ახალი ტიპის მკურნალობა

სიროლიმუსი

სიროლიმუსი (ასევე ცნობილი როგორც რაპამიცინი) აინჰიბირებს ძუძუმწოვართა სამიზნე რაპამიცინს და შესწავლილია აუტოიმუნური ჰეპატიტის (AIH) სამკურნალოდ.[50][55]​ საჭიროა შემდგომი კვლევა, სანამ ეს წამალი იქნება ჩართული მართვის მიმდინარე სტრატეგიაში.

რიტუქსიმაბი

რიტუქსიმაბი არის CD20-ის წინააღმდეგ მოქმედი მონოკლონური ანტისხეული, რომელიც შესწავლილია აუტოიმუნური ჰეპატიტის სამკურნალოდ და აქვს გარკვეული წარმატება.[50][56] მიმდინარე მართვის სტრატეგიებში ამ მედიკამებტის დანერგვამდე საჭიროა დამატებითი კვლევები.

ინფლიქსიმაბი

ინფლიქსიმაბი სიმსივნის ნეკროზის ფაქტორ ალფას წინააღმდეგ რეკომბინანტული ქიმერული მონოკლონური ანტისხეულია, რომელიც დამხმარე თერაპიის სახით რეზისტენტული აუტოიმუნური ჰეპატიტის დროს გამოიყენება.[57] აუტოიმუნური ჰეპატიტი არის ინფლიქსიმაბით მკურნალობის იშვიათი გვერდითი მოვლენა.[16][58][59]

ურსოდეოქსიქოლის მჟავის მონოთერაპია

ჰიდროფილური ნაღვლის მჟავა თავისი იმუნომოდულატორული შესაძლებლობებით, გავლენას ახდენს რა უჯრედის ზედაპირზე ადამიანის ლეიკოციტური ანტიგენის კლასი I ანტიგენის ექსპრესიაზე, თრგუნავს იმუნოგლობულინის წარმოქმნას. ურსოდეოქსიქოლის მჟავა შესწავლილია, როგორც დამხმარე თერაპია პირველი ტიპის აუტიომუნური ჰეპატიტის მქონე პაციენტების კონტროლირებულ კვლევაში და პირვლეადი ბილიური ციროზის მქონე პაციენტებში, რომელთაც აუტოიმუნური ჰეპატიტის დამატებითი მახასიათებლები აღენიშნებათ.[60][61] აშშ-ის გაიდლაინების მიხედვით, ურსოდეოქსიქოლის მჟავა შეიძლება იყოს სასარგებლო თანმხლები აუტოიმუნური მასკლეროზირებელი ქოლანგიტის მქონე პაციენტებისთვის.[62]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას