შემთხვევის ანამნეზი
შემთხვევის ანამნეზი
45 წლის ქალს აღენიშნება დაღლილობა, შეუძლოდ ყოფნა, ლეთარგია, ანორექსია, გულისრევა, დისკომფორტი მუცელში, მსუბუქი ქავილი და წვრილი სახსრების ართრალგია უეცარი გამოვლინებით. მის სამედიცინო ისტორიაშია ცელიაკია. გასინჯვისას გამოვლინდა ჰეპატომეგალია და ობობასებრი ანგიომა.
სხვა გამოვლინებები
აუტოიმუნური ჰეპატიტის კლინიკური გამოვლინება ფართოდ ვარირებს, შესაძლოა პაციენტი უსიმპტომო იყოს, ჰქონდეს მნიშვნელოვანი სიმპტომები ან ღვიძლის ფულმინანტური უკმარისობა. უსიმპტომო პაციენტების გამოვლენა, როგორც წესი ხდება როდესაც რუტინული ლაბორატორიული სკრინინგ ტესტები აღმოაჩენს ღვიძლის ფერმენტების პათოლოგიას. სპექტრის მეორე ბოლოშია პაციენტები, რომლებიც წარმოდგენილია მწვავე, ზოგჯერ ფულმინანტური სურათით, ხასიათდება სიყვითლით, პროთრომბინის დროის გახანგრძლივებითა და ამინოტრანსფერაზას რამდენიმე ათასიანი დონით. უმეტესად აუტოიმუნურ ჰეპატიტთან ერთად სხვა აუტოიმუნური დაავადებებია გამოვლენილი, ყველაზე ხშირადაა თირეოიდიტი, პირველი ტიპის დიაბეტი, ცელიაკია, წყლულოვანი კოლიტი, რევმატოიდული ართრიტი, ჰემოლიზური ანემია ან იდიოპათური თრომბოციტოპენიური პურპურა.[3]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას