პროგნოზი

პნევმოცისტური პნევმონიის მქონე ყველა პაციენტში გადარჩენადობა გაუმჯობესდა. აშშ-ს გარდაცვალების სერთიფიკატების დიდ მონაცემთა ბაზაში, სიკვდილობის მაჩვენებელი შემცირდა, 1999 წელს 100 000 ადამიანიზე 0,470 გარდაცვალებიდან, 2014 წელს 100 000 პირზე 0,154-მდე შემცირდა.[113] მოზრდილებისა და მოზარდების აივ დაავადების პროექტში 12 თვის მანძილზე გადარჩენა გაუმჯობესდა 40%-დან 1992/1993 წლებში 60%-მდე 1996/1998 წლებში.[114] ფაქტორები, რომლებიც დაკავშირებულია არაკეთლსაიმედო გამოსავალთან არის ანამნეზში პნევმოცისტური პნევმონია, CD4 უჯრედების დაბალი რაოდენობა (<50 უჯრედი/მიკროლიტრი), CD4 უჯრედების პროცენტულობა <15% და 60 წლამდე ასაკი. აივ-დადებით პაციენტებში, რომლებიც პნევმოცისტური პნევმონიის გამო მოხვდნენ 3 დიდ აკადემიურ ცენტრში 1995-1997 წლებში, მთიანობაში სიკვდილობამ შეადგინა 11.3%.[115] სიკვდილობის მაღალ მაჩვენებელთან დაკავშირებული ფაქტორები:

  • მომატებული A-a გრადიენტი

  • ჰიპოალბუმინემია

  • ნარკოტიკების მოხმარება

  • სუნთქვის გაზრდილი სიხშირე

  • Mycobacterium avium intracellulare ინფექციის პროფილაქტიკა

  • შიდსის დიაგნოზი

  • ლეიკოციტების რაოდენობის მომატება

  • შრატში მომატებული კრეატინინი

  • ნევროლოგიური სიმპტომები

2008 წლის კვლევამ აჩვენა, რომ პნევმოცისტური პნევმონიით განპირობებული სიკვდილობა 1996-2006 წლებში შეადგენდა 9.7% და სიკვდილობის ადრეული პროგნოზული ფატორები იყო:[116]

  • პაციენტის ასაკის მატება

  • PCP-ს შემდგომი ეპიზოდები

  • ჰოსპიტალიზაციის დროს ჰემოგლობინის დაბალი დონე

  • ჰოსპიტალიზაციისას ოთახის ჰაერიდან ჩსუნთქვისას ჟანგბადის დაბალი პარციალური წნევა

  • თანამდევი დაავადებების არსებობა

  • კაპოშის სარკომის ფილტვის ფორმა

პნევმოცისტური პნევმონიის 136 ეპიზოდის სხვა კვლევამ 2000-2013 წლებში გამოავლინა, რომ სიკვდილობა შეადგენდა 11%-ს, ხოლო 5 წლიანი გადარჩენადობა შეადგენდა 73%-ს მთლიანობაში (88% მათში, ვინც ემორჩილებოდა ანტირეტროვირუსული თერაპიით [ART] მკურნალობას და 34% მათში, ვინც არ იცავდა [ART]-ს).[16]

სან ფრანცისკოს მრავალპროფილიან საავადმყოფოში ჩატარდა მრავალი ეპიდემიოლოგიური კვლევა პნევმოცისტური პნევმონიის შესახებ, აივ/შიდსის ეპიდემიის კონტექსტში.[117][118][119][120][121][122] უახლესი კვლევები ამ კუთხით აჩვენებს, რომ გადარჩენა კრიტიკულად დაავადებულ აივ-დადებით პაციენტებში გაუმჯობესდა ART-ის ერაში და PCP-ს დიაგნოზის ინციდენტობა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში თანდათანობით მცირდება.[117][119][123] კრიტიკულად დაავადებულ აივ-დადებით პაციენტებში, რომლებიც ინტენსიურ განყოფილებაში იყვნენ, PCP სუნთქვის უკმარისობის ხშირი მიზეზია და დაკავშირებული იყო გადარჩენის დაბალ მაჩვენებელთან, თუმცა PCP-ს ინციდენტობა ART-ზე მყოფ პაციენტებში გაცილებით დაბალი იყო, ვიდრე მათში, ვინც ART-ს არ იღებდა (3% ნაცვლად 19%-ისა, P < 0.001).[119] ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფ პაციენტებში ანტირეტროვირუსული მკურნალობის გამოყენება დამოუკიდებელი პროგნოზული ფაქტორი იყო გადარჩენის გაუმჯობესებისთვის და ხელოვნური ვენტილაციის საჭიროების და/ან პნევმოთორაქსის განვითარებისთვის. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაყვანის დაყოვნება დაკავშირებული იყო სიკვდილობის გაზრდასთან.[123]

PCP-ს მქონე აივ-უარყოფით პაციენტებში ავადობა და სიკვდილობა უფრო მარალია, ვიდრე აივ-დადებით პაციენტებში.[25][27][28][124][125] პნევმოცისტური პნევმონიის მქონე აივ-უარყოფითი პაციენტების შემთხვევათა ერთ სერიაში 96%-ს ესაჭიროებოდა ჰოსპიტალიზაცია, 69% მოთავსდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, 65%-ს ესაჭიროებოდა ხელოვნური ვენტილაცია და სიკვდილობა იყო 39%.[124] სხვა სერიებში, სიკვდილობა იყო 69% და სიკვდილობასთან დაკავშირებული ფატორები (მაგ: მწვავე ფიზიოლოგიისა და ქრონიკული ჯანმრთელობის შეფასების II ქულები, ფილტვების მწვავე დაზიანება/მწვაე რესპირატორული დისტრეს სინდრომი, გვიანი დიაგნოზი, ნოზოკომიალური ინფექციები) მაღალი იყო.[126]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას