ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
რისკ-ფაქტორების არსებობა
მთავარი რისკფაქტორებია მდედრობითი სქესი, გენეტიკური წინასწარგანწყობა და იმუნური დისრეგულაცია.
დაღლილობა/შეუძლოდ ყოფნა
გავრცელებული, მაგრამ არასპეციფიკური სიმპტომი.[1]
ანორექსია (მადის დაქვეითევა)
გავრცელებული, მაგრამ არასპეციფიკური სიმპტომი.[14]
აბდომინალური დისკომფორტი
გავრცელებული, მაგრამ არასპეციფიკური სიმპტომი.[14]
ჰეპატომეგალია.
შესაძლოა იყოს წარმოდგენილი.
სიყვითლე
პაციენტთა 50%-მდე, თუნდაც დაავადების მკაფიო სურათის გარეშე დაწყების შემთხვევაში, შეიძლება იყოს კლინიკურად გამოხატული იყვითლე ან ანამნეზში იქტერუსის წინა ეპიზოდები.[36]
იშვიათი
ენცეფალოპათია
დაკავშირებულია პორტალურ ჰიპერტენზიასთან.[14]
სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
იშვიათი
ცხელება
აუხსნელი სუბფებრილური ცხელება იშვიათი მახასიათებელია; ტემპერატურა ჩვეულებრივ 40°C (104°F) ან ნაკლებია.[26]
სიხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან
დაკავშირებულია პორტალურ ჰიპერტენზიასთან.[1]
სპლენომეგალია
ღვიძლის შორსწასული ქრონიკული დაავადების ნიშანია.[26]
ასციტი
ღვიძლის შორსწასული ქრონიკული დაავადების ნიშანია.[26]
რისკფაქტორები
ძლიერი
მდედრობითი სქესი.
მდედრობითი სქესის მოზრდილები და ბავშვები უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე მამაკაცები.[5][6][7][8][9][10]
აუტოიმუნური ჰეპატიტის ტიპი 1 დაავადების ყველაზე მეტად გავრცელებული ფორმაა და პაციენტთა 78% ქალია (ქალების:მამაკაცებთან ფარდობა არის 4:1).[12] აუტოიმუნური ჰეპატიტი ტიპი 2-ის მქონე პაციენტთა დაახლოებით 95% ქალია.[3][13]
გენეტიკური წინასწარგანწყობა
პირველი ტიპის აუტოიმუნური ჰეპატიტისთვის დადგინდა HLA-DR3-თან (რომელიც დაკავშირებულია HLA- B8 და HLA-A1-ს წონასწორობის დარღვევასთან) და HLA-DR4-თან კავშირი (იმ პაციენტებს შორის ვინც HLA-DR3-უარყოფითია). მეორე ტიპის აუტოიმუნური ჰეპატიტი ასოცირებულია HLA-DQB1 და HLA-DRB1 ალელებთან.[3]
იმუნური დისრეგულაცია
სხვა აუტოიმუნური დაავადებები, მათ შორის თიროიდიტი, პირველი ტიპის დიაბეტი, წყლულოვანი კოლიტი, ცელიაკია და რევმატოიდული ართრიტი ხშირადაა წარმოდგენილი აუტოიმუნური ჰეპატიტის მქონე პაციენტებში (პირველი ტიპის მქონე პაციენტთა 38%-ში და მეორე ტიპის მქონე პაციენტთა 34%-ში).[13]
აუტოიმუნური ჰეპატიტი პაციენტთა 10-დან 20%-ში. შესაძლოა აუტოიმუნური პოლიენდოკრინოპათია-კანდიდიასის-ექტოდერმული დისტროფიის (APECED) სინდრომის ფარგლებში განვითარდეს.[2][18]
სუსტი
წითელას ვირუსი
არსებობს მტკიცებულება წითელას ვირუსის, როგორც აუტოიმუნური ჰეპატიტის მაპროვოცირებლის შესახებ.[3] ამის დამტკიცება რთულია, ვინაიდან ვირუსი შესაძლოა იყოს "დაარტყი და გაიქეცი" ფენომენის ნაწილი, რომელშიც აუტოიმუნური პროცესები ირთვება დაავადების გამოვლენამდე მრავალი წლით ადრე, ეს კი მაპროვოცირებლის დადგენას შეუძლებელს ხდის.
ციტომეგალოვირუსი (Cytomegalovirus)
არსებობს მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც ციტომეგალოვირუსი აუტოიმუნური ჰეპატიტის მაპროვოცირებელია.[3] ამის დამტკიცება რთულია, ვინაიდან ვირუსი შესაძლოა იყოს "დაარტყი და გაიქეცი" ფენომენის ნაწილი, რომელშიც აუტოიმუნური პროცესები ირთვება დაავადების გამოვლენამდე მრავალი წლით ადრე, ეს კი მაპროვოცირებლის დადგენას შეუძლებელს ხდის.
ეპშტეინ-ბარის ვირუსი
არსებობს მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც ებშტეინ-ბარის ვირუსი აუტოიმუნური ჰეპატიტის მაპროვოცირებელია.[3] ამის დამტკიცება რთულია, ვინაიდან ვირუსი შესაძლოა იყოს "დაარტყი და გაიქეცი" ფენომენის ნაწილი, რომელშიც აუტოიმუნური პროცესები ირთვება დაავადების გამოვლენამდე მრავალი წლით ადრე, ეს კი მაპროვოცირებლის დადგენას შეუძლებელს ხდის.
ჰეპატიტის ვირუსები A, C და D
არსებობს მტკიცებულება ჰეპატიტის ვირუსების, როგორც აუტოიმუნური ჰეპატიტის მაპროვოცირებლის შესახებ.[3] ამის დამტკიცება რთულია, ვინაიდან ვირუსი შესაძლოა იყოს "დაარტყი და გაიქეცი" ფენომენის ნაწილი, რომელშიც აუტოიმუნური პროცესები ირთვება დაავადების გამოვლენამდე მრავალი წლით ადრე, ეს კი მაპროვოცირებლის დადგენას შეუძლებელს ხდის.
გარკვეული მედიკამენტები
გარკვეულ წამლებს (მათ შორის ოქიფენისატინი, მინოციკლინი, ტიკრინაფენი, დიჰიდრალაზინი, მეთილდოპა, ნიტროფურანტოინი, დიკლოფენაკი, ატორვასტატინი, ინტერფერონი, პემოლინი, ინფლიქსიმაბი და ეზეტიმიბი) და ზოგიერთ მცენარეულ აგენტს (როგორიცაა შავი cohosh და dai-saiko-to) შეუძლიათ ჰეპატოცელულარული დაზიანების ინდუცირება, რომელიც აუტოიმუნურ ჰეპატიტს გავს.[3][15][16][17] არ არის დაზუსტებული ისინი იწვევს თუ ხელს უწობს აუტოიმუნური ჰეპატიტის გამომჟღავნებას, ან იწვევს თუ არა წამლით განპირობებულ ჰეპატიტს თანმხლები აუტოიმუნური სურათით.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას