დიფერენციული დიაგნოზები

ბაქტერიული დიარეა, რომელიც არ არის გამოწვეული შიგელათი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ხშირად არ არის ადვილი დიფერენცირება პათოგენებს შორის, რომლებიც იწვევენ სისხლიან ფაღარათს, რადგან დიარეული განავლის ნიმუშებში დიაგნოსტიკური გამოსავალი დაბალია.[31]

სისხლიანი დაირეის დროს ჩნდება ეჭვი შიგელას ან ენტეროჰემორაგიული Escherichia coli-ის არსებობაზე.

სხვა ბაქტერიულმა ინფექციებმა, როგორიცაა Campylobacter jejuni, Vibrio cholerae, Yersinia enterocolitica, და სალმონელა, შესაძლოა გამოიწვიოს სისხლიანი დიარეა.[5]

წყლისებური დიარეა ხშირად თან სდევს V cholerae-ს.

იშვიათ შემთხვევაში შესაძლაო სისხლიანი დიარეა გამოიწვიოს C difficile-მ. თუ სახეზეა რისკის ისეთი ფაქტორების არსებობა, როგორიცაა მიმდინარე ან წარსული ანტიბიოტიკოთერაპია ან ექსპოზიცია, უნდა ვიფიქროთ C difficile-ს არსებობაზე.

კვლევები

დიარეის ბაქტერიული გამომწვევების დიფერენცირებისთვის გამოსადეგია განავლის კულტურის ანალიზი.

ვირუსული გასტროენტერიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

დიარეის ვირუსული გამომწვევები (როგორიცაა ნოროვირუსი, ადენოვირუსი, და როტავირუსი), ჩვეულებრივ, არ იწვევენ სისხლიან დიარეას. გარდა ამისა, აღნიშნული ინფექციების ძირითად სიმპტომს უპირატესად წარმოადგენს ღებინება.[5]

კვლევები

კლინიკური ეჭვის არსებობასთან ერთად განავლის ნეგატიური მიკროსკოპია და კულტურა.

პარაზიტული დიარეა

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

განვითარებად ქვეყნებში, Entamoeba histolytica, Giardia intestinalis, Cryptosporidium parvum და Cyclospora cayetanensis ჩვეულებრივ იწვევს დიარეულ დაავადებას.[5]

პარაზიტული დიარეა განვითარებულ ქვეყნებში არ არის გავრცელებული და უკავშირდება მგზავრების ექსპოზიციას მოგზაურობის დროს.

დიარეა, როგორც წესი, სისხლიანი არ არის, გარდა E histolytica ინფექციებისა.

კვლევები

პარაზიტების გამოსავლენად გამოსადეგია განავლის მიკროსკოპული გამოკვლევა.

ნაწლავთა იდიოპათიური ანთებითი დაავადება

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

შიგელოზთან შედარებით, ნაწლავთა იდიოპათიური ანთებითი დაავადების მიმდინარეობა (კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი, მიკროსკოპული კოლიტი) ხშირად უფრო გახანგრძლივებულია.[28] გასათვალისწინებელია დაავადების ანამნეზის, ან ოჯახური ანამნეზის არსებობა. შესაძლოა გამოვლინდეს ნაწლავთა იდიოპათიური ანთებითი დაავადების ექსტრა-ინტესტინური მანიფესტაცია (მაგ. კანის დაზიანება ან ფისტულები).

კვლევები

განავლის ნეგატიური კულტურა და სიგმოიდოსკოპიის დადებითი მონაცემები მიანიშნებს ნაწლავთა ანთებით დაავადებაზე.

გლუტენური დაავადება-ცელიაკია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

პერსისტენტული (>14 დღე) დიარეა შესაძლოა მიანიშნებდეს ცელიაკურ დაავადებაზე. თუმცა, დიარეა სისხლიანი არ არის.

კვლევები

დიაგნოსტიკური ფასეულობა გააჩნია დადებით სეროლოგიას ცელიაკიაზე. თუ არსებობს კლინიკური ეჭვი, გლუტენზე მგრძნობელობის ტესტის კვალდაკვალ შესაძლოა ნაჩვენები გახდეს დუოდენური ბიოფსიის ჩატარება.

ავთვისებიანი მდგომარეობა

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

შესაძლოა იწვევდეს ნაწლავთა მოქმედების ცვლილებას, როგორც წესი, ფაღარათის სახით.

ანამნეზში შესაძლოა აღინიშნებოდეს ანორექსია ან წონის კლება. პაციენტები, ჩვეულებრივ, არიან >45 ასაკის.

კვლევები

პათოლოგიური ცვლილებები კოლონოსკოპიით და კომპიუტერულ ტომოგრამებზე სიმსივნის ან მეტასტაზური დაავადების მტკიცებულება მიუთითებს ავთვისებიან მდგომარეობაზე.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას