ეტიოლოგია
შიგელოზს იწვევს შიგელას ჯგუფის ბაქტერია. აშშ – სა და დიდ ბრიტანეთში არსებული 4 სახეობიდან შემთხვევათა ყველაზე ხშირ გამომწვევებს შეადგენს Shigella sonnei და S flexneri.[3][5]Shigella- ს სახეობებს შეუძლიათ კუჭის მჟავაში გადარჩნენ და, შესაბამისად, ინფექცია შესაძლოა გამოიწვიოს მიკროორგანიზმების ისეთმა მცირე რაოდენობამ, როგორიცაა 10-დან 100-მდე.[11] გადაცემა პირდაპირი ფეკალურ-ორალური გზით ხშირია, რადგან მაღალი ინოკულაციური დოზის მისაღწევად არ არის საჭირო მიკროორგანიზმის ინტენსიური გამრავლება. გადაცემა აგრეთვე ხდება დაბინძურებული წყლის და საკვების მეშვეობით. S dysenteriae წარმოქმნის Shiga ტოქსინს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი (HUS).[12] სხვა სახეობები აგრეთვე გამოიმუშავებენ ენტეროტოქსინებს, თუმცა ეს ტოქსინები მძიმე ფორმის ავადმყოფობასთან არ ასოცირდება.
დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში მოგზაურები, რომლებიც ავადდებიან შიგელოზით, შეიძლება დაინფიცირდნენ სეროტიპებით, რომლებიც უფრო მდგრადია ანტიბიოტიკების მიმართ რესურსებით მდიდარ ადგილებში შეძენილ შტამებთან შედარებით. ხშირად ეს განაპირობებს უფრო ფართო გავრცელების და გახანგრძლივებულ ეპიდაფეთქებებს.[13]
პათოფიზიოლოგია
კვლევების უმეტესობა, რომელიც აღწერს პათოფიზიოლოგიას, ჩატარებულია Shigella flexneri-ის გამოყენებით. წვრილ ნაწლავებში მოხვედრისთანავე შიგელას მიკროორგანიზმები იწყებს გამრავლებას და ბევრი ბაქტერია აღწევს მსხვილ ნაწლავს. ისინი აღწევენ მსხვილი ნაწლავის ლორწოვან გარსში მიკრონაკეცებიან (M) უჯრედებში მიკროპინოციტოზის გზით, რომლის დროსაც ხდება უჯრედის მემბრანის ინვაგინაცია ბაქტერიის გარშემო, წარმოიქმნება ვაკუოლი, რომლიდანაც შიგთავსი გამოთავისუფლდება ციტოპლაზმაში.[11][14][15] ბაქტერიას აქვს უნარი დაშალოს ვაკუოლი, გამოათავისუფლოს შიგთავსი ციტოპლაზმაში და გააგრძელოს გამრავლება. ბაქტერია იყენებს მასპინძელი უჯრედის აქტინს ციტოპლაზმაში საკუთარი მოძრაობის უზრუნველსაყოფად. ინტრაეპითელიურ სივრცეში მოხვედრისთანავე ხდება ბაქტერიების მიტაცება მაკროფაგებით. ბაქტერია იწვევს მაკროფაგების აპოპტოზს მათი შიგთავსის გამოთავისუფლებით და პროანთებითი ციტოკინების გამოთავისუფლების შედეგად იწვევს ანთებით რეაქციას. ციტოკინები მოიზიდავენ ბუნებრივ მკვლელ (NK) უჯრედებს და პოლიმორფონუკლეარულ ნეიტროფილებს, რომელნიც აზიანებენ ნაწლავის ლორწოვანი გარსის ამომფენ ეპითელურ უჯრედებს, და ხელს უწყობენ შიგელას შემდგომ პირდაპირ ინვაზიას. აპოპტოზირებული მაკროფაგებიდან გამოთავისუფლებულ შიგელას ბაქტერიებს აქვს უნარი პირდაპირ შეიჭრას მომიჯნავე ეპითელურ უჯრედებში ბაზოლატერალური მხრიდან და შემდეგ გავრცელდეს მიმდებარე უჯრედებში. შედეგად ვითარდება ინფექციური დიარეა სითხის და ხსნადი კომპონენტების კარგვით, რაც უკავშირდება მუცლის სპაზმურ ტკივილს, ცხელებას, აგრეთვე სისხლის და ლორწოს გამოყოფას განავალთან ერთად.
Shigella- ს ყველა სახეობა წარმოქმნის ენტეროტოქსინებს. მათ აქვს ნაწლავის ლორწოვანი გარსიდან წყლის და ელექტროლიტების სეკრეციის ინდუცირების უნარი. S dysenteriae ტიპი 1 გამოიმუშავებს უფრო ძლიერ ტოქსინს, რომელიც შიგა ტოქსინის სახელითაა ცნობილი და დაკავშირებულია ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის (ჰუს) განვითარებასთან.[12] ენტეროჰემორაგიულ Escherichia coli-ს (შტამი O157) აქვს უნარი წარმოქმნას შიგას-მსგავსი ტოქსინი, რომელიც ასევე იწვევს ჰემოლიზურ-ურემიულ სინდრომს. შიგა ტოქსინი იწვევს ენდოთელური უჯრედების დაზიანებას, რაც იწვევს თრომბოზულ მიკროანგიოპათიას და ჰემოლიზს. S დიზენტერიასთან დაკავშირებული ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი ხშირად უფრო მძიმე ფორმისაა ვიდრე ენტეროჰემორაგიულ E coli (O157)-თან ასოცირებული, თუმცა, შესაძლოა, შიგელას ენტეროინვაზიური ბუნების გამო, რადგანაც შიგელოზი გვხვდება უფრო ღარიბ რეგიონებში, სადაც ბინადრობს არასაკმარისი კვების პირობებში მცხოვრები და თანმხლები დაავადებების მქონე ბავშვთა პოპულაცია, რომელიც იმყოფება მომატებული რისკის ქვეშ.
კლასიფიკაცია
კლასიფიკაცია სეროჯგუფების მიხედვით
Shigella dysenteriae (სეროჯგუფი A)[4][5]
ძირითადად გვხდება დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში.
იწვევს უფრო მძიმე ფორმის ავადმყოფობას
გამოიმუშავებს შიგატოქსინს, რომელიც აზიანებს სისხლძარღვოვან ენდოთელიუმს და განაპირობებს ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის (ჰუს-ის) განვითარებას
ამოცნობილია 15 სეროტიპი.
S flexneri (სეროჯგუფი B)[3][5]
აშშ-ში შიგელოზის შემთხვევების მეორე ყველაზე ხშირი მიზეზი
S dysenteriae-ის მსგავსია იმით, რომ ეს უფრო მძიმე დაავადებას იწვევს
ამოცნობილია 8 სეროტიპი.
S boydii (სეროჯგუფი C)[5]
ნაკლებად მძიმე დაავადება და S sonnei-ის მსგავსია
ამოცნობილია 20 სეროტიპი.
იწვევს ნაკლები სიმძიმის ავადმყოფობას
ბრიტანეთსა და აშშ-ში შიგელოზის შემთხვევების ყველაზე ხშირი მიზეზი
ამოცნობილია 1 სეროტიპი.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას