აუტოიმუნური ჰეპატიტის (AIH) მქონე პაციენტებს ესაჭიროებათ უწყვეტი მონიტორინგი, რადგან დაავადების გამწვავება და რეციდივები ხშირია სრული რემისიის შემდეგაც კი.[26]European Association for the Study of the Liver. EASL clinical practice guidelines: autoimmune hepatitis. J Hepatol. 2015 Oct;63(4):971-1004.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/26341719?tool=bestpractice.com
როგორც წესი პროგრესირების მონიტორინგი ხდება შრატის ამინოტრანსფერაზების, ბილირუბინის, პროთრომბინის დროის, ალბუმინისა და გლობულინის (საერთო ან გამა გლობულინის) დონეებით. რემისიის მიღწევის და მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, რეციდივის შესაფასებლად პაციენტებს უნდა უტარდებოდეთ მონიტორინგი რეგულარული ლაბორატორიული გამოკვლევებით პირველი 12 თვის განმავლობაში და შემდგომში 6-12 თვეში.[1]Mack CL, Adams D, Assis DN, et al. Diagnosis and management of autoimmune hepatitis in adults and children: 2019 practice guidance and guidelines from the American Association for the Study of Liver Diseases. Hepatology. 2020 Aug;72(2):671-722.
https://aasldpubs.onlinelibrary.wiley.com/doi/10.1002/hep.31065
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/31863477?tool=bestpractice.com
[26]European Association for the Study of the Liver. EASL clinical practice guidelines: autoimmune hepatitis. J Hepatol. 2015 Oct;63(4):971-1004.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/26341719?tool=bestpractice.com
ღვიძლის შემდგომი ბიოფსია უნდა ჩატარდეს, თუ ალანინ ამინოტრანსფერაზას და/ან IgG დონე იზრდება ან ფლუქტუირებს. ჰისტოლოგიური რემისიის დემონსტრირებისთვის მკურნალობის შეწყვეტამდე განმეორებითი ბიოფსია ყოველთვის არ არის საჭირო, რადგან ტრანსამინაზების და IgG დონის ნორმალიზების შემდეგ მნიშვნელოვანი ანთებითი პროცესის შანსი, რომელიც მოითხოვს იმუნოსუპრესიის გაზრდას, ძალიან დაბალია . თუმცა რეკომენდირებულია, თუ პროცედურის შედეგად შესაძლოა მოხდეს პაციენტის მართვის ცვლილება; ეს განსაკუთრებით ეხება იმუნოსუპრესიაზე სუბოპტიმალური პასუხის მქონე და მკურნალობის გვერდითი ეფექტების მქონე პაციენტებს. ბიოფსია ასევე მიზანშეწონილია მკურნალობის შეწყვეტამდე იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ჰქონდათ მძიმე საწყისი გამოვლინება და ინდუქციური მკურნალობის დაბალი ტოლერანტობა, რადგან ჰისტოლოგიური სურათი პროგნოზირებს ფიბროზის პროგრესირებას და რეციდივას.[26]European Association for the Study of the Liver. EASL clinical practice guidelines: autoimmune hepatitis. J Hepatol. 2015 Oct;63(4):971-1004.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/26341719?tool=bestpractice.com
მოხსნის წინ ღვიძლის ბიოფსია ასევე რეკომენდებულია ბავშვებში ანთების ალაგებაში დასარწმუნებლად. [1]Mack CL, Adams D, Assis DN, et al. Diagnosis and management of autoimmune hepatitis in adults and children: 2019 practice guidance and guidelines from the American Association for the Study of Liver Diseases. Hepatology. 2020 Aug;72(2):671-722.
https://aasldpubs.onlinelibrary.wiley.com/doi/10.1002/hep.31065
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/31863477?tool=bestpractice.com
იმუნოსუპრესანტებზე მყოფ პაციენტებს ესაჭიროებათ კორტიკოსტეროიდებით და აზათიოპრინით თერაპიის პოტენციური გართულებების მონიტორინგი. საჭიროა რეგულარული ინტერვალებით ჩატარდეს სისხლის საერთო ანალიზი, რათა მოხდეს ლეიკოპენიისა და თრომბოციტოპენიის, გლუკოზის დონისა და თირკმლის ფუნქციური სინჯების მონიტორინგი. პრედნიზოლონის/აზათიოპრინის კომბინირებულ თერაპიის დაწყებისას პაციენტებს უნდა ჰქონდეთ საბაზისო კლინიკური და ლაბორატორიული პარამეტრების მონიტორინგი პირველი ოთხი კვირის განმავლობაში. სტეროიდების დოზის შემცირებასთან ერთად, მონიტორინგის ინტერვალები შეიძლება გაგრძელდეს 1-3 თვემდე. შემანარჩუნებელი მკურნალობის დროს პაციენტების შეფასება უნდა მოხდეს 3-6 თვის ინტერვალით.[26]European Association for the Study of the Liver. EASL clinical practice guidelines: autoimmune hepatitis. J Hepatol. 2015 Oct;63(4):971-1004.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/26341719?tool=bestpractice.com
მაღალი დოზით და/ან ხანგრძლივად კორტიკოსტეროიდის თერაპიაზე მყოფი პაციენტებისთვის რეკომენდებული თვალის გამოკვლევა კატარაქტისა და გლაუკომის შესაფასებლად.
ევროპული გაიდლაინები გვირჩევენ, რომ საუკეთესო შემთხვევაში ძვლის მინერალური სიმკვრივის შეფასება (DEXA) უნდა ჩატარდეს AIH-ის მქონე ყველა პაციენტში დაავადების გამოვლენისას და შემდგომი მეთვალყურეობის ფარგლებში ერთად 1-დან 5 წლამდე ინტერვალში, შედეგისა და ოსტეოპოროზის ზოგადი რისკის მიხედვით.[26]European Association for the Study of the Liver. EASL clinical practice guidelines: autoimmune hepatitis. J Hepatol. 2015 Oct;63(4):971-1004.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/26341719?tool=bestpractice.com
აშშ-ის გაიდლაინები გვირჩევენ, რომ DEXA უნდა ჩატარდეს საწყის ეტაპზე იმ ზრდასრულ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ AIH, რომლებსაც აქვთ ოსტეოპოროზის რისკ-ფაქტორები, და განმეორდეს ყოველ 2-3 წელიწადში უწყვეტი გლუკოკორტიკოიდებით მკურნალობის შემთხვევაში.[1]Mack CL, Adams D, Assis DN, et al. Diagnosis and management of autoimmune hepatitis in adults and children: 2019 practice guidance and guidelines from the American Association for the Study of Liver Diseases. Hepatology. 2020 Aug;72(2):671-722.
https://aasldpubs.onlinelibrary.wiley.com/doi/10.1002/hep.31065
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/31863477?tool=bestpractice.com
ისინი ასევე გვირჩევენ, რომ 25-ჰიდროქსივიტამინ D-ის დონე შრატში უნდა განისაზღვროს დიაგნოზის დასმის დროს და შემდგომ ყოველწლიურად, ხოლო უკმარისობის მკურნალობა - საჭიროებისამებრ. ორივე გაიდლაინი გვირჩევს, რომ პაციენტებმა უნდა მიიღონ D ვიტამინის დანამატები და უზრუნველყონ კალციუმის ადექვატური მიღება გლუკოკორტიკოიდული თერაპიის დროს. ბისფოსფონატით თერაპია ნაჩვენებია AIH და დოკუმენტირებული ოსტეოპოროზის მქონე პაციენტებისთვის.[1]Mack CL, Adams D, Assis DN, et al. Diagnosis and management of autoimmune hepatitis in adults and children: 2019 practice guidance and guidelines from the American Association for the Study of Liver Diseases. Hepatology. 2020 Aug;72(2):671-722.
https://aasldpubs.onlinelibrary.wiley.com/doi/10.1002/hep.31065
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/31863477?tool=bestpractice.com
[26]European Association for the Study of the Liver. EASL clinical practice guidelines: autoimmune hepatitis. J Hepatol. 2015 Oct;63(4):971-1004.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/26341719?tool=bestpractice.com
ციროზის მქონე AIH პაციენტებმა უნდა გაიარონ ჰეპატოცელულარული კარცინომის სკრინინგი ექვს თვეში ერთხელ ულტრაბგერითი გამოკვლევით, ალფა-ფეტოპროტეინის გაზომვასთან ერთად ან მის გარეშე.[1]Mack CL, Adams D, Assis DN, et al. Diagnosis and management of autoimmune hepatitis in adults and children: 2019 practice guidance and guidelines from the American Association for the Study of Liver Diseases. Hepatology. 2020 Aug;72(2):671-722.
https://aasldpubs.onlinelibrary.wiley.com/doi/10.1002/hep.31065
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/31863477?tool=bestpractice.com
[26]European Association for the Study of the Liver. EASL clinical practice guidelines: autoimmune hepatitis. J Hepatol. 2015 Oct;63(4):971-1004.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/26341719?tool=bestpractice.com
პაციენტის ფსიქიკური სტატუსში ცვლილებების მონიტორინგი და მათი ფსიქოსოციალური საჭიროებების გათვალისწინება საჭიროა AIH-ის მენეჯმენტის პერიოდში . სტრუქტურირებული, დადასტურებული კითხვარები შეიძლება სასარგებლო იყოს.[1]Mack CL, Adams D, Assis DN, et al. Diagnosis and management of autoimmune hepatitis in adults and children: 2019 practice guidance and guidelines from the American Association for the Study of Liver Diseases. Hepatology. 2020 Aug;72(2):671-722.
https://aasldpubs.onlinelibrary.wiley.com/doi/10.1002/hep.31065
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/31863477?tool=bestpractice.com
დეპრესია და შფოთვა უფრო ხშირია AIH-ის მქონე პაციენტებში, ვიდრე ზოგადად პოპულაციაში, ძირითადად დაავადების პროგრესირებასთან დაკავშირებული შფოთვის გამო.[1]Mack CL, Adams D, Assis DN, et al. Diagnosis and management of autoimmune hepatitis in adults and children: 2019 practice guidance and guidelines from the American Association for the Study of Liver Diseases. Hepatology. 2020 Aug;72(2):671-722.
https://aasldpubs.onlinelibrary.wiley.com/doi/10.1002/hep.31065
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/31863477?tool=bestpractice.com
[26]European Association for the Study of the Liver. EASL clinical practice guidelines: autoimmune hepatitis. J Hepatol. 2015 Oct;63(4):971-1004.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/26341719?tool=bestpractice.com
დეპრესია ზომიერია პაციენტთა 19%-ში და ზომიერად მძიმე 10%-ში და მჭიდრო კავშირშია ფიზიკურ სისუსტესთან.[1]Mack CL, Adams D, Assis DN, et al. Diagnosis and management of autoimmune hepatitis in adults and children: 2019 practice guidance and guidelines from the American Association for the Study of Liver Diseases. Hepatology. 2020 Aug;72(2):671-722.
https://aasldpubs.onlinelibrary.wiley.com/doi/10.1002/hep.31065
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/31863477?tool=bestpractice.com
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ცხოვრების ხარისხის შეფასებებში დაბალი ქულები მკაფიოდ იყო ასოცირებული გლუკოკორტიკოიდების გამოყენებასთან. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, განსაკუთრებით დეპრესია, შეიძლება გაძლიერდეს გლუკოკორტიკოიდებით მკურნალობის დროს.[80]Schramm C, Wahl I, Weiler-Normann C, et al. Health-related quality of life, depression, and anxiety in patients with autoimmune hepatitis. J Hepatol. 2014 Mar;60(3):618-24.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/24240053?tool=bestpractice.com
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების განვითარებამ ან გაუარესებამ შეიძლება გაამართლოს მიზანმიმართული კონსულტაცია, გლუკოკორტიკოიდების დოზების ინდივიდუალური კორექტირება ან დამხმარე ანტიდეპრესანტი ან შფოთვის საწინააღმდეგო ინტერვენციები.[1]Mack CL, Adams D, Assis DN, et al. Diagnosis and management of autoimmune hepatitis in adults and children: 2019 practice guidance and guidelines from the American Association for the Study of Liver Diseases. Hepatology. 2020 Aug;72(2):671-722.
https://aasldpubs.onlinelibrary.wiley.com/doi/10.1002/hep.31065
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/31863477?tool=bestpractice.com