ეპიდემიოლოგია

აუტოიმუნური ჰეპატიტი (AIH) მსოფლიოში გვხვდება ყველა ასაკისა და ეთნიკურობის ადამიანებში. ერთი მეტაანლიზით, რომელიც 22 კვლევას მოიცავს, გამოავლინა მსოფლიოში ჯამური ინციდენტობა 1.37 (100 000 ადამიანზე) და პრევალენტობა 17.44 (100 000 ადამიანზე) კვლევებს შორის მაღალი დონის ჰეტეროგენობით. [4] ქვეჯგუფის ანალიზმა აჩვენა, რომ ინციდენტობის მაჩვენებელი მსგავსი იყო მთელ მსოფლიოში, მაგრამ პრევალენტობა უფრო დაბალი იყო აზიაში, ვიდრე ევროპულ და ამერიკულ პოპულაციაში; ეს განსხვავება შეიძლება გამოწვეული იყოს გენეტიკური ფაქტორებით, რადგან ევროპელები და ჩრდილოეთ ამერიკის მოსახლეობა ძირითადად თეთრკანიანია, ადამიანის ლეიკოციტური ანტიგენის (HLA)-DR3 და HLA-DR4 მარკერების მაღალი სიხშირით. 1 ტიპის AIH-ის ინციდენტობის ზრდა, რომელიც, როგორც ჩანს, დაავადების ჭეშმარით მატებას ასახავს, დაფიქსირდა დანიაში, სადაც მაჩვენებელი გაიზარდა 1.37-დან 2.33 შემთხვევამდე 100,000 ადამიანზე წელიწადში 1994-დან 2014 წლამდე. ეს ზრდა ასევე აისახა პრევალენტობის ზრდაზე.[5]

ქალებში უფრო მეტად გვხვდება, ვიდრე კაცებში.[5][6]​​[7][8][9][10]​ ქალებში ინციდენტობის მაჩვენებელი ევროპაში 1.2-დან 3.05-მდეა 100000 მოსახლეზე, მაშინ როდესაც მამაკაცებში 0.26-დან 0.89-მდეა 100000 მოსახლეზე.[11]

აუტოიმუნური ჰეპატიტი (AIH) ტიპი 1 დაავადების ყველაზე მეტად გავრცელებული ფორმაა; პაციენტთა 78% ქალია (ქალების:მამაკაცებთან ფარდობა არის 4:1).[12] აუტოიმუნური ჰეპატიტი (AIH) ტიპი 1-ის გავრცელების განაწილება ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ბიმოდალურია და უფრო ხშირად აავადებს 10-დან 30 წლამდე და 40 დან- 60 წლამდე ასაკის ადამიანსებს.[13] აუტოიმუნური ჰეპატიტით დაავადების უფრო მაღალი პიკური ასაკი (>60 წ) დაფიქსირებულია დანიასა და ახალ ზელანდიაში.[5][6]

მე-2 ტიპი ძირითადად ბავშვებს აავადებს. პაციენტების უმეტესობა მდედრობითი სქესისაა.[3][13][14] პრევალენობის მაჩვენებელი უცნობია. კანადაში ჩატარებულ ერთ კვლევაში, რომელიც მოიცავდა AIH-ით დაავადებულ 159 ბავშვსა და მოზარდს , AIH-ის წლიური ინციდენტობა იყო 0,23 შემთხვევა 100000 ბავშვზე; 1 ტიპის AIH დიაგნოზი 5.5-ჯერ უფრო ხშირად იყო, ვიდრე ტიპი 2 AIH.[10]​​​

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას