დიფერენციული დიაგნოზები
პირველადი ბილიარული ციროზი
ნიშნები / სიმპტომები
მთავარი ჩივილი არის დაღლილობა და ქავილი, რომელიც როგორც წესი უფრო მეტადაა გამოხატულივიდრე აუტოიმუნური ჰეპატიტისას.
კვლევები
ამინოტრანსფერაზას დონესთან შედარებით ტუტე ფოსფატაზა და გამა-გლუტამილტრანსფერაზა მკვეთრადაა მომატებული. ანტი-მიტოქონდრიული ანტისხეულები (AMAs) აღინიშნება შემთხვევათა 95%-ში, ხოლო ანტინუკლეური (ანტიბირთვული) ანტისხეულები (ANA) - 70%-ში.
ღვიძლის ბიოფსია გამოავლენს სანაღვლე გზების დაზიანებას ან პერიდუქტალურ ფიბროზს.
პირველადი მასკლეროზებელი ქოლანგიტი
ნიშნები / სიმპტომები
სურათი ხშირად იფარება აუტოიმუნური ჰეპატიტით.
უფრო მეტად გავრცელებულია კაცებში ვიდრე ქალებში. დიაგნოზისას საშუალო ასაკი დაახლოებით 40 წელია.
მჭიდრო კავშირშია ნაწლავის ანთებით დაავადებასთან.
კვლევები
ტუტე ფოსფატაზა მნიშვნელოვნად მომატებულია. პერინუკლეური ანტი ნეიტროფილის ციტოპლაზმური აუტოანტისხეულები ძირითადი აუტოანტისხეულებია.
პათოლოგიური ქოლანგიოგრამა.
ღვიძლის ბიოფსია ავლენს სანაღვლე გზების პათოლოგიას.
კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის ფონზე გაუმჯობესება არ არის.
ქრონიკული B ჰეპატიტი
ნიშნები / სიმპტომები
კლინიკური გამოვლინება ზოგჯერ ღვიძლის ფუნქციური სინჯის მსუბუქად მომატების მსგავსია.
კვლევები
B ჰეპატიტის სეროლოგიური მარკერების არსებობა: HBsAg, B ჰეპატიტის ანტისხეულების ზედაპირული ანტიგენი, B ჰეპატიტის ბირთვული ანტიგენის ანტისხეულები, B ჰეპატიტის e - ანტიგენი და B ჰეპატიტის e - ანტიგენის ანტისხეულები.
ჰისტოლოგია: დაბურული მინისებრი ჰეპატოციტები: B ჰეპატიტის ვირუსის ანტიგენებისათვის იმუნოპეროქსიდაზით შეღებვა.
ქრონიკული C ჰეპატიტი
ნიშნები / სიმპტომები
კლინიკური გამოვლინება ზოგჯერ ღვიძლის ფუნქციური სინჯის მსუბუქად მომატების მსგავსია.
კვლევები
C ჰეპატიტის არსებობის სეროლოგიური მარკერები (C ჰეპატიტის ანტისხეული, C ჰეპატიტის ვირუსის რნმ). ანტინუკლეური (ანტიბირთვული) ანტისხეულები (ANA), გლუვი კუნთის ანტისხეული (SMA) და თირკმელების და ღვიძლის მიკროსომების ანტისხეულები (ანტი-LKM-1) იშვიათად ვლინდება.
ჰისტოლოგია: დაბურული მინისებრი ჰეპატოციტები; კვანძოვანი შეხედულების ინფილტრატები, სტეატოზი C ჰეპატიტის ვირუსის გენოტიპ 3-ში.
ქრონიკული D ჰეპატიტი
ნიშნები / სიმპტომები
კლინიკური გამოვლინება შესაძლოა მსგავსი იყოს. ვლინდება მხოლოდ B ჰეპატიტის ინფექციის არსებობისას.
კვლევები
B და D ჰეპატიტის ვირუსის არსებობის სეროლოგიური მარკერებია.
სხვა ვირუსებით განპირობებული ჰეპატიტი
ნიშნები / სიმპტომები
კლინიკური გამოვლინება ზოგჯერ მსგავსია, სხვა ორგანოების ჩართულობის ნიშნებით.
კვლევები
ვირუსული ინფექციის სეროლოგიური მარკერების არსებობა (ციტომეგალოვირუსი, ებშტეინ-ბარის ვირუსი).
ქრონიკული წამლით განპირობებული ჰეპატიტი
ნიშნები / სიმპტომები
მაპროვოცირებელი წამლის ანამნეზი, მაგალითად მეთილდოპა, მინოციკლინი, ნიტროფურანტოინი, დიკლოფენაკი, ფენიტოინი, პროფილთიოურაცილი.
კლინიკური გამოვლინება აუტოიმუნური ჰეპატიტის მსგავსია; უფრო ხშირია ქალებში.
კვლევები
პაციენტებს ანამნეზში შეიძლება ჰქონდეთ ჰეპატოტოქსიკურობის ეპიზოდი. გაუმჯობესება საეჭვო აგენტის მოხსნისთანავე.
ასევე, ზოგჯერ ვლინდება აუტოანტისხეულები (ანტინუკლეური ანტისხეულები [ANA], გლუვი კუნთების ანტისხეულები [SMA], ანტი-LKM) და ჰიპერგლობულინემია.
ჰისტოლოგიური სურათი ზოგჯერ შეთავსებადია აუტოიმუნური ჰეპატიტის სურათთან.
გენეტიკური ჰემოქრომატოზი
ნიშნები / სიმპტომები
პაციენტებს შესაძლოა აღენიშნებოდეთ ჰეპატომეგალია, მუცლის ტკივილი და კანის მუქი პიგმენტაცია.
რკინის პროგრესირებადი დაგროვება სხვადასხვა ქსოვილებში (პანკრეასი, გული და ჰიპოფიზი) იწვევს მზარდ დაზიანებასა და დისფუნქციას და შესაძლოა განვითარდეს დამატებითი გართულებები (დიაბეტი, დისრითმია, კარდიომიოპათია და ჰემოლიზური ანემია).
კვლევები
გაზრდილი ღვიძლის რკინის კონცენტრაცია და მომატებული შრატის ფერიტინის დონე.
გენოტიპირება: C282Y ჰომოზიგოტურობა ან C282Y/H63D ნაერთის ჰეტეროზიგოტურობა.
ჰისტოლოგია: რკინის, ხარისხობრივი და რაოდენობრივი განსაზღვრა.
ალფა-1 ანტიტრიფსინზე დამოკიდებულება
ნიშნები / სიმპტომები
კლინიკური გამოვლინება დაკავშირებულია ფილტვთან, ღვიძლთან და ნაკლებად კანთან.
კვლევები
ალფა-1 ანტიტრიფსინის მძიმე ფორმის დეფიციტის დიაგნოზი დასტურდება შრატში 9.2-დან 14.7-მდე მიკრომოლ/ლ (50-დან 80-მდე მგ/დეცილიტრი) არსებობით მძიმე ფორმის გენეტიკურ დეფიციტთან კომბინაციაში, რაც ზოგადად დგინდება იზოელექტრული ფოკუსირებით.
ვილსონის დაავადება
ნიშნები / სიმპტომები
სიმპტომები, რომლებიც წარმოიქმნება ღვიძლის ან ცენტრალური ნერვული სისტემიდან (ნეიროფსიქიატრიული დაავადება). ზოგჯერ არის კარდიული გამოვლინებები (არითმიები).
როგორც წესი წარმოდგენილია კაიზერ-ფლეიშერის რგოლები, ზოგჯერ კანის პიგმენტაცია და ფრჩხილების ძირში გალურჯება.
კვლევები
შრატის ცერულოპლაზმინის შემცირებული დონე (<200მგ/ლ (20 მგ/დეცილიტრი)) პაციენტში , რომელსაც აგრეთვე აქვს კაიზერ-ფლეიშერის რგოლები მიჩნეულია სადიაგნოსტიკოდ.
დამატებითი ნიშანი: შრატის სპილენძის შემცირება, შარდვისას დიდი ოდენობით სპილენძის გამოყოფასთან ერთად.
შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომთან (შიდსი) დაკავშირებული ქოლანგიოპათია
ნიშნები / სიმპტომები
ძირითადი სიმპტომებია მუცლის მარჯვენა ზედა კვადრატისა და ეპიგასტრული ტკივილი და დიარეა; ცხელება და სიყვითლე ნაკლებ გავრცელებულია და ვლინდება პაციენტთა 10-20 %ში.
კვლევები
ღვიძლის ფუნქციური სინჯები როგორც წესი მიუთითებს ქოლესტაზზე. აივ ინფექციის სეროლოგიური დადასტურება. CD4 უჯრედების რაოდენობა 100/მმ^3-ზე ქვემოთ.
დიაგნოზი დგინდება ენდოსკოპიური რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეატოგრაფიით ან მაგნიტურ რეზონანსული ქოლანგიოპანკრეატოგრაფიით.[38]
მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული სტეატოჰეპატიტი (MASH; ადრე არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი)
ნიშნები / სიმპტომები
მეტაბოლური სინდრომის 1 ან მეტი კომპონენტის არსებობა: სიმსუქნე, დიაბეტი, ჰიპერლიპიდემია, ჰიპერტენზია.
კვლევები
ანტიბირთვული ანტისხეულები (ANAs) და გლუვი კუნთების ანტისხეულები (SMAs) ზოგჯერ წარმოდგენილია დაბალი ტიტრით; სხვა ავტო ანტისხეულები არ ვლინდება.
ცხიმოვანი ინფილტრაციის გავრცელება, პოლიმორფულბირთვიანი (PMN) ლეიკოციტების არსებობა და ღვიძლის ბიოფსიაზე ცენტრალური ფიბროზი სტეატოჰეპატიტზე მიუთითებს.
ღვიძლის ალკოჰოლური დაავადება
ნიშნები / სიმპტომები
მსგავსი გამოვლინება ამინოტრანსფერაზას ქრონიკული მომატებითა და მსგავსი სიმპტომებით.
ანამნეზში ალკოჰოლის ჭარბი მიღება.
კვლევები
აუტო ანტისხეულების არარსებობა. ვლინდება ნახშირწყლებით დეფიციტური ტრანსფერინი.
ღვიძლის ჰისტოლოგია აჩვენებს მაკროვეზიკულურ სტეატოზს, ნეიტროფილებით ინფილტრაციას, ანთებისა და ფიბროზის პერივენურ გავრცელებას და მელორის სხეულებს.
სისტემური წითელი მგლურა
ნიშნები / სიმპტომები
ზიანდება ორგანოთა შემდეგი სისტემები: კანი (ფოტოსენსიტიური გამონაყარი), სახსრები (ართრალგია, ართრიტი), თირკმელები (ნეფრიტული ან ნეფროზული სინდრომი), ფილტვები (პნევმონიტი), ნერვული სისტემა (გულყრები, ფსიქოზი), სეროზული მემბრანები (პლევრიტი, პერიკარდიტი, პერიტონიტი) და/ან სხვა ორგანოები.
აუტოიმუნური ჰეპატიტი ზოგჯერ დაკავშირებულია მგლურას მსგავს აუტოიმუნურ ექსტრაჰეპატურ დაავადებებთან.
კვლევები
გლუვი კუნთების ანტისხეულები (SMAs) და ანტიმიტოქონდრიული ანტისხეულები (AMAs) იშვიათია მგლურას დროს; მათი არსებობა მიუთითებს აუტოიმუნურ ჰეპატიტზე.
ბირთვის საწინააღმდეგო ანტისხეულები (ANAs) გვხვდება ორივე დაავადების შემთხვევაში.
სისტემური წითელი მგლურასთვის დამახასიათებელია: ანტი-ფოსფოლიპიდების ანტისხეულები, ანტი-dsDNA და ანტი-Smith (Sm) ანტისხეულები.
გრანულომატოზური ჰეპატიტი
ნიშნები / სიმპტომები
ღვიძლში გრანულომები დაკავშირებულია სხვადასხვა დაავადებასთან. ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია ინფექციური დაავადებები: ბაქტერიული (მაგ. ტუბერკულოზი და სხვა მიკობაქტერიული ინფექციები, ბრუცელოზი, ტულარემია, აქტინომიკოზი); სოკოვანი (მაგ. ჰისტოპლაზმოზი, კრიპტოკოკოზი, ბლასტომიკოზი); პარაზიტული (მაგ. შისტოსომოზი, ტოქსოპლაზმოზი, ვისცერალურად მიგრირებადი ლარვა); ნაკლებად გავრცელებული ვირუსული ინფექციები (მაგ. ინფექციური მონონუკლეოზი, ციტომეგალოვირუსი) და კიდევ სხვა ბევრი (მაგ. Q ცხელება, სიფილისი, კატის-ნაჩხაპნის ცხელება).
სარკოიდოზი ყველაზე მნიშვნელოვანი არა ინფექციური გამომწვევი მიზეზია, ღვიძლი ჩართულია პაციენტთა დაახლოებით ორ მესამედში და ხშირად არის ძირითადი კლინიკური გამოვლინება. ღვიძლის გრანულომები შესაძლოა განვითარდეს ასევე რევმატიული პოლიმიალგიის და სხვა კოლაგენ-ვასკულარული დაავადებების, ჰოჯკინის დაავადებისა და სხვა სისტემური მდგომარეობების დროს.
კვლევები
შესამჩნევი და ხშირი გრანულომები.
ტრანსპლანტი -მასპინძლის წინააღმდეგ დაავადება (GVHD)
ნიშნები / სიმპტომები
კანი, ღვიძლი, გასტროინტესტინური ტრაქტი და ჰემატოპოეზური სისტემა არის მთავარი სამიზნე ორგანოები პაციენტებში, რომლმებსაც აქვთ მწვავე დაავადება. ღვიძლის ჩართულობა ვლინდება ღვიძლის ფუნქციური პათოლოგიური სინჯების ანომალიური შედეგებით, ყველაზე ადრეული და გავრცელებული ნიშანია შრატში შებოჭილი ბილირუბინისა და ტუტე ფოსფატაზას მომატება.
მიუხედავად იმისა რომ დამახასიათებელი გამონაყარის არსებობა საკმარისი კლინიკური მტკიცებულებაა, ბიოფსია ღვიძლის ტრანსპლანტი -მასპინძლის წინააღმდეგ დაავადების დიაგნოსტიკის ყველაზე ზუსტი მეთოდია.
კვლევები
ღვიძლის ფუნქციური სინჯები შეთავსებადია ქოლესტაზთან, შრატის ტუტე ფოსფატაზისა და ბილირუბინის კონცენტრაციის მატებასთან.
ჰისტოლოგია: სანაღვლე გზების ლიმფოციტური და გრანულომატოზური ინფილტრატები; დუქტოპენია.
კრიპტოგენური ქრონიკული ჰეპატიტი ან ციროზი
ნიშნები / სიმპტომები
მსგავსი კლინიკური სურათი.
კვლევები
აუტოანტისხეულების არარსებობა.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას