნოკომპრომისის სხვა მიზეზები აქვთ.[24][25][26][27][28]​​​ მიუხედავად იმისა, რომ PCP-ის ინციდენტობა ინგლისში 2000-დან 2010 წლამდე, საფრანგეთში კი 2005-დან 2013 წლამდე პერიოდში აივ-დადებით პირებში შემცირდა, იგივე პერიოდში აივ-ნეგატიურ პირებში PCP-ის მაჩვენებელი გაიზარდა.[29] აღნიშნულ პოპულაციაში PCP ვლინდება ძირითადად ორგანოთა ტრანსპლანტანტების რეციპიენტებში (7-43%), ჰემატოლოგიური ავთვისებიანი მდგოამრეობების მქონე ადამიანებში (23-39%), მკვრივი სიმსივნეების მქონე ადამიანებში (18-27%) და ანთებითი მდგომარეობების მქონე ადამიანებში.[26][27]​​​ გერმანიაში ჩატარებულმა რეტროსპექტულმა, პოპულაციურმა კვლევამ აჩვენა, რომ 2014-დან 2019 წლამდე შუალედში PCP-ის საერთო ინციდენტობა 100 000 მოსახლეზე 2.3-დან 2.6 შემთხვევამდე გაიზარდა. PCP-ის შემთხვევების 80%-ზე მეტი აივ-ნეგატიურ პირებთან დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ აივ-დადებით პირებთან ჰემატოლოგიური ავთვისებიანი მდგომარეობების და ტრანსპლანტაციის შემთხვევები დროთა განმავლობაში შემცირდა, სოლიდური ავთვისებიანი სიმსივნის მქონე პაციენტების წლიური მაჩვენებელი გაიზარდა, რაც მიუთითებს, რომ ფონური იმუნოსუპრესიული დაავადებების განაწილება PCP-ის შემთხვევებს შორის დროთა განმავლობაში შეიცვალა. იგივე ტენდენცია ფიქსირდება PCP-სთან დაკავშირებული სიკვდილიანობის შემთხვევაშიც.[6]​PCP დაფიქსირადა პაციენტებთან, რომლებიც მკურნალობდნენ სიმსივნის ნეკროზის ფაქტორის ანტაგონისტებით ან ანტი-CD20 მონოკლონური ანტისხეულებით, რიტუქსიმაბით.[30][31]​​​ აივ-ნეგატიურ პოპულაციაში PCP უფრო ელვისებურად ვითარდება და აივ-დადებით პირებთან შედარებით უფრო მეტ ავადობასა და სიკვდილობასთან ასოცირდება.[6][27]​​​

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას